Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი
> ბროშურა ფოთი > ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი

ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი


8-06-2018, 16:02. ავტორი: Amuri
ავტორ-შემდგენელი ლევთერ ჭოჭუა

ფოთის პროფესიული სახანძრო დაცვის რაზმის საქმიანობა მოიცავს 1924-1981 წლებს, ე.ი. მისი დაარსებიდან დღემდე განვლილ პერიოდს.
ამ ხნის მანძილზე ფოთელ მეხანძრეთა მიერ გავლილი სასახელო გზა ისტორიის საკუთრება გახდა. ისტორიამ შემოგვინახა ის ნათელი ფურცლები, რომლებიც აღსავსეა მეხანძრეთა მუდამ მღელვარე დღეებით. ცეცხლის ფრონტის მამაც მებრძოლებზე მოგვითხრობენ აგრეთვე ვეტერანი მეხანძრეების მოგონებანი და რთულ ხანძრებთან ბრძოლის ეპიზოდები.
მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სახანძრო გამოყენებითი სპორტის აღორძინების საკითხებს, ფოთელთა ამ დიდმნიშვნელოვან წვლილს აღიარებენ არა მარტო ჩვენს რესპუბლიკაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
დღევანდელი თაობა გაეცნობა ადრეული წლების სახანძრო დაცვას და მისი თანდათანობითი ზრდა-განმტკიცების გზებს.
სახანძრო დაცვის ფრიადოსანთა და მედალოსანთა მიერ გავლილი სასახელო გზები კიდევ უფრო აღაფრთოვანებს ახალ თაობას, ჩაუნერგავს მათ სოციალისტური სამშობლოსადმი მგზნებარე სიყვარულს და აღაზნებს ახალი შემართებით ხანძრის სტიქიასთან საბრძოლველად.
ფოთელ მეხანძრეთა ჭეშმარიტად მამაცურ საქმეებზე მოგვითხრობს ეს ბუკლეტი, რომლის ავტორ-შემდგენელი ქალაქის სახანძრო დაცვის უფროსი ლევთერ ჭოჭუაა.


სახანძრო რაზმის შექმნა
სახანძრო პროფილაქტიკა
პროფესიის სიყვარულით
მამაცური ბრძოლის ეპიზოდები
ვეტერანი მეხანძრეები
საიმედო ფარი
სახანძრო-გამოყენებითი სპორტი
მრავალგზის ჩემპიონი

1981 წელი

უკან დაბრუნება