ზუგდიდში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
8 იანვარი 2017 წელი. ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიას საცხოვრებელი სახლის დიდი ნაწილი დაიწვა. მთლიანად განადგურდა ოჯახის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც ეზოში იდგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები -1