რედაქტორის გვერდი
12-12-2020, 19:28. ავტორი: Amuri

ვხვდები რა დიდი პატივია ვწერო და მკითხველამდე მოვიტანო მართალი სიტყვა იმ ადამიანებზე რომლებიც დღე და ღამე არიან ქვეყნისა და ხალხის სადარაჯოზე. ვწერო დარგის წარსულზე და დღევანდელობაზე. დღეს მართლა მაქვს თქვენთვის ფრიად სასიამოვნო მოსასმენი სიახლე. სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა „დელტა“-მ ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერმა“ დაიწყო ერთობლივი პროექტის განხორციელება. დაიწყება სერიული გამოშვება მულტიფუნქციური სახანძრო - სამაშველო მანქნისა. მანქანა ტესტირებას გაივლის ავსტრიაში ხოლო შემდეგ დაიწყება „დელტა“-ს ბაზაზე სერიული გამოშვება და მომავალ წელს უკვე საქართველოს ქალაქებში გამოჩნდება ახალი მანქანები რომლებიც თანდათან გამოდევნის ძველ მანქნებს. ეს რაც შეეხება სიახლეს დარგში.
ნომერში აგრეთვე შეხვდებით დარგის დამსახურებული ადამიანებისადმი პატივისცემის გამოვლინებას, სტატიებს, გახსენებებს და რაც მთავარია მტვერდაყრილი ფოლიანტების, დარგის ისტორიის გახსენებას.
ჟურნალის ფურცლებზე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ცეცხლთან ბრძოლისა და მისი პრევენციის გაკვეთილებს.
მთავარი ადგილი დათმობილია დარგის „ოქროს ბიჭები“-ს ცხოვრებასა და ღირებულებებს.
ჟურნალში გაეცნობით სახანძრო ტექნიკასაც.
აგრეთვე ისტორიული ამბების აკიდოცაა მოწყობილი. მოგონებები წარსულიდან ამ ნომერში ასევე ადგილი აქვს დათმობილი მეზობელი რაიონის სახანძრო ცხოვრებას, მის განვითარებას და დღევანდელობას.
ჟურნალში მოთხრობილია სახანძრო შემთხვევებზე საქართველოს წარსულიდან და არა მარტო სახანძრო არამედ საერთოდ ადამიანის თავგანწირვიდან.
არის აგრეთვე არის შემეცნებითი - გასართობი გვერდებიც.
იმედია მკითხველო სასიამოვნო წუთები გელოდებათ ვისაც გიყვართ კითხვა.
ჟურნალი "ბორბონჩია" №4 2018 წელი
უკან დაბრუნება