> ინფორმაცია, ცეცხლოვანი ფრონტის მებრძოლები > საიმედო ცვლა

საიმედო ცვლა


3-11-2018, 19:26. ავტორი: Amuri
დალი თორდინავა

საიმედო ცვლაჩვენს „გალერე“-აში ფურცელი მინდა გადავშალო და გაგაცნოთ ჩვენი სტუმარი, ახალი თაობის წარმომადგენელი, ახალი სისხლითა და ახალი აზროვნებით. იგი ეროვნული მოძრაობის კულმინაციის წელს დაიბადა და დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდა.
ალექსანდრე ჭოჭუა 1989 წელს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში.
მისი მშობლები მშრომელი მეურნები არიან.
მამა - ზურაბ ჭოჭუა ფოთის საგზაო... სამსახურში მუშაობს. დედა- ფატიმა ჭოჭუა დიასახლისია. ჰყავს ერთი წლით უფროსი და ირმა, რომელიც ამჟამად დაოჯახებულია, ცხოვრობს სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში და ორ შვილს უზრდის დამოუკიდებელ საქართველოს.
ალექსანდრე 1996 წელს შეიყვანეს საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 2006 წელს. ჯერ სამხედრო სამსახურის ასაკისა არ იყო მაგრამ, მამამ უსაქმოდ დატოვება არ ისურვა და „გვერდით“ ამოიყენა საგზაო სამსახურში მიიყვანა. 2008 წელს კი როცა 18 წელი შეუსრულდა გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო ნაწილში. სამსახური გაიარა ოსიაურის სამხედრო ნაწილში. ერთ წლიანი სამხედრო სამსახური, წვრთნითა და შრომით დაამახსოვრდა - აი, იქ ვეზიარე ნამდვილ შრომასა და წესრიგს - ასე ახასიათებს ალექსანდრე ჯარში გატარებულ 1 წელს. თუ გავიხსენებთ 2008 წელს, არც არის გასაკვირი. ჯარიდან დაბრუნებული ძველ სამუშაო ადგილს უბრუნდება და 6 თვე იქ მუშაობს. 2010 წლის 31 მარტიდან კი იგი ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ნაწილი ხდება. „იწამლება იქაური მეგობრული, თავდადებული ვაჟაკცური ჰაერით“. ალბათ ამიტომ დაიმსახურა ამური მაისაის ყურადღება და მასში „საიმედო მომავლის“ დანახვა.

საიმედო ცვლა

- ჩვენი დროის „სუპერმენია“-ო - ხუმრობს ამური. აი ვის დაეყრდნობა ჩვენი სამსახური როცა ჩვენი თაობა დათმობს ასპარეზს. საიმედო ბიჭია, დაუზარელი მუდამ ახლის გაგებისათვის შემართული ამიტომ მგონია რომ, მისგან დადგება ის პიროვნება ვის მხრებსაც დაეყრდნობა ჩვენი სამსახურიც და ზოგადად ქვეყანაც.
ალექსადრესაც ჩვეულ სტანდარტულ შეკითვას ვუსვამ. პირველი ხანძარი თუ გახსოვს, ან რა გრძნობა გაგიჩნდა პირველად ხანძრის წინაშე რომ აღმოჩნდი - მეთქი.
- როგორ არ მახსოვს ან როგორ შეიძლება არ მახსოვდეს ეს ხომ პირველი იყო, ყველაფერი პირველი კი ღრმად ჯდება მეხსიერებაში. სულ რამოდენიმე დღის მოსული ვიყავი. მალთაყვაში იწვოდა ტურისტულ ბაზაში კეპინგები. ხანძრის პირისპირ დარჩენილს რაც ჩემში შემოიჭრა, გვერდით მდგომი მეხანძრისათვის ფარად ყოფნა იყო, იგი საოცრად ახლობელი გახდა ჩემთვის ხიფათის პირისპირ, მინდოდა თვალთახედვიდან არ დამკარგვოდა. მეორე კი იყო რადაც არ უნდა დამჯდომოდა დამემარცხებინა ხანძარი, დამემტკიცებინა მისთვის რომ ძლიერი ვარ და ვერევი. მას შემდეგ ხანძრის პირისპირ სულ ეს გრძნობა მაქვს. ახალაზრდებისათვის აზარტი ბუნებრივია, აზარტის გარეშე ვერაფერს ღირებულს ვერ მიაღწევ, ამიტომაც ცეცხლთან ბრძოლა აზარტი მგონია, იბრძოლო და გაიმარჯვო. აი, ალბათ ეს დაინახა ამურმა ალექსანდრეში და ამიტომ ეძახის საიმედო ცვლასა და დასაყრდენს.
29 წლის ახალგაზრდას ჯერ რუბიკონამდე დიდი გზა აქვს გასასვლელი, ოჯახი შესაქმნელი, დიდი ცოდნა შესაძენი. იგი ფიზიკურად სრულყოფილი და სულიერად სუფთა და ალალია. ღმერთმა არა ჰქნას ამ კარგ ბიჭს რამემ ხელი შეუშალოს მისთვის დამსხურებელი ლამაზი ცხოვრების შექმნაში.

აპრილი. 2018 წელი

უკან დაბრუნება