ბორის მაკალათია

 

 
 
         

დაიბადა 1965 წლის 26 თებერვალს ქ.ფოთში.1982 წელს დაამთავრა ფოთის #5 საშუალო სკოლა. 1982(სექტემბერი) -1983(აგვისტო) წლებში მუშაობდა ფოთის პროფესიონალურ სახანძრო რაზმში მეხანძრედ. 1983(აგვისტო) წელს ჩააბარა ხარკოვის სახანძრო ტექნიკურ სასწავლებელში,რომელიც დაამთავრა 1986(ივლისი) წელს, სახანძრო ტექნიკოსის სპეციალობით და მიენიჭა შინაგანი სამსახურის ლეიტენანტის წოდება. განაწილებით მოხვდა ხობის სახანძრო რაზმში ინსპექტორის თანამდებობაზე. 1986წლის ბოლოს გადაყვანილ იქნა ფოთის დამოუკიდებელ გასამხედროებულ სახანძრო რაზმში,  ინსპექტორის თანამდებობაზე სადაც იმუშავა 1994 წლამდე, შემდეგ გადაყვანილ იქნა ამავე სამსახურში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და კურირებდა პროფილაქტიკის განყოფილებას.

1996 წლის ივნისის თვეში, დაინიშნა  ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის ახლად ჩამოყალიბებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმის უფროსად, სადაც იმუშავა 2012 წლის მაისის თვემდე.

პარალელურად დაამთავრა სოხუმის ი.ვეკუას სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2012 წლის მაისის თვეში დაინიშნა კორპორაცია “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” უსაფრთხოების დეპარტამენტში სუპერვაიზერის თანამდებობაზე, სადაც მუშაობს დღემდე და კურირებს ნავსადგურის სახანძრო დაცვის სამსახურს.
  დაჯილდოებული არის სამივე ხარისხის მედლით „უმწიკვლო სამსახურისათვის“, მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ და ვერცხლის სამკერდე ნიშნით „ხანარსაწინააღმდეგო სამსახურის ერთგულებისათვის“. მიღებული აქვს ათამდე საპატიო სიგელი, მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქალაქისა და ნავსადგურის ხელმძღვანელობებისაგან.
არის პოლიციის თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
 

    

 
   

.

    


ტექსტი

 
   

 

 

 

 

 

 

 

 
 
   
 
увеличить
 
     
 

ტექსტი

 
     
 
увеличить
 
     
 
ტექსტი
 
     
 
увеличить
 
     
 
ტექსტი