Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ჩინებული მეხანძრე (ხვიჩა წულაია)
> ლევ ფოთელ მეხანძრეთა მოღვაწეობა > ჩინებული მეხანძრე (ხვიჩა წულაია)

ჩინებული მეხანძრე (ხვიჩა წულაია)


11-03-2015, 08:13. ავტორი: Amuri
ლევთერ ჭოჭუა


ჩინებული მეხანძრე (ხვიჩა წულაია) თუნდაც, რომ ყარაულის პირადი შემადგენლობა ერთიანად ბრძოლისუნარიანი - პროფესიონალი მეხანძრეებით იყოს დაკომპლექტებული, მათ შორის განსხვავება მაინც იქნება. საუბარი ეხება ხვიჩა წულაიას. ფოთის სახანძრო სამსახურში როცა იგი რიგით მეხანძრედ ჩაირიცხა, მაშინ ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა იმ ხიფათით აღსავსე წუთებს, რომელიც მუდამ თან სდევს მეხანძრის ცხოვრებას. ხანძრების ქრობაშიც მიუღია მონაწილეობა. ეჭვს გარეშეა, ხვიჩას არ შეშინებოდა გამძვინვარებული სტიქიისა, მაგრამ ამას არასდროს არ იმჩნევდა, გამოცდილი და მამაც მეხანძრეებს ბაძავდა, მათ გვერდით იდგა, ისინიც აიმედებდნენ, ამხნევებდნენ და ხვიჩა წულაიაც ნელ-ნელა იწრთობოდა, ოსტატდებოდა და როგორც იტყვიან თითით საჩვენებელი მეხანძრე გახდა. მეხანძრე სპეციალისტები ბევრია მის გვერდით, მაგრამ ხვიჩა სულ სხვაა, - თავმდაბალი, ზემდგომ უფროსების მითითებათა უყოყმანოდ შემსრულებელი, ამასთან ჩუმი, ყოველგვარი ხმაურის გარშე ასრულებს თავის მოვალეობას.
როცა განყოფილების უფროსმა ამური მაისაიამ გადაწყვიტა, ხვიჩა წულაია, როგორც ჩამოყალიბებული პიროვნება წარმოგვეჩინა. სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ გოჩა მურღულიამ, ერთხმად დაადასტურეს ხვიჩას სამაგალითო თვისებები.
ხვიჩა მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს მთელ პირად შემადგენლობას შორის, მისი გამოჩენა სამსახურში ყველას უხარია. უხარიათ და ეამაყებათ, რომ მათ გვერდით არის საიმედო, თავდადებული და უღალატო ადამიანი.
მართლაცდა ჩინებული მეხანძრეა ხვიჩა წულაია რომელსაც ძლიერ უყვარს თავისი პროფესია და თავისი კოლექტივი - თავისი გარემოცვა. ამიტომაც დააწინაურეს იგი ჯერ ათეულის მეთაურად, ხოლო სულ ახლახან კი, ოცეულის მეთაურის მოადგილედ დანიშნეს. პასუხისმგებლობა მოემატა, მაგრამ როცა მას აწინაურებდნენ, იმასაც ითვალისწინებდნენ, რომ ხვიჩა წულაია უთუოდ გაამართლებს ამ ნდობას.
ჩვენ კი წარმატებები ვუსურვოთ მას, მეხანძრის ხიფათითა და მღელვარე დღებით აღსავსე ცხოვრების გზაზე.
უკან დაბრუნება