დღეს, 2016 წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას ხანძარი გაუჩნდა წალენჯიხის ცენტრში მდებარე 3 სართულიან ადმინისტრაციულ შენობას. შენობის სახურავი და მე-3 სართული მთლიანად განადგურებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა სახანძრო და სამაშველო რაზმი ჩართულია ხანძრის ლოკალიზებაში, რომელთა ძალისხმევით მოხერხდა პრველ და მეორე სართულებზე ხანძრის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილება. ამ წუთებში მიმდინარეობს შენობის მე-3 სართულის სრული ლოკალიზაცია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და ყველა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები.
კომენტარები -0