Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 მისი ბოლო რუბიკონი, ფოთი გახდა
> ცეცხლოვანი ფრონტის მებრძოლები > მისი ბოლო რუბიკონი, ფოთი გახდა

მისი ბოლო რუბიკონი, ფოთი გახდა


31-03-2019, 19:20. ავტორი: Amuri
საიტების დამზადება

მისი ბოლო რუბიკონი, ფოთი გახდა ჩემი სტუმარი, ისევ ამურის „ოქროს ბიჭების“ წარმომადგენელია. რა უნდა გაუჭირდეს იმ სამსახურს ან იმ ქვეყანას, სადაც ამდენი „ოქროს ბიჭია“. დიდად, შეიძლება არც მიყვარდა სიტყვა ბიჭზე ე.წ. წინა თქმის წამძღვარება, რადგან თავად სიტყვა ბიჭი, უნდა იყოს კეთილშობილი სიტყვა, მაგრამ გაკეთილშობილება სიტყვის ამ შემთხვევაში დიახაც უხდება ამ შეუპოვარ, გმირ ადამიანებს.
იგი აფხაზეთის მკვიდრი - ზურაბ ბოკუჩავაა. დაიბადა 1970 წლის 23 თებერვალს ქ.გუდაუთაში. ცოტა ისტორიაში უკან დავიხევ და ერთ მონაკვეთს გავახსენებ ჩვენს მკითხველს (თუმცა ბევრს არ ესიამოვნება) ომის წლებმა იმ დიდი ქვეყნის მესვეურებს ბევრი რამ დაანახა და ასწავლა, სამეგრელოს სოფლებიდან ბევრი ქართული ოჯახი (მათი სურვილით და არა იძულებით!!!) ჩრდილო აფხაზეთში დასახლდა, რადგან იცოდა იმ გენიოსმა ქართველი კაცის სამშობლოს სიყვარულიც და თავდადებაც ამიტომ გუდაუთა, გაგრა მყარი ქართული დასახლება გახდა. რაც ვერ თუ არ გამოვიყენეთ, ვითამაშეთ ომობანა და დავკარგეთ ჩვენი უმშვენიერესი აფხაზეთის მიწები. მაპატიეთ რომ ასე ღრმად შევიჭერი წარსულში, მაგრამ აფხაზეთი ხომ ყველას ტკივილია.
მისი ბოლო რუბიკონი, ფოთი გახდა

ჰოდა, ამ მშვენიერი საზღვრის კურორტზე დაიბადა ჩვენი გმირიც. მშობლებმა ტარიელმა და თინამ შემდგომში საცხოვრებლად ტყვარჩელი აირჩიეს.
ოჯახი ტყვარჩელში გაიზარდა და ორი გოგონაც შეეძინათ ტარიელი საბინაო კომუნალურ განყოფილებაში მუშაობდა. ზურაბი ტყვარჩელის 1 საშუალო სკოლაში სწავლობდა. დაამთავრა 8 კლასი და სწავლა ფოთის ჰიდრო - მელიორაციულ ტექნიკუმში გააგრძელა. (აი, რა იმიჯის ტექნიკუმს რა ვუქენით, ნაომარ შენობას დავამგვანეთ და გავაპარტახეთ. ნეტავ რას იტყოდა დიდი ილია ეს რომ დაენახა??!!).
1985 წელს დაამთავრა მისი სრული კურსი 1989 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსხურში. მოხვდა ბელორუსიის (მინსკის) მეკავშირეთა ნაწილში, სადაც 6 თვე დაჰყო, შემდეგ განაწილებით უკრაინაში გააგრძელა სამხედრო სამსახური, რომლისაგანაც სასიამოვნო მოგონებები დღემდე მოჰყვება. 1991 წელს ვალმოხდილი დაუბრუნდა მშობლიურ ტყვარჩელს, მაგრამ თავისი კუთხის, ოჯახის სითბოს შეგრძნება არ დასცალდა, მალე აფხაზეთ-საქართველოს ომიც დაიწყო.
მისი ბოლო რუბიკონი, ფოთი გახდა

და... ბოლო რუბიკონი ოჯახისათვის ფოთი აღმოჩნდა, ზურაბისათვის ფოთი უცხო არ იყო. ოთხი წელი ხომ აქ გაატარა. ალბათ ოჯახის აქ დამკვიდრებაში ზურაბის ლომის წილი უძევს. აქ ამ ქალაქში აქვს მამის საფლავი და ყველაზე მთავარი, აქ დაოჯახდა, აქ მიიღო შრომითი ნათლობა და გახდა მეხანძრე მაშველთა დიდი, მეგობრული ოჯახის წევრიც. ახლა ზურაბი ნამდვილი ფოთელია. ფოთი მუდამ იყო მშვიდი, უანგარო თბილი ქალაქი, რომლის დატოვება მსგავს ადამიანებს ძალიან უჭირთ.
ზურაბმა 1997 წელს ფოთელი მაკალათიას ქალიშვილი შეირთო. ოჯახის მიზანი და სიყვარული შვილებია. და ზურაბის ოჯახიც შვილებით ხარობს პირველი ქალიშვილი მარიამი 1997 წელს დაიბადა. დაამთავრა ქალაქის მე-4 საჯარო სკოლა. 2017 წელს მისაღებ გამოცდებსაც აბარებდა, მაგრამ ქულა დააკლდა თუმცა სწავლებაზე ფიქრი არ მიუტოვებია, ემზადება და სადაც ასეთი მონდომება და სურვილია, მიზანს აუცილებლად მიაღწევს. ამჟამად დედასთან ერთად „აჭარა ტექსტილში“ მუშაობს.
მეორე ქალიშვილი ნინო-2000 წელს დაიბადა. ისიც იმავე სკოლაში სწავლობს, წელს ამთავრებს და დასთან ერთად ემზადება მიაღები გამოცდებისათვის. მწვანე შუქი თქვენს მიზანს გოგონებო! როგორც ჩვენთანაა ტრადიციულად მიღებული ქართული ოჯახის სიამაყე ვაჟიც გაჩნდა.
ილია - 2007 წელს დაიბადა იგი ქალაქის მე-3 საჯარო სკოლის მე-6 კლასელია. უყვარს სპორტი და სერიოზული სპორტიც აირჩია, კარატე უშუს ეუფლება.
ოჯახის უფროსისა და იმედის საჭე დღემდე მყარად უჭირავს ზურაბის დედას, ქალბატონ თინას ანუ დედა თინას, როგორც ზურაბი ეძახის ის ახვედრებს სახლიდან გადასულ რძალს, შვილს და შვილისშვილებს თბილ კერას და სადილს ან რად ღირს ღია კარი რომ გვხვდება, შვილებს იმედიანად ტოვებ. ეს იცის ზურაბმაც და დიდ პატივს ცემს ოჯახის იმედს.
მისი ბოლო რუბიკონი, ფოთი გახდა

ვუბრუნდები სამსახურს. და ვინტერესდები როგორ მოხვდა ამ ხიფათით აღასვსე სამსახურში.
- ჩემი მეგობარი მუშაობდა, ხომ იცით რა ძნელია დღეს დასაქმება და გასული საუკუნის ბოლოს მით უმეტეს წარმოუდგენელიც კი იყო. ერთხელ სახანძროსთან შემთხვევით შევხვდი და მიკითვ-მოკითხვის შემდეგ მკითხა: „თუ მუშაობო“ არა, აბა სად? სახანძროში იმუშავებო- რომ მითხრა მომესმა მეგონა,
- მოდი უფროსი ადგილზეა, შეგახვედრებ და სიტყვასაც შეგაწევო. მე ტექნიკაში ვერკვეოდი, ჰოდა მცირე გასაუბრება გავიარე, ეტყობა თვალში მოვუვედი და მეც გავხდი, უკვე შრომით, ამ ქალაქის ნაწილი. ახალგაზრდა ვიყავი, ჯან-ღონე არ მაკლდა, შრომას არ გავურბოდი ახლა ისე შევისისხლხორცე ამ კოლექტივს მათ გარეშე არც შემიძლია. ჭირში და ლხინში ძმებივით ვართ.
- არასოდეს არ გაურბის საქმეს, დაუზარელია კარგი მეგობარი და კარგი კოლეგაა და რაც მთავარია, საიმედო ადამიანია - არ იშურებს ამურიც კეთილ სიტყვებს თავისი ოქრო „ბიჭისათვის.
ასეთი საიმედო ადამიანები არ მოკლებოდეს ჩვენს თბილ ქალაქს. ისინი ხომ ჩვენი იმედია.
მაისი 2018 წელი

უკან დაბრუნება