ხანძარსაშიში ფაქტორები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძარსაშიში ფაქტორები

ვიდრე, უშუალოდ ხანძარსაშიშ ფაქტორებს განვიხილავდეთ, უნდა გვესმოდეს რა შედეგები მოჰყვება ხანძრებს.
შედეგები პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორ ჯგუფად: პირველადი და მეორადი.

პირველადი:
- ადამიანების ტრავმირება ან დაღუპვა;
- შინაური და გარეული ცხოველების დაღუპვა და მცენარების განადგურება;
- მატერიალური ქონების განადგურება;
- ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების მწობრიდან გამოსვლა;
- საცხოვრებელი სახლების და ტყის მასივების განადგურება;

მეორადი
- აფეთქებები;
- მომწამვლელი და დაბინძურებული ნივთიერებების გაჟონვა;

ხანძარსაშიში ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე:
- ღია ცეცხლის ალი და ნაპერწკალი;
- გარემოს და საგნების მომატებული ტემპერატურა;
- წვის პროდუქტების ტოქსიკურობა;
- ჟანგბადის დაბალი კონცენტრაცია;
- სამშენებლო კონსტრუქციების, დანადგარების და აგრეგატების ნაწილების ცვენა;
- დაკვამლიანების გამო მხედველობის დაქვეითება;
- აფეთქება (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საწვავის აორთქლებით, ტელევიზორის ეკრანის ან მონიტორების და ბალონის გასკდომით და სხვა);

ხანძრის დროს ხშირია ელექტროდენით და მავნე ქიმიური ნივთიერებებით კანის და სხეულის ნაწილების დაზიანების შემთხვევები.
პირველადი ქრობის საშუალებით, კერძოდ ნახშირმჟავიანი ცეცხლმაქრით ქრობის დროს მის დეტალებზე ტემპერატურა -700C-მდე ეცემა და სხეულთან მისი შეხება საშიშროებას წარმოადგენს.
820
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.