Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ფოთში მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი წყლიდან გამოიყვანეს
> ინფორმაცია > ფოთში მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი წყლიდან გამოიყვანეს

ფოთში მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი წყლიდან გამოიყვანეს


4-09-2020, 20:17. ავტორი: Amuri ფოთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მორიგეობისას მეხანძრე-მაშველმა წყალში მყოფი მოქალაქე შენიშნა, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და სჭირდებოდა მაშველების დახმარება.

მოქალაქის დასახმარებლად, დაუყონებლივ, სკუტერით გავიდნენ მეხანძრე-მაშველები. ქალბატონი მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება და პროცესში ჩაერთო სამაშველო კატარღა.

მეხანძრე-მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ნაპირზე გამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მოსვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ამ დროისთვის, მოქალაქე გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

წყარო:es.gov.ge

უკან დაბრუნება