Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 "ჯოჯოხეთის კარიბჭე" - მისტიური ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება!
> ეს საინტერესოა > "ჯოჯოხეთის კარიბჭე" - მისტიური ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება!

"ჯოჯოხეთის კარიბჭე" - მისტიური ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება!


23-03-2021, 17:26. ავტორი: Amuri
თურქმენეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია ბევრი ტურისტული ადგილი და ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმისთვის არც ისე მიმზიდველია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მდიდარია ნავთობით, უმეტესი ნაწილი მაინც ყარაყუმის უდაბნოს უკავია. თუმცა დედამიწაზე არ არსებობს, ისეთი ქვეყანა, რომელსაც საინტერესო არაფერი გააჩნდეს თურქმენეთში დიდი პოპულარულობით სარგებლობს ე.წ. "ჯოჯოხეთის კარიბჭე". ამ ადგილას ცეცხლი 50 წელზე მეტია რაც საერთოდ არ ქრება.
ჯოჯოხეთის კარიბჭე ან დერვეზის ორმო არის ბუნებრივი გაზის ჭა თურქმენეთის აჰალის პროვინციაში, დერვეზის რაიონში. მდებარეობს ყარაყუმის უდაბნოს შუა ნაწილში, ქალაქ დერვეზთან, რომელიც აშგაბადიდან 290 კმ-შია.
"ჯოჯოხეთის კარიბჭე" - მისტიური ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება!

რა მოხდა სინამდვილეში?
1971 წელს საბჭოთა ადმინისტრაციამ დანიშნა გეოლოგები, რათა ზუსტი ინფორმაცია მიეღოთ ცენტრალურ აზიაში ნავთობის არსებობის შესახებ და დაიწყო კვლევა რეგიონში. ნაგუსლისხმევ ადგილას გაბურღვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ პროცესში ისინი ნავთობს უფრო ეძებდნენ, თუმცა აქ ტოქსიკური გაზი აღმოჩნდა... ამის შემდეგ გუნდმა გადაწყვიტა ამ გაზის დაწვა, რადგან იფიქრეს, რომ აირი მალევე გამოილეოდა, მაგრამ როგორც ხედავთ ისინი შეცდნენ და ამ შემთხვევითი შეცდომის საშუალებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი აჩუქეს. 50 წელი გავიდა და "ჯოჯოხეთის კარიბჭე" კვლავ იწვის!
"ჯოჯოხეთის კარიბჭე" - მისტიური ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება!

მოგახსენებთ, რომ თურქმენეთში მსოფლიოს გაზის მარაგის 6%-ია, ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ ფაქტს, რომ გაზის დიდი მარაგის გამო ცეცხლი არ ქრება. 2010 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა გურბანგულუ ბერდიმუჰამედოვმა კრატერის დახურვის ბრძანება გასცა, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.
"ჯოჯოხეთის კარიბჭე" - მისტიური ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება!
ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ კრატერშია შესული არის ჯორჯ კურონისი (National Geographic -ის მკვლევარი). 2013 წელს კურონისმა დამაჯერებლად მოახერხა კრატერში შესვლა და მისი აღწერა. მისი თქმით, მიუხედავად მოგიზგიზე ცეცხლისა, კვამლი საერთოდ არ არის საშიში.

allnews.ge

უკან დაბრუნება