Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ლევთერ ჭოჭუას ვულოცავთ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას
> ჟურნალი ბორბონჩია > ლევთერ ჭოჭუას ვულოცავთ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას

ლევთერ ჭოჭუას ვულოცავთ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას


12-12-2020, 20:00. ავტორი: Amuri
ამური მაისაია

ლევთერ ჭოჭუას ვულოცავთ  ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას სასახელო გზები განვლო ლევთერ ჭოჭუამ. 42 წელიწადი იღვაწა, იშრომა და წარმატებული შედეგებიც მოიპოვა. მან ადრევე მოიხვეჭა სახელი რესპუბლიკაში, როგორც პროფესიონალმა მეხანძრემ. სახანძრო დაცვის სისტემაში რიგითი მეხანძრიდან სახანძრო დაცვის უფროსის პოსტამდე მიაღწია და ამ ხნის განმავლობაში, ვინ მოსთვლის რამდენჯერ მიუღია მონაწილეობა დიდი და რთული ხანძრების ქრობაში, ბევრჯერაც მოხვედრილა ძლიერ დაკვამლიანებული სათავსოებში, ბევრჯერაც სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებითაც შებრძოლებია ხანძრის სტიქიას და დაუმარცხებია იგი.
ლევთერ ჭოჭუას ვულოცავთ  ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას

...როცა მძვინვარე ხანძარს ებრძვი, შიში ქრება, გამბედაობა მატულობს, ძალა გემატება და წინ მიიწევი,-ამბობს ლევთერი...
მიუხედავად მრავალი შფოთიანი დღეებისა და ხანძრით გამოწვეული მღელვარებისა ერთხელად არ დაუკვნესია. 42-წლის მანძილზე ჩირაღდანივით იდგა იგი საქართველოს მეხანძრეთა შორის ის იყო თვალსაჩინოდ გამორჩეული არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, არამდედ იგი იყო ინიციატორი ახალ-ახალი წამოწყებისა: ადგენდა და ამუშავებდა აგრეთვე კონკურსებს სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე სახანძრო თემაზე და სხვა.
ლევთერ ჭოჭუას მრავლად ჰქონდა ჯილდოები, მათ შორის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მიღებული ჰქონდა სამი მედალი, ხანძარზე თავდადებული მუშაობისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული მუშობისათვის და შრომითი მამაცობისათვის.
იგი გავიდა დამსახურებულ პენსიაზე, თუმცა არ შეუწყვეტია სახანძრო დაცვასთან კონტაქტი. ძლიერ უყვარდა პოეზია, ხშირად აქვეყნებდა ლექსებსა და მცირე მოცულობის ნოველას, ჩანახატებს და ა.შ.
ლევთერ ჭოჭუას ვულოცავთ  ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას

ლევთერ ჭოჭუა აქტიურად იყო ყოველთვის ჩაბმული საერთო - საზოგადოებრივ საქმიანობაში, მისი შრომა და დამსახურება მხედველობიდან არ გამორჩენია ადგილობრივ მთავრობასაც. მას ახლახან მიენიჭა ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება.
სულით და გულით ვულოცავთ ლევთერ ჭოჭუას ამ ახალ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანსაღ-დღეგრძელ ცხოვრებას. იოლი არ არის საპატიო მოქალაქის წოდების მოპოვება. ეს ჯილდო რჩეულთა შორის მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და რაოდენ სასიხარულოა, რომ ეს ჯილდო სახანძრო დაცვის ს ისტორიაში პირველმა ლევთერმა დაიმსახურა.
ახლა კი რაც შეეხება მის ოჯახს, შვილებით, შვილიშვილებითა და შვილთაშვილებით, როგორც იტყვიან დახუნძლულია. ყავს ქალ-ვაჟი (კახა და ასმათი) რძლები (ეკა სიჭინავა და გვანცა ჯგერენაია, სიძე ალიკა დევნოსაძე და ირაკლი სიჭინავა, შვილისშვილები, და-ძმა ნანა და ლევანი ჭოჭუები, გია და ლაშა დევნოსაძეები, შვილისშვილები: და-ძმა გაბრიელი და მარიამი, და იოანე სიჭინავა. აი ისინიც
ლევთერ ჭოჭუას ვულოცავთ  ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას

შვილიშვილები


ლევთერ ჭოჭუას ვულოცავთ  ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას

ზონალური თათირი მონაწილეთა ერთი ჯგუფი ნავით პალიასტომში გასეირნებაზე


ეს ყველაფერი ლევთერ ჭოჭუას მიერ გავლილ ცხოვრებისა და მოღვაწეობის მცირედი ეპიზოდებია. ალბათ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს მასზე საიტერესო საქმეებზე თხრობა.
ჩვენ კი კიდევ ერთხელ გილოცავთ ლევთერ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას. იყავ დღეგრძელი და სვე ბედნიერი ლევთერ!
უკან დაბრუნება