19:17 2015-04-17
საფრანგეთში, ლა კურნიოვის კომუნაში მასშტაბური ხანძარია. ცეცხლი ტექსტილის საწყობს გაუჩნდა. მობილიზებულია ათეულობით სახანძრო მანქანა და მეხანძრე. ხანძრის გამო საწყობის მიმდებარე საგზაო მაგისტრალზე საცობი წარმოიშვა.
საწყობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა, ამ დროისთვის გავრცელებულილ ინფორმაციით ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ შავი კვამლის ხილვა პარიზიდანაც არის შესაძლებელი.
წყარო: http://www.newposts.ge
კომენტარები -97