თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №15/61
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ფოთი


თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              ი. საღინაძე


თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის


დ ე ბ უ ლ ე ბ ა


ზოგადი დებულებანი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას.


სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ამოცანაა დაქვემდებარებულ დანაყოფებში ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა, უზრუნველყოს ხანძრების ჩაქრობა, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში.


>სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ხანძრის ქრობის ცენტრის განყოფილება;
ბ) ხანძრის ქრობის ნაბადის განყოფილება;
ბ) სამაშველო განყოფილება.

 

3.სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.