Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 საბრძოლო ღორები
> ეს საინტერესოა > საბრძოლო ღორები

საბრძოლო ღორები


29-12-2022, 20:01. ავტორი: Amuri ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ ანტიკურ პერიოდში ზოგიერთი საბრძოლო დავალების შესასრ-ულებლად საბრძოლო ღორებს იყენებდნენ. ყველამ იცით სა-ბრძოლო ცხენი რომელიც ომში პატრონს შესანიშნავ დავალებას უწევდა,საბრძოლო სპილო რომ-ელსაც ძველ დროში უხეში შედარება რომ გავაკეთოთ ტაკის ფუნქციას ასრულებდა, საბრძოლო აქლემი მაგრამ ღორიც?
დიახ ღორიც. მათი გამოყენება ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნე-ებში და ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც იყენებენ. ანტიკურ პერი-ოდში ღორებს სპილოს შესაში-ნებლად იყენებდნენ.
მოგეხსენებათ სპილო საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენდა რომლის წინააღმდეგაც მაშინ-დელი იარაგი საკმაოდ არა-პრაქტიკული და სუსტი იყო მაგრამ იმ პერიოდშიც იცოდნენ რომ სპილოს ძალიან ეშინია ღორის ღრუტუნის და არა თაგვის როგორც ამბობენ ხოლ-მე. როგორც კი მტერი სპილო-ებით ქალაქის კარიბჭეს მოუახლოვდებოდა ალყაში მყოფები ღორებს გამოუშვებდნენ რომე-ლთა დანახვისას ეს უზარმაზა-რი ცხოველები უკან იხევდნენ. ასეთი ფაქტების შესახებ უა-მრავი ისტორიული წყაროც არსებობს.ასე იქცეოდნენ რომაელები ხოლო “პროკოფი” თავისი წიგნის “ომების ისტორია” მე-8 ნაწილში ამბობს რომ სპილოებს ღორების გარდა ძალიან ეშინიათ ცეცხლისაც.
როგორც ძველი რომაელი მწერალი „ელიანი“ აღწერს: მაკედონელის არმია ანტიპატრის მეთაურობით ქალაქ მეგარას მიადგა და ალყა შემოარტყა. უამრავი სპილო დააყენეს ქალაქის კედლებთან, მეგარა თითქოს და განწირული იყო მაგრამ ქალაქის მკვიდრნმა მო-ხერხება გამოიყენეს და უამრავ ღორს ტანზე ფისი წაუსვეს და ცეცხლი მოუკიდეს. ეს ცეცხლ-მოკიდებული საბრალო ცხოვე-ლები სპილოებისაკენ გაუშვეს. ალბათ წარმოიდგინეთ რაც მოხდებოდა.
აჭყივლებული ღორების ელვის სისწრაფით გაექანნენ სპილოებისკენ. ამ ცეცხლმოკიდებული ცხოველების და მათი ჭყივილის ხმაზე სპილოები პანიკაში ჩავარდნენ და თავიანთი მხედრებითურთ გაიქცნენ. მტრის რაზმში ქაოსმა და არეულობამ დაისადგურა და აქეთ იქით დაიწყეს გაფანტვა. ამ ფაქტის შემდეგ ანტიპატრმა ბრძანება გასცა რომ სპილოები ორებთან ერთად გაეწვრთნათ რათა მომავალში ამგვარ ინციდენტს ადგილი აღარ ჰქონოდა. სკეპტიკოსები ამბობდნენ რომ სპილოებს ცეცხლის შეეშინდათ და არა ღორების თუმცა ისტორიაში მრვაალი ფაქტია იმისა რომ ღორებს უცეცხლოდაც დაუბრთხიათ სპილოები.
რაც შეეხება თანამედროვე პერიოდს ცოტა ხნის წინ მოსკოვის ერთ-ერთ სამძებრო გან-ყოფილებაში სამუშაოდ აიყვანეს გოჭი რომელიც სპეციალურად ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოსაჩენადაა გაწვრთნილი. პერიოდულად ის მილიციის თანამშრომლებ-თან და ძაღლებთან ერთად სპეციალურ დავალებაზე გადის. როგორც ამბობენ გოჭს ჯერ არცერთი ჩავარდნა არ ჰქონია.

წყარო:ucnauri.com

უკან დაბრუნება