Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ზუგდიდის სახანძრო სამსახური ZIGLER-ის ფირმის ულტრა-თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა
> რეპორტაჟი, ზუგდიდის სახანძრო დაცვა > ზუგდიდის სახანძრო სამსახური ZIGLER-ის ფირმის ულტრა-თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა

ზუგდიდის სახანძრო სამსახური ZIGLER-ის ფირმის ულტრა-თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა


28-03-2020, 20:33. ავტორი: Amuri


ზუგდიდის სახანძრო-სამშველო სამსახური კიდევ რამდენიმე ახალი სპეც-მანქანით აღიჭურვა,ფირმა „ციგლერის" მიერ წარმოებული მერსედესის მარკის ცეცხლსაქრობი ავტომანქანის პრეზენტაცია დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს,ახალი სახანძრო მაქანა 9 ტონა წყლის ჭავლის გამოფრქვევას უზრუნველყოფს და რთული რელიეფის მქონე რეგიონებისთვისაა გათვლილი.გარდა ამისა გერმანულმა მხარემ ზუგდიდს საჩუქრად ერთი სახანძრო-სამშველო მანქანა გადასცა,ასევე სპეციალური უნიფორმები,წყლის მოტოტომბები და კარვები,რომელშიც უბედური შემთხევევებისას დაშავებულთა მოთავსება და სამედიცინო დახმარება უნდა მოხდეს.

კომპანია „ციგლერის" გაყიდვების მენეჯერი ახმეტ კანატჩი აცხადებს,რომ კომპანია ციგლერისა და ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლობა წარმატებული გამოდგა "ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზუგდიდში ციგლერის მიერ წარმოებული 3 ყველაზე თანამედროვე და უახესი ტიპის სახანძრო მანქანა იქნა ჩამოყვანილი.ის ტექნიკა რომელიც ზუგდიდს აქვს ბევრი ევოპული ქვეყანისთვის ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებაა"-აცხადებს ახმეტ კანატჩი.

თანამშრომლობა უმსხვილეს გერმანულ კომპანია ციგლერთან შარშან ზუგდიდის გამგებლის ალექსანდრე ქობალიას ინიციატივით დაიწყო,მას შემდეგ სახანძრო--სამაშველო სამსახური რამდენიმე ათეული ულტრა-თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა.

ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახური დამატებით ორი უახლესი მოდელის ავტომანქანას უახლოეს პერიოდშიც ელოდება.ასევე შენდება თანამედროვე ტიპის სახანძრო დეპო სადაც საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახური განთავსდება.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/

უკან დაბრუნება