Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ხანძარი საბერძნეთში
> ინფორმაცია, ხანძრები საზღვარგარეთ > ხანძარი საბერძნეთში

ხანძარი საბერძნეთში


24-07-2018, 17:53. ავტორი: Amuri


ათეულობით მსხვერპლი, ფერფლსა და კვამლში გახვეული ქუჩები, გზაზე მიტოვებული დამწვარი მანქანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - ასეთი სურათია საბერძნეთის დედაქალაქში.
ათენის მიმდებარე დასახლებები იწვის. ტყის მასივებში გაჩენილმა ხანძარმა უკვე 74 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა ნაწილი ზღვის ნაპირზე იპოვეს. დაშავებულია 170-ზე მეტი მოქალაქე. ძლიერი ქარის და მაღალი ტემპერატურის გამო ცეცხლის კერების ჩაქრობა ვერ ხერხდება. საბერძნეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულებს ან დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
მასშტაბური სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვა ქვეყნებიც ჩაერთნენ.
უკან დაბრუნება