ლონდონის დიდი ხანძარი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ლონდონის დიდი ხანძარი

ლონდონის დიდი ხანძარი
ისტორიას შემორჩა აგრეთვე ცნობები ლონდონის უდიდესი ხანძრის შესახებ. 2 სექტემბერს ღამით 2 საათზე, ლონდონში გაჩნდა დიდი ხანძარი,რომელიც 4 დღე გრძელდებოდა, ყველაფერი დაიწყო ტომას ფერინორის საცხობით, პუდინგ-ლეინის ქუჩაზე. ცეცხლი საცხობიდან გადავიდა გვერდით მდებარე ხის სახლებზე. იმ დროისთვის ლონდონის სახლების უმრავლესობა დახურული იყო ისლით, ამიტომაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ცეცხლს აქრობდნენ 3 დღე და ღამე. ცეცხლის ჩაქრობას ხელს მშრალი ამინდი და ქარიც უშლიდა. ცეცხლმა გაანადგურა 13 500 სახლი. 87 ეკლესია, წმინდა პავლეს ტაძარი, ადმინისტრაციული შენობების უმრავლესობა. ქალაქის ცენტრი თითქმის მთლიანად დაიწვა, უსახლკაროდ დარჩა 200 000 ადამიანი, რაც იმდროინდელი ლონდონის ნახევარ მოსახლეობას შეადგენდა. ქალაქის აღდგენას ნახევარი საუკუნე მაინც დასჭირდა.
4529
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.