კლასიფიკაცია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

კლასიფიკაცია

ხანძრების კლასიფიცირება რამდენიმე პარამეტრის მიხედვით ხდება (წარმოშობის, ადგილის, გავრცელების, მასშტაბის, ქრობის სირთულის და. შ.).

ჩვენ გამოვარჩევთ რამდენიმე ძირითად მახასიათებელს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ნათლად წარმოვიდგინოთ ხანძრის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პარემეტრები.

ცალკეული ხანძრები - ეს არის კონკრეტულ შენობაში ან სათავსოში, ტყის ან მინდვრის ცალკეულ უბანზე წარმოშობილი ხანძარი, სადაც შესაძლებელია ადამიანების და ტექნიკის გადაადგილება დაცვის საშუალებების გარეშე.

მასიური ხანძრები - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხანძარი მოიცავს განაშენიანების (საცხოვრებელი მასივების, რაიონების, უბნების) ტყის და მინდვრის მასივების 25%-ს. ადამიანების გადაადგილება შეუძლებელია სასუნთქი საშუალებების და თბოამრეკლი საშუალებების გარეშე.

ცეცხლის შტორმი - გავრცელების განსაკუთრებული ფორმა,როდესაც ხანძარი მოიცავს შენობების, ტყეების ან მინდვრების 90%-ს. ამ დროს აუცილებელი ხდება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე ევაკუირება.გვალვების დროს შეუძლია გამოიწვიოს ე.წ. სმოგი, როდესაც წვის პროდუქტები აღარ გაიფანტება ატმოსფეროში და წარმოქნის კვამლის ნისლს.

ხანძრების ქრობისათვის მოსახერხებელია თანამედროვე ნორმებით კლასიფიკაცირება:
კლასი A: ხანძარი, როდესაც იწვის ჩვეულებრივი წვადი მასალები (ქაღალდი, ხე, ტექსტილის ბოჩკო). ასეთ დროს არ არის საჭირო გაგრილება და ცეცხლმქრობი საშუალების წინასწარი ე. წ. შერბილება.

კლასი B: ადვილადაალებადი ნივთიერებების, (როგორიცაა: ბენზინი, გამხსნელები, ზეთები, საღებავი ან საცხი) წვა. ასეთი ტიპის ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენება ცეცხლმაქრები ნახშიროჟანგის ან მშრალი ფხვნილების შემცველობით.

კლასი C: ხანძარი გამოწვეულია ძაბვის ქვეშ მყოფი დანადგარების მწყობრიდან გამოსვლით. ასეთი კლასის ხანძრების ქრობის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა ნახშირის ორჟანგიანი ცეცხლმაქრი.

კლასი D: ხანძარი გამოწვეულია გაცხელებული მეტალების (მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ალუმინი, ტიტანი) წვით. აქ გამოიყენება ცეცხლის ქრობის ისეთი საშუალებები, რომლებიც ადაპტირებულნი არიან მძიმე მეტალებთან. ასეთი საშუალებაა ფხვნილიანი ცეცხლმაქრები.

კლასი K: კომერციული ან საოჯახო საქმიანობით წარმოშობილი ხანძრები. ძირითადად მცენარეული და ცხოველური ზეთების წვა. ეფექტურია დაბალი PH-ის შემცველობის სითხიანი ან ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი.
411
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.