რუსულ ბირთვულ წყალქვეშა ნავზე ხანძარი გაჩნდა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » რუსულ ბირთვულ წყალქვეშა ნავზე ხანძარი გაჩნდა

რუსულ ბირთვულ წყალქვეშა ნავზე ხანძარი გაჩნდა

07.04. 2015 - 19:08

არხანგელსკის დოკში რუსულ ბირთვულ წყალქვეშა ნავზე ხანძარი გაჩნდა. მომხდარს რუსეთის გაერთიანებული გემმშენებელი კომპანიაც ადასტურებს.
სააგენტო ინტერფაქსთან საუბრისას პორტის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად განხორციელდა და შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა, მისივე თქმით რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგანაც ნავიდან რადიოაქტიური საწვავი 2013 წელს ამოიღეს.
პორტ ზვიოზდოჩკაში ბირთვულ წყალქვეშა ნავზე შემთხვევის დროს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სავარაუდოდ ხანძარი შედუღების აპარატის უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფით გამოყენებამ გამოიწვია.
ბირთვული წყალქვეშა ნავი Oscar II-ის კლასის არის. სულ რუსეთის ფლოტმა ამ კლასის 11 წყალქვეშა ნავი მიიღო. 2000 წლის აგვისტოში ერთ-ერთი წყალქვეშა ნავი კურსკი ჩაიძირა, რის შედეგადაც მთელი ეკიპაჟი დაიღუპა.
წყრო:http://www.tabula.ge
932
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.