განმარტება და ტერმინები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

განმარტება და ტერმინები

ხანძარი საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის ერთერთი გავრცელებული წყაროა. ადამიანმა ცეცხლის მოპოვებით და „მოთვინიერებით“ შეიძინა არა მარტო სიკეთე, არამედ ბოროტი მტერიც, რომელიც პირველსავე შესაძლებლობაზე გამოაჩენს თავის ძალასა და დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცეცხლი არის საუკეთესო დამხმარე საშუალება ადამიანების ყოფაცხოვრებაში, მაგრამ, როგორც კი აღარ დაექვემდებარება კონტროლს, გაანადგურებს ყველაფერს, რაც ადამიანს შრომით მოუპოვებია წლებისა და საუკუნეების განმავლობაში.
იგი დაუნდობლად სპობს და ნაცარტუტად აქცევს ყველაფერს, რაც გზაზე გადაეღობება:
საცხოვრებელი და სამრეწველო შენობები, ტყის დიდი მასივები, ნათესი ფართობები, რაც ხდება ადამიანების და ცხოველების დიდი რაოდენობით დაღუპვის მიზეზი.

ყოველივე ამის საფუძველზე შეგვიძლია ხანძარს მივცეთ განმარტება და გავეცნოთ იმ ძირითად ტერმინოლოგიას, რაც აუცილებლად დაგვეხმარება მის მართვაში და მასთან საბძოლველად.

ხანძარი - არის არაკონტროლირებადი წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზარალს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს;

წვა - არის ფიზიკურ-ქიმიური პროცესი, რომლის დროსაც ხდება მასალების და წვადი ნივიერებების გარდაქმნა წვის პროდუქტებად, რასაც თავის მხრივ თან ახლავს სითბოს, კვამლის და სინათლის ნაკადის დიდი რაოდენობით გამოყოფა.

წვას ყოფენ სამ ზონად:
1. ხანძრის კერა (აქტიური წვის ზონა). გარე ნიშნებია: ალის არსებობა, გავარვარებული და დანახშირებული საგნები;
2. სითბური ზემოქმედების ზონა, სადაც სითბოცვლის შედეგად ტემპერატურა აღწევს ადამიანის სიცოცხლისათვის სასიშ და საგნების გამანადგურებელ ზღვარს. ტემპერატურა აღწევს 800-12000 C-ს;
3. დაკვამლიანების ზონა

ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება - არის ფიზიკური პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების, სახელმწიფოს და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან დაცვა;

ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი - ეს არის: პირის ქცევის, წარმოების ორგანიზებისა და სათავსების (ტერიტორიის) მოვლა-პატრონობის წესი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის აღკვეთასა და სახანძრო უსაფრთხოებას;
1041
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.