Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 გმირები, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან
> საქართველოს სახანძრო საზოგადოება > გმირები, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან

გმირები, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან


5-09-2020, 07:39. ავტორი: Amuri მათი საქმე ხშირად საზოგადოების ინტერესის მიღმა რჩება, ისინი ყოველდღიურად ჩადიან გმირობას, თუმცა ამაზე არ ლაპარაკობენ. მაშველები ყოველდღიურად სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა ვითარებაში იბრძვიან.

მაშველი ლევან ჯამერაშვილი ჰყვება, როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს, რა პროფესიული ტექნიკა გამოიყენა და რამდენად რთულია საქმე, რომელიც მათი მოვალეობაა, თუმცა, გმირობის ტოლფასია.

„112"-ში შემოვიდა ზარი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მრავალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულის მოაჯირზე იჯდა და სუიციდით იმუქრებოდა. ჩვენი ჯგუფი დანიშნულების ადგილზე ოპერატიულად მივიდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული ვითარება დაგვხვდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ახლოს არავის იკარებდა. როდესაც დაგვინახა, თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი რომელიმე თანამშრომელი სადარბაზოში შევიდოდა, მაშინვე გადმოხტებოდა. ჩვენ წარმოუდგენლად მოკლე დროში უნდა შეგვემუშავებინა სამოქმედო გეგმა... სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივად დავსახეთ გეგმა და მივყევით მის განხორციელებას... მე ვისარგებლე სადარბაზოს უკანა შესასვლელით და მეზობლად მდებარე ბინაში მცხოვრებთა დახმარებით აღმოვჩნდი მისგან მცირე მანძილზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სამუშაო ფორმა ადვილად შესამჩნევია, კედელს მოვეფარე, რომ უკურეაქცია არ გამომეწვია და დავიწყე მასთან საუბარი.

მამაკაცი, რომელიც მე-15 სართულიდან გადახტომით იმუქრებოდა, გადმოიწია, შენიშნა ჩემი ფორმა. დამიძახა, რომ არ მივახლოებოდი. ამ დროს სამოქალაქო ფორმაში გადაცმული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ჩაერთო პროცესებში. პარალელურად, მოხდა ჩვენი თანამშრომლების მიერ პოზიციების დაკავება მე-16 სართულზე, მიიღეს უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა და ველოდებოდით მათ ნიშანს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, საუბრის დროს შეძლო მასთან მიახლოება. მივიღეთ ნიშანი, ზედა სართულიდან თოკით დაეშვნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. პარალელურად, ჩვენ მოვახერხეთ მისი დაჭერა-შეკავება და მოხდა მისი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ეს იყო ერთობლივი მუშაობის, უსწრაფესი რეაგირების შედეგი. ის, ფაქტობრივად, არავის აღარ უსმენდა. რომ არა ყველაზე მცირე დეტალების გათვალისწინებაც კი, ადვილად შესაძლებელი იყო, ეს შემთხვევა ფატალურად დასრულებულიყო. ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა და არ გვაქვს, როდესაც საქმე ეხება სუიციდის მცდელობას. სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს გაცნობიერებული გვაქვს ეს გარემოება და ვმოქმედებთ კონკრეტული შემთხვევის დროს ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გეგმის მიხედვით - უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ჩვენ გავლილი გვაქვს ყველა საჭირო მომზადება, ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც. მზად ვართ ყველაფრისთვის, მათ შორის, საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვისი გადარჩენისთვისაც კი. ეს არ ეხება მხოლოდ სუიციდის მცდელობის შემთხვევებს. მაგალითისთვის, ზუსტად 2 წლის წინათ, 13 ივნისს, თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს, ჩვენ დავკარგეთ ნამდვილად ღირსეული მაშველი, ზურა მუზაშვილი. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად 10-მდე ადამიანი გადაარჩინა, შემდეგ კი, სამწუხაროდ, ისიც დაიღუპა სტიქიასთან ბრძოლის დროს", - აღნიშნა ლევან ჯამერაშვილმა.

qartuliazri.reportiori.ge

უკან დაბრუნება