Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 საბერძნეთში ბორანს ცეცხლი გაუჩნდა
> ინფორმაცია, ხანძრები საზღვარგარეთ > საბერძნეთში ბორანს ცეცხლი გაუჩნდა

საბერძნეთში ბორანს ცეცხლი გაუჩნდა


1-09-2018, 03:05. ავტორი: Amuri


ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო სამგზავრო ბორანზე გაჩენილი ხანძრის გამო. ინციდენტი ბერძნულ ბორან „ელეფთერიოს ვენიზელოსს“ შეემთხვა, რომელიც პირეოსიდან კუნძულ კრიტზე მიემართებოდა. პორტიდან გასვლიდან 40 წუთის შემდეგ ბორანზე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია ჩაირთო. ეკიპაჟმა ხანძრის ლიკვიდაცია ოპერატიულად მოახერხა და ბორანის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა
უკან დაბრუნება