Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
> ინფორმაცია > ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა


30-10-2020, 20:59. ავტორი: Amuri


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ჩხოროწყუს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.
ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.

წყარო:facebook.com/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

უკან დაბრუნება