Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ცნობილი სიმღერა, რომელიც 110 წლის წინ ქუთაისში გაჩენილ ხანძარს მიეძღვნა
> ინფორმაცია, ეს საინტერესოა > ცნობილი სიმღერა, რომელიც 110 წლის წინ ქუთაისში გაჩენილ ხანძარს მიეძღვნა

ცნობილი სიმღერა, რომელიც 110 წლის წინ ქუთაისში გაჩენილ ხანძარს მიეძღვნა


28-03-2020, 21:11. ავტორი: Amuri
ანა ჯანაშია


ყველასათვის კარგად ნაცნობია სიმღერა “ქუთაისი გადამწვარა რერო”, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რას და როდის მიეძღვნა სიმღერის ტექსტი, რომელიც ქეიფთან და მოლხენასთან ასოცირდება.



ქუთაისიპოსტი 110 წლის წინანდელ ამბაზე მოგითხრობთ, რომელიც ცნობილი სიმღერის ტექსტის ისტორიას სხვა კუთხიდან გაგაცნობთ.

***


1908 წლის 22 თებერვალი.

ქუთაისში, ებრაელთა დასახლებაში დიდი ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლს მწვანე ყვავილას ისტორიულ, ულამაზეს უბანში თითქმის ყველა სახლი და სამლოცველო გაუნადგურებია.

ხანძარმა 40–ზე მეტი ოჯახის სახლ –კარი და ქონება შეიწირა.

ცნობილი სიმღერა, რომელიც 110 წლის წინ ქუთაისში გაჩენილ ხანძარს მიეძღვნა


ქუთაისელი ჟურნალისტი, ნანული ცხვედიანი, რომელიც ძველ ქუთაისთან დაკავშირებული ამბების მოძიებითაც არის დაკავებული, ამბობს, რომ ძველ ნაშრომებში მიაკვლია ინფორმაციას ებრაელთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარზე, რომელიც მისი თქმით, ცნობილი სიმღერის ტექსტს უნდა უკავშირდებოდეს.

სხვადასხვა წყროებით ირკვევა, რომ სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა სიმღერა “ქუთაისი გადამწვარა რერო, თავის დუქნებიანადო რერო”.

ერთ–ერთი ვერსიით, ებრაელთა დასახლებაში ხანძარი ბოლშევიკებს მიზანმიმართულად გაუჩენიათ, იმ მიზეზით, რომ მათგან აღებული ვალები არ დაებრუნებიათ და მევალეთა სიები ცეცხლს გაექრო.

***


მეოცე საუკუნის დამდეგს, ქუთაისში კიდევ რამდენიმე ხანძარი მომხდარა. 113 წლის წინათ (1905 წ) დიდი ცეცხლი გაჩნდა ქუთაისთან ახლოს, საღორიის ტყის ნაპირას. ხანძარი მოსდებია 40 "დესეტინა" (ჰექტარი და 900 მ) ფართობს და ახალგაშენებული მუხისა და აკაციის ტყე გაუნადგურებია. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალაქს 13 მეხანძრე ემსახურებოდა, რომელთა "ეკიპირება" 13 ცხენი, 1 ფორანი, 10 კასრი, 8 ვედრო, 3 კიბე და 8 ნაჯახი გახლდათ.

წყარო:kutaisipost.ge

უკან დაბრუნება