Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ხანძარსაშიში ფაქტორები
> მეხანძრის ცნობარი > ხანძარსაშიში ფაქტორები

ხანძარსაშიში ფაქტორები


28-12-2017, 05:49. ავტორი: Amuri ვიდრე, უშუალოდ ხანძარსაშიშ ფაქტორებს განვიხილავდეთ, უნდა გვესმოდეს რა შედეგები მოჰყვება ხანძრებს.
შედეგები პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორ ჯგუფად: პირველადი და მეორადი.

პირველადი:
- ადამიანების ტრავმირება ან დაღუპვა;
- შინაური და გარეული ცხოველების დაღუპვა და მცენარების განადგურება;
- მატერიალური ქონების განადგურება;
- ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების მწობრიდან გამოსვლა;
- საცხოვრებელი სახლების და ტყის მასივების განადგურება;

მეორადი
- აფეთქებები;
- მომწამვლელი და დაბინძურებული ნივთიერებების გაჟონვა;

ხანძარსაშიში ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე:
- ღია ცეცხლის ალი და ნაპერწკალი;
- გარემოს და საგნების მომატებული ტემპერატურა;
- წვის პროდუქტების ტოქსიკურობა;
- ჟანგბადის დაბალი კონცენტრაცია;
- სამშენებლო კონსტრუქციების, დანადგარების და აგრეგატების ნაწილების ცვენა;
- დაკვამლიანების გამო მხედველობის დაქვეითება;
- აფეთქება (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საწვავის აორთქლებით, ტელევიზორის ეკრანის ან მონიტორების და ბალონის გასკდომით და სხვა);

ხანძრის დროს ხშირია ელექტროდენით და მავნე ქიმიური ნივთიერებებით კანის და სხეულის ნაწილების დაზიანების შემთხვევები.
პირველადი ქრობის საშუალებით, კერძოდ ნახშირმჟავიანი ცეცხლმაქრით ქრობის დროს მის დეტალებზე ტემპერატურა -700C-მდე ეცემა და სხეულთან მისი შეხება საშიშროებას წარმოადგენს.
უკან დაბრუნება