Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ ზეკარში
> ინფორმაცია, ხანძრები საქართველოში > ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ ზეკარში

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ ზეკარში


11-11-2018, 13:36. ავტორი: Amuri



ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები ისევ გრძელდება ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დამატებითი ძალები გაგზავნა.
ადგილზე ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები მუშაობენ.
შექმნილია საგანგებო შტაბი.
ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს მოედო.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია ხუთი ჰექტარი ფართობის ტერიტორია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

წყარო: 1tv.ge

უკან დაბრუნება