13/08/2017 წელი. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის მიმდებარედ, საყდრისის ტერიტორიის მახლობლად ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი 6 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. დაიწვა ხმელი ბალახი და ბუჩქნარი. ცეცხლი არ გავრცელებულა მიმდებარედ არსებულ ტყის მასივზე და კოტეჯებზე.
ხანძრის ლიკვიდაციას მეხანძე-მაშველების ოთხი ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა. საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორში ცეცხლი დაახლოებით 12:00 საათზე გაჩნდა.
წყარო:
interpressnews.ge
კომენტარები -0