Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 როგორ უნდა მოვიქცეთ წყალდიდობის დროს
> უბედურების დროს > როგორ უნდა მოვიქცეთ წყალდიდობის დროს

როგორ უნდა მოვიქცეთ წყალდიდობის დროს


25-12-2014, 00:13. ავტორი: Amuri შეეცადეთ დატოვოთ ის ადგილი, რომლის დატბორვის მეტი ალბათობაა, ძირითადად ესაა დაბლობები, სახლის სარდაფი და პირველი სართული.
პირველი სართულის ფანჯრები და კარები ამოჭედეთ გარედან ფიცრებით;
ეცადეთ მოძებნოთ შემაღლებული ადგილი მოთავსდეთ სახლის სხვენზე ან უკიდურეს შეთხვევაში სახურავზე.
ნუ შეაფარებთ თავს შენობას რომელიც შესაძლოა გარშემო დაიფაროს წყლით, ის შესაძლოა ჩამოიშალოს. მაქსიმალურად ერიდეთ მავთულებსა და ელექტრო კაბელებს.
ნუ ეცდებით გადაადგილებას სტიქიის აქტიური ფაზის მიმდინარეობისას.
უფრთხილდით გველებსა და სხვა მცირე ზომის ქვეწარმავლებს, რომლებიც ასევე არიან შეშინებული სტიქიით და ცდილობ შემოიჭრან შენობებში.
ძვირფასი ნივთები გადაიტანეთ სახლის ზედა სართულზე.
სასურველია თუ თან გექნებათ სანათი ელექტონერეგიის გათიშვის შემთხვევაში ხელთან ახლოს გქონდეთ წითელი ან თეთრი ფერის ქსოვილიც, მაშველებისთვის სანიშნად რომ გამოიყენოთ.
თუ წყალდიდობის გამო ევაკუაციაა გამოცხაებული თან უნდა წაიღოთ თქვენი პასპორტი, რამდენიმე დღის სამყოფი საკვები, პირველადი მოხმარების მედიკამენტები და თბილი ტანსაცმელი. ევაკუაციისას თქვენ უფლება გაქვთ თან იყოლიოთ თქვენი შინაური ცხოველი.
უკან დაბრუნება