Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 თეკლათის დედათა მონასტერი
> ძველი პრესის ფურცლებზე > თეკლათის დედათა მონასტერი

თეკლათის დედათა მონასტერი


19-07-2022, 19:11. ავტორი: Amuri პარასკევს 1 თებერვალს დილის ათ საათზე,როცა იღუმენია მთელი კრებით წირვაში იმყოფებოდა,ამ დროს გაუჩნდა ცეცხლი ერთ ავადმყოფ მონაზონის საკანს.
ცეცხლი მალე გაძლიერდა,ხელს უწყობდა ქარი,და ისიც უახლოვდებოდა მონასტრის დიდს ეკლესიას,მაგრამ იშვიათმა შემთხვევამ, და იღუმენია ნინოს მხნეობამ და თავგანწირულობამ იხსნა მონასტერი,ცეცხლი მეორე მხარეზე გადავიდა.
თვითონ იღუმენიას რამდენიმე ადგილას აქვს ამომწვარი კაბა,ერთ მონაზონს თვალი წაუხდა,სხვა მშვიდობით გადარჩნენ.მალე მაზრის უფროსი ბოქაულებით მივიდნენ,და შესაფერისი განკარგულება მოახდინეს.
ზარალი შვიდი ათას მანეთს აღემატება.
დაიწვა ცხრა საკანი,და მთელი საკრებულოს სამზარეულო.20 ზე მეტი მონაზონი უბინაოთ,და სრულიად უსახსროდ დარჩა.დიდი დახმარება გაუწიეს მონასტერს ალექსი ბერმა. და სენაკის ვაჭრებმა.
,, გრიშა"
გაზეთი ,,იმერეთი" 1913 წ. N 34.

უკან დაბრუნება