Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 პირველი ქართული სახანძრო - სამაშველო მანქანა
> ჟურნალი ბორბონჩია > პირველი ქართული სახანძრო - სამაშველო მანქანა

პირველი ქართული სახანძრო - სამაშველო მანქანა


12-12-2020, 19:45. ავტორი: Amuri
მამუკა ჟვანია


პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა უკვე მიმდინარეობს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-სა და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტი მულტიფუნქციური მანქანის შექმნას ითვალისწინებს.
საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

პირველი ქართული სახანძრო - სამაშველო მანქანა


„ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ, „დელტა“-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. „როზენბაუერი“-ს მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში, გამოჩნდება ეს სახანძრო - სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი“. - განაცხადა შალვა ხუციშვილმა
სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის თქმით, საქართველოში აწყობილი პირველი სახანძრო - სამაშველო მანქანა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

პირველი ქართული სახანძრო - სამაშველო მანქანა


„ფაქტობრივად, ჩვენ მივიღებთ უნიკალურ მანქანას, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული საქართველოს მოთხოვნილებებზე და ამავდროულად შეძლებს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას. „დელტა“ ამ გამოცდილებით შეძლებს მომავალში პოზიციონირებას, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი მანქანების მწარმოებელი კომპანია.
ასევე, ჩვენ მოვახდენთ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების ლოკალიზებას საქართველოში, როგორიცაა სახანძრო - სამაშველო მანქანების შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფა“.- განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „დელტა“-სა და „როზენბაუერს“ შორის შეთანხმება 2018 წლის აპრილში ავსტრიის დედაქალაქში შედგა.

პირველი ქართული სახანძრო - სამაშველო მანქანა


საქართველოში წარმოებული სახანძრო - სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო - სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებას გეგმავს.


ნოემბერი 2018 წელი


უკან დაბრუნება