1930-იანების მანძილზე ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, რომელსაც აშშ სამხედრო ძალები იყენებდნენ, მზადდებოდა Quartermaster Corps Motor Transport Shop-ის (აშშ სამხერდრო ძალების კვარტირმეისტერთა კორპუსის სატრანსპორტო საშუალებათა სახელოსნო) მიერ ბალტიმორში, მერილენდის შტატში. დიდი რაოდენობით ავტოტუმბო და აეროდრომის სახანძრო ავტომობილები აშშ-ში უცხოეთიდანაც შემოდიოდა. კვარტირმეისტერთა კორპუსი პასუხისმგებელი იყო ხანძარსაწინააღმდეგო თავდაცვაზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან.
სამხედრო სააეროდრომო სახანძრო ავტომობილი Class 100, აშშ, 1939 წელი
1939 წელს, ჯერ კიდევ ომამდე, QMC-მა დაიწყო არმიის ხანძარსაწინააღმდეგო საჭიროებების დაგეგმარება. აშენდა ახალი ბანაკები და საამქროები, გადახალისდა უკვე არსებული საწარმოო ხაზები და გაფართოვდა ისინი. სახანძრო ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა და არმიამ მარაგების გამოყენება დაიწყო.
ომამდე QMC-მა შემუშავა სახანძრო ავტომობილების კლასიფიკაციის სისტემა, რომელშიც ოთხი დიდი კლასი გამოიყო:
- კლასი100 Aircraft Crush Fire Trucks – თვითმფრინავების ჩამქრობი ავტომობილები, აეროდრომის სახანძრო ავტომობილები.
კლასი 300 Brush Fire Trucks – სახანძრო ავტომობილები სოფლად და ტყეებში ხანძრების ჩასაქრობად.
სამხედრო სახანძრო ავტომობილი Class 135, აშშ
- კლასი 500 Structure Fire Pumpers – სახანძრო ავტომობილები ქალაქებში შენობებისა და საწარმოების ჩასაქრობად.
- კლასი 750 Fire Pumpers – სახანძრო ავტოდგუშები (ავტოცისტერნები) დიდი სიმძლავრის.
1941 წლის ნოემბერში პასუხისმგებლობა სამხედრო-სახანძრო თავდაცვაზე გადაეცა საინჟინრო ჯარებს (Army Corps of Engineers). COE ინარჩუნებს ზემოთაღნიშნულ კლასიფიკაციას, გარკვეულად აფართოვებს მას, რამდენადაც ქმნის ახალი ტიპის სახანძრო ავტომობილებს. ასობით კონტრაქტი გაფორმდა სახანძრო ავტომობილების აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების წარმოებაზეც.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, სახანძრო ტექნიკის კლასიფიკაცია ასე გამოიყურებოდა:
ოთხი ფაქტორია, რომლებიც ზუსტად კლასიფიცირებენ ტუმბოების თავისებურებებს, ცისტერნების მოცულობას, კატუშკების ხარისხს და ავტომობილის სპეციფიკაციას. შეიქმნა სხვადასხვა სახანძრო მანქანა, განსხვავებული დანიშნულებებისთვის. სამხედრო ტექნიკის მარკირება კერ კიდევ ომამდე შემუშავდა QMC-ის მიერ. პირველი ასო — W (ომი), სამხედრო დანიშნულებას აღნიშნავდა. მომდევნო ორი ციფრი ტრანსპორტის ტიპს აღნიშნავდა:
- 50 - სახანძრო ავტომობილი(fire apparatus);
- 30 - ტანკი;
- 4 - ავტომობილი.
კომენტარები -0