სახანძრო ავტომობილები საბჭოთა კავშირში (1920-1930 წლები)
30-01-2018, 19:08. ავტორი: Amuri
საბჭოთა ხელისუფლების პირველივე წლებში მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია 50 ათასი მანეთი ოქროთი მიემართა საზღვარგარეთ ყველაზე თანამედროვე სახანძრო აღჭურვილობის და უპირველეს ყოვლისა, ავტოტუმბოების შესაძენად. ისინი შევიდა მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის სახანძრო ბრიგადებში. ავტომობილები მრავალმხრივ გახდნენ მაგალითი საბჭოთა კონტრუქტორებისთვის, რომელთაც საკუთარი გამოცდილება ჯერჯერობით მცირე ჰქონდათ. დიდი ხნის მანძილზე უცხოური სახანძრო მანქანები საბჭოთა ქვედანაყოფების აღჭურვილობაში იმყოფებოდა, ვეტერანი მეხანძრეები მათ პატივისცემით იხსენებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ მოგითხროთ საბჭოთა კავშრის სახანძრო ავტომობილებზე, რომლებიც საზღვარგარეთ შეიქმნა გასული საუკუნის 20-30-იან წლებში.
ამ პერიოდში ხდებოდა უნივერსალური დანიშნულების სახანძრო ავტომობილის უფრო მეტად ოპტიმალური ვარიანტის ფორმირება, იბადებოდა და სრულქმნილი ხდებოდა მათი სპეციალიზირებული ვარიანტები. არცთუ დიდი საბრძოლო განაკვეთის სწრაფი მიტანისთვის, ფუნქციონირებდა ჩვეულებრივი მსუბუქი მანქანები, რომლებიც სახანძროდ იყო გადაკეთებული. მათ ჰქონდათ გამარტივებული ღია ძარა კარების გარეშე საჯდომების 2-3 რიგით 5-7 ადამიანზე. საჯდომების ქვეშ მდებარე ყუთში განლაგებული იყო აუცილებელი ინსტრუმენტები, ქონდათ კატუშკა სახელოებით და პატარა კიბე. ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი მანქანები მუშაობდნენ მისაბმელებით, რომელზეც დებდნენ მოტოტუმბოს ან ცენტრალურ ტუმბოს საკუთარი ძალოვანი აგრეგატით. ესენი იყო თავისებური სახანძრო მანქანები პირველადი დახმარების. ისინი გამოიყენებოდა მცირე ხანძრების ჩასაქრობად, საგზაო ავარიების შედეგების ლიკვიდირებისთვის და ხანძარქრობის შტაბის სწრაფი მიყვანისთვის. მათ უშვებდა ბევრი საავტომობილო ფირმა ადგილობრივი სახანძრო ბრიგადების შეკვეთით. მაგალითად შეიძლება გამოდგეს სწრაფმავალი გერმანული მანქანები „აუდი“ და „შტევერი“ 1928-1931 წლების სახის. 8 ცილინდრიანი მამოძრავებლით სიმძლავრით 51.5 ... 73.6 კვტ (70...100 ცხ.ძ), ავითარებდნენ სიჩქარეს 100 კმ/სთ-მდე.
სწრაფი მიყვანისთვის გამოიყენებოდა როგორც ტუმბო, ისე საბორტო სატვირთოები გასაშლელი სკამებით, ასევე სპეციალიზირებული მანქანები. ესენი იყო თავისებური სახანძრო ავტობუსები. მეხანძრეების სწრაფი გადმოსვლის უზრუნველსაყოფად ჩვეულებრივ ავტობუსებს უშვებდნენ გვერდითი კარებების გარეშე საჯდომების რამდენიმე რიგით. ასეთი მანქანა ტ-43 1931 წელს ააგო ჩეხოსლოვაკურმა ფირმა „ტატრამ“. სახანძრო ავტობუსს 4 ცილინდრიანი მამოძრავებლით საჰაერო გაგრილებით სიმძლავრით 17.5 კვტ (24 ცხ.ძალა) შეეძლო გადაეყვანა 16 ადამიანი. სიჩქარით 60 კმ/სთ. 1926 წელს გერმანულმა ფირმა „დიკსიმ“ სტანდარტული სატვირთოს ბაზაზე შექმნა ღია სახანძრო 15-ადგილიანი ავტობუსი. მანქანას ერთდროულად გადაქონდა წვრილმანი ინსტრუმენტები, რომელიც ინახებოდა საჯდომების ქვეშ, კიბე და მისაბმელით მიყავდა მოტოტუმბო. სახანძრო ავტობუსებს 20-30 ადამიანზე უშვებდა 30-იან წლებში გერმანული ფირმა „მაგირუსიც“. ისინი მუშავდებოდა საქალაქო მრავალადგილიანი ავტობუსების ბაზაზე, აღიჭურვებოდა გამარტივებული ძარები წყვილი გვერდითი კარით თითოეულ დასაჯდომის რიგზე.
სოფლის სახანძრო დაცვისთვის გამოდიოდა გამარტივებული მანქანები მოსახსნელი ტუმბოთი ან პატარა ტუმბოთი წყლის მიწოდებით 1500 ლიტრი/წუთში. ასეთი ტექნიკა იქმნებოდა მსუბუქი ავტომობილების ან მსუბუქი სატვირთოების შასეზე. მაგალითად, აშშ-ში მათ აგებდნენ ცნობილი მსუბუქი ავტომობილის „ფორდ-ტ“ ბაზაზე. 1926 წელს ფირმა „მერიკენ ლა-ფრანს“ ააგო სპეციალური სახანძრო ავტომობილი სოფლისთვის ხმაურიანი სახელწოდებით „სოფლის დედოფალი“. სინამდვილეში ეს იყო მსუბუქი ოთხთვალა, ავტომობილის მსგავსი მოკლე თვითმავალი, აღჭურვილი რაც მართალია, ცეცხლის ქრობისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით: ტუმბოთი, ცისტერნით, კიბეებით და ა.შ.

ასეთი ავტომობილები გარდამავალ მოდელს წარმოადგენდნენ სრულად დახურულ კუზაოებიან სახანძრო მანქანებზე. მათზე დგებოდა ტუმბოები მიწოდებით 500 ... 3000 ლიტრი/წუთში, რომელსაც ჩვეულებრივ ათავსებდნენ შასის უკანა ნაწილში. მიუხედავად გამოყენების მოსახერხებლობისა, აქ გამოიყენებოდა რთული სისტემა კარდანების მიყვანის, ამიტომ, რიგმა ფირმებმა გადაწყვიტეს სიგრძე შეემოკლებინათ და ტუმბო განელაგებინათ შუა ნაწილში შასის უშუალოდ მძღოლის კაბინასთან.

სახანძრო ავტომობილების უმრავლესობაზე იმ წლებში ყენდებოდა საკმაოდ სრულყოფილი ცენტრალური დგუშები, მაგრამ იყო გამონაკლისებიც. სახანძრო ტექნიკის საავტომობილო სვლით გადაყვანამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საჭავლე დგუშები უსაქმოდ დარჩა. რათა მათი სიცოცხლე გაეგრძელებინათ, დგუშებს ამაგრებდნენ სატვირთოების შასეზე და წარმატებით იყენებდნენ ხანძრის ქრობისას. მეორე არქაიზმად იმ დროში მიიჩნეოდა მასიური და რთული პორშინის დგუშები. მიუხედავად ამისა, ამერიკული ფირმა „არენს-ფოქს“ აგრძელედებდა არამხოლოდ გამოყენებას ასეთი აგრეაგტების გამოყენებას 50-იან წლებამდე, არამედ ბედავდა მათ დაყენებას ავტომობილის რადიატორის წინ. „არსენ-ფოქსის“ 20-30-იანი წლების სახის ავტომობილებს ქონდათ ასეთი სპეციფიკური გარეგნული სახე, რომ მათ ვერ აურევდი მსოფლიოს ვერც ერთ სახანძრო მანქანაში: წინიდან ტუმბოს ზემოთ განთავსებული იყო ნიკელირებული ბურთულა, მის შემდეგ იდგა მძლავრი 6 ცილინდრიანი მოტორი, მძღოლი განლაგებული იყო სადღაც ავტომობილის ცენტრში , ხოლო საბრძოლო შემადგენლობა განლაგებული იყო უკან ორ განივ სკამზე. სხვათა შორის, ასეთი ტუმბოები ცვლიდნენ ერთდროულად 2-3 საშუალო სახანძრო ავტომობილს, აწოდებდნენ რა 4500 ლიტრი/წუთში წყალს.
სახანძრო მანქანების სრულყოფის პერიოდში არა მხოლოდ ტუმბოს აყენებდნენ მთელი შასის სიგრძეზე. ყველაზე მოსახერხებელი ადგილის ძებნაში გადაადგილებდნენ ხელის კატუშკებსაც, კიბეებსაც.

ახლა რამდენიმე სიტყვა კიბის ჩამოკიდებაზე. უკვე ყველაზე პირველ სახანძრო ავტომობილებში მან იპოვა თავისი, ყველაზე მოსახერხებელი ადგილი - ზემოთ სახურავზე. დახურულ კუზაოებზე კიბეებს სახურავებზე ათავსებდნენ. მაგრამ ამერიკაში, სადაც სახანძრო ტექნიკა ევროპული გზისგან განსხვავებით ვითარებოდა, კიბეებს დიდი ხნის მანძილზე ავტომობილების გვერდზე შასის გასწვრივ ამაგრებდნენ. სხვათა შორის, ეს უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, ვიდრე გრძელი და მძიმე კიბეების ორი მეტრის სიმაღლიდან ჩამოღება.



ამგვარად, 30-იანი წლების ბოლოსთვის, ჩამოყალიბდა ყველა ძირითადი ტიპი სახანძრო ავტომობილისა, რომლებიც დღევანდელ დროში მეხანძრეების შეიარაღებაში შედის.
წყარო:fireman.club
უკან დაბრუნება