ცეცხლმქრობი ემულსიები წარმოადგენენ ჰალოიდირებული ნახშირბადების წყალთან შეერთებულ ხსნარებს. ძირითადად გამოიყენება წყალბრომეთილოვანი ემულსია, რომელიც შედგება წონის მიხედვით წყლის 90 -ისა და ბრომის ეთილის 10 %-ისაგან. ამ ემულსიის მისაღებად შექმნილია სპეციალური დანადგარი საჰაეროდრომო სამსახურის სახანძრო ავტომობილზე.
წვის რეაქციის ქიმიური დამუხრუჭებისა და წვის ზონაში წყლის წვრილ ნაწილაკებად სწრაფად გაფრქვევის შედეგად ემულსიისათვის დამახასიათებელია მაღალი ცეცხლმქრობი თვისებები.
ემულსიის გამოყენებისას დრო 7-10-ჯერ მცირდება გაფრქვეული წყლის გამოყენებასთან შედარებით.
წყარო: "სახანძრო ტაქტიკა" 1988 წ. I-II ნაწილი
კომენტარები -0