სასურველია თავი შეაფაროთ სარდაფს. თუ სახლში არ გაქვთ სარდაფი შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა ოთახი სახლის შუაგულში, რომელსაც არ აქვს გარეთ გამავალი კარი ან ფანჯარა. მაგალითად გარდერობი ან აბაზანა.
მოერიდეთ დიდ ოთახებსა და დარბაზებს, ფანჯრებს და კარებს, ეცადეთ დაწვეთ იატაკზე და დაიფაროთ კეფაზე ხელები.
თუ იმყოფებით მანქანაში გააჩერეთ მანქანა, თუმცა უნდა შეარჩიოთ ისეთი ადგილი რომელიც მოშორებული იქნება შენობას და ხეებს. შეიძლება ქარიშხალმა მოგლიჯოს ხე, ახადოს სახლს სახურავი და თქვენს მანქნანს დაეცეს.
კომენტარები -0