საინტერესო ამბები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

საინტერესო ამბები

ბამბუკის ღერო, ცეცხლში დიდი ხმაურით იწვის, ეს გამოწვეულია იმით, რომ ბამბუკი შიგნიდან სავსეა ჰაერით და სითხით, რომელიც გამოხურებისას სკდება. ეს ეფექტი გამოიყენეს ჩინელებმა, რომლებიც ბამბუკის ფეირვერკებს, დენთის გამოგონებამდე მთელი ათასი წლით ადრე უშვებდნენ. შემდეგ კი ბამბულის ღეროში დენთის ჩაწვა დაიწყეს.

"იტალიელმა მეზღვაურმა პაოლო და კასიამ ერთ ღამეში სხვის დაუხმარებლად გაანადგურა 50 თურქული ხომალდი, როცა ცდილობდა, ტყვეობიდან დაეხსნა მოწინააღმდეგის ხომალდზე მყოფი თავისი საცოლე ღამის სიბნელის და ნისლის საფარქვშ თურქთა გემებზე გადაზიდა საწვავი, გააჩინა ხანძარი და ალიონისათვი, მტრის გემების უმეტესობა ჩაიძირა, მისი საცოლე - მირელა საუცხოვო მცურავი აღმოჩნდა, ისარგებლა რა ხომალდზე ხანძრით გამოწვეული არეულობით, გადაეშვა ზღვაში და ნაპირზე მშვიდობიანად გააღწია."

ქალაქ ალექსანდრიის სახელგანთქმული ბიბლიოთეკა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთააღრიცხვამდე 47 წელს გადაწვა.

ჩერნობილის ავარია ორი ტონა ტროტილის აფეთქების ტოლფასი იყო. 25 მეხანძრემ, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ, ერთი თვეც ვეღარ იცოცხლა.

ცხრა წლის ჰანიბალი საკუთარმა მამამ ტაძარში მიიყვანა, საღმრთო ცეცხლზე ხელი გააჩერებინა და დააფიცა, რომ მთელი თავისი ცხოვრება რომაელთა დაუძინებელი მტერი იქნებოდა.

ეფეოსში მდებარე არტემიდეს ტაძარი ჭკუანაკლულმა ჰეროსტრატემ საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად გადაწვა. ბოროტმოქმედი წამებით მოკლეს. იონიის ქალაქებმა ერთხმად დაადგინეს, ბრიყვი ბოროტმოქმედის სახელი დავიწყებას მისცემოდა, მაგრამ ამაოდ.

დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია ნიკოლოზ ბარათაშვილის სარწმუნო პორტრეტი. ერთადერთი ფოტო ილია ჭავჭავაძეს მიუტანია გასამრავლებლად ფოტოატელიეში და ისიც ხანძრის დროს დამწვარა.

თულუხი - თურქული სიტყვაა და ქართულად ტიკს ნიშნავს. თბილისში თულუხს წყლის საზიდავ რუმბს ეძახდნენ. რუმბი ხარის ან კამეჩის ტყავისგან მზადდებოდა და 4-5 ფუთ წყალს იტევდა. წყლის მზიდავს მეთულუხჩე ან თულუხჩი ერქვა. 1893 წელს ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში ტყავის თულუხები ხის კასრებით შეცვალა.

ხანძარი - სპარსულად ტრამალზე გაჩენილ ცეცხლს ნიშნავს. სიტყვა „ხანძრიდან" წარმოქმნილია "ხანძარჩი" რაც მეხანძრეს ნიშნავს. ასე ეძახდნენ საშუალო საუკუნეების „ბრანდმეისტერებს“.

პირველი დოკუმენტირებული და ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი დაახლოებით 1400 წელს მოხდა ჩვენს ერამდე. ორი ბიბლიური ქალაქი ღმერთმა პირისაგან მიწისა აღგავა მის მცხოვრებთა ცოდვების გამო. ერთერთი ფაქტორი იყო "გორგირდის და ცეცხლის წვიმა ღმერთისგან ციდან", ხოლო ზუსტად ასი წლის მოგვიანებით ბოლომდე დაიწვა ტროა, რომელიც დამპყრობლებმა გადაწვეს.

ძველ დროში თუ სასამართლო საქმე გაქრებოდა, ადამიანისთვის კანონიერი ბრალის წაყენება შეუძლებელი იყო. საქმეები ხშირად იწვებოდა: ან სასამართლოს ხის შენობებში ხანძრის შედეგად, ან ქრთამის სანაცვლოდ შეგნებულად დაწვით. ასეთ შემთხვევაში ბრალდებულები ამბობდნენ: "საქმე დაიწვა".

1776 წელს ხანძრის გაჩენის სერიების გამო 16 წლის ფრანგი ჟან ბატისტ მურონი კატორღით დასაჯეს, ვადით "100 წლით და 1 დღით". 1876 წლის ნოემბერში საპყრობილე დატოვა ღრმად მოხუცებულმა. სრულად მოიხადა რა სასჯელის ვადა, 116 წლის მურონმა რეკორდი დაამყარა ხანძრის გაჩენის გამო გამოტანილი სასჯელის ვადის მოხდის ხანგრძლივობის მიხედვით.

მხოლოდ 2004 წელს მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა ჩინეთის სანახშირო ადგილმდებარეობაზე ლიუხანგოუში, რომელიც უწყვეტად გრძელდებოდა 130 წლის განმავლობაში. კოცონი დაახლოებით 2 მილიონ ტონა ნახშირს წვავდა წელიწადში.

ერთერთ უმსხვილეს ხანძრად სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვა 391 წელს რელიგიური მღელვარების დროს. ქრისტიანი ფანატიკოსების ბრბომ, რომელიც "ეკლესიის მამის" თეოფილეს მიერ იყო წაქეზებული, დაწვა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა - რომელიც უძველესი და უღირებულესი ნაკრები იყო ლიტერატურისა ისტორიის, გეოგრაფიის, ასტრონომიის და ბიოლოგიის ჟანრში. ხანძარს ქრისტიანები იმით ამართლებდნენ, რომ ძველი მეცნიერება ეწინააღმდეგებოდა წმინდა წერილს და უნდა განადგურებულიყო.

მეფე ალექსი მიხაილის ძემ მოწევაზე სიკვდილით დასჯა დააწესა. მართალია, არა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის, არამედ ხანძარსაშიშროების გამო ( მიიჩნევდნენ რომ სწორედ სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია 1634 წლის მოსკოვის ხანძარი.

პირველი ხანძარი მოსკოვში 1177 წელს მოხდა. რიაზანელმა თავადმა გლებმა, იჩხუბა რა მოსკოველ თავადთან, მივიდა კრემლში ( ხის სახლების წყვილი) და დაწვა ის. თუმცა ყველაზე საშინელი ხანძარი 1571 წელს იყო, როდესაც მოსკოვს ყირიმის ხანის დევ ლეტ გირეის ჯარები მიადგნენ. 1712 წლის 13 მაისს ქალაქის მთელი ცენტრი დაიწვა, დაიღუპა თითქმის 3 ათასი ადამიანი. 1737 წლის 29 მაისს კრემლიც კი დაიწვა, ცეცხლმა გაანადგურა 2.5 ათასზე მეტი სასახლე, 486 სავაჭრო და ბევრი ეკლესია. 1812 წლის ხანძრის შემდეგ მოსკოვის ცენტრი ააშენეს ქვის შენობებით, და ხანძრების რიცხვი შემცირდა. 1905 წელს დეკემბრის აჯანყების დროს დაიწვა თითქმის მთელი პრესნანია, რომელიც საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა.

1472 წელს დიდმა თავადმა ივან მესამემ, სამეფო ამხანაგობის ხელმძღვანელობით, რომელიც მოსკოვის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა და მასში დამწვრობები მიიღო, გამოსცა განკარგულება ქალაქში სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ. 1624 წელს რუსეთში ორგანიზებულ იქნა პირველი სპეციალიზირებული სახანძრო რაზმი.

აი მალაიზიაში კი მუდმივი საცობების გამო თითოეული სამანქანო ქვეგანყოფილება სახანძრო დაცვისა შედგება სამი მოტოციკლეტისგან. ისინი აღჭურვილია: ელექტროგამტარი საავარიო სამაშველო ინსტრუმენტით; იმპულსური ხანძარქრობის მოწყობილობით; წყალქვეშა დგუშებით და წყლისგადამცემი მოწყობილობით; სახანძრო საკმლავურების კომპლექტით. თავისებური ბრიგადა სამი ადამიანისგან შედგება.

1971 წელს თურქმენეთში გეოლოგები მიწისქვეშა უფსკრულს წააწყდნენ. წარმოიქმნა ღრმული, რომელიც გაზით იყო სავსე. მასში ჩაეშვა ამწე მთელი აღჭურვილობით . რათა მავნე გაზი არ გამოსულიყო, მისი დაწვა გადაწყვიტეს. ვარაუდობდნენ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ხანძარი ჩაქრებოდა, თუმცა ის დღემდე მძვინვარებს. მოგზაურებმა ამ ადგილს "ჯოჯოხეთის კარიბჭე" უწოდეს.

ყველაზე ცნობილი ხანძრის გამჩენი , რა თქმა უნდა, ჰეროსტრატე იყო, რომელმაც მხოლოდ იმის გამო, რომ ცნობილი გამხდარიყო, ეფესოში არტემიდეს ტაძარი გადაწვა.

მუნჯი კინოს ერის ამერიკული ფილმების 80 % დაუბრუნებლადაა გამქრალი. მათი ნაწილი კინოსტუდიებში მომხდარი ხანძრების დროს განადგურდა. მაგრამ უფრო მეტი - სპეციალურად , უბრალოდ იმიტომ, რომ საწყობში ადგილი თავდებოდა, რომელიც ახალი ლენტებისთვის უნდა გათავისუფლებულიყო.

391 წელს ქრისტიანი ფანატიკოსების ბრბომ, რომელიც "ეკლესიის მამის" თეოფილეს მიერ იყო წაქეზებული, დაწვა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა - რომელიც უძველესი და უღირებულესი ნაკრები იყო ლიტერატურისა ისტორიის, გეოგრაფიის, ასტრონომიის და ბიოლოგიის ჟანრში. ხანძარს ქრისტიანები იმით ამართლებდნენ, რომ ძველი მეცნიერება ეწინააღმდეგებოდა წმინდა წერილს და უნდა განადგურებულიყო.

სახანძრო სათლები, გაუმტარი კონუსის ფორმის, ინახება სახანძრო დაფებზე. არსებობს ვერსია რომ კონუსური ფორმა ასეთ სათლს იმიტომ აქვს, რომ არ მოიტაცონ - მისი მიწაზე დადგმა ისე რომ არ წაიქცეს, შეუძლებელია. სინამდვილეში კონისური ფორმა იმის გამოა გაკეთებული, რომ ხანძრის წინააღმდეგ მებრძოლის დაცემის შემთხვევაშიც წყალი ცეცხლს დაესხას. თავიდან კონუსური ფორმის სათლებს ფლოტში აფრისგან ამზადებდნენ - მატერიის შეკრევა კონუსურ ფორმაში უფრო იოლი იყო, ვიდრე რომელიმე სხვა ფორმაში. დროთა განმავლობაში ამგვარი ფორმა გადაიღეს ინგლისში პირველმა სახანძრო ბრიგადებმა, რომელშიც სამეფო ფლოტის ბევრი გადამდგარი მეზღვაური მუშაობდა.

ძველ რუსეთში ელჭექის შედეგად გაჩენილ ხანძარს ღვთაებრივ ცეცხლად თვლიდნენ და არა წყლით, არამედ რძით აქრობდნენ.

ლონდონის ცნობილი ხანძარი 4 დღეს გრძელდებოდა. დაიწვა 87 ეკლესია ( წმინდა პავლეს ტაძარიც კი) , სახელისუფლებო შენობების დიდი ნაწილი და 70000 სახლი 80000 -დან. მიიჩნევენ, რომ ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი შემთხვევა მეხანძრეების უმოქმედობისა : პირველ დღეს ხანძარს საერთოდ არავინ არ აქცევდა ყურადღებას.

ამერიკულ ქალაქ ცენტალიაში 1962 წლიდან შეუწყვეტლად იწვის მიწისქვეშა ნაწილი. ხანძარი იმით დაიწყო, რომ მეხანძრეებმა დაწვეს ნაგვის გროვა შახტაში, შემდეგ კი ჩააქრეს ის. თუმცა ეს ცუდად გააკეთეს, და ნაგვის ქვედა ფენებიდან ცეცხლი სხვა მიდგებულ შახტებზე გავრეცლდა. ხანძრის ჩაქრობას ცდილობენენ, მაგრამ კვლავ უშედეგოდ, და საბოლოოდ გაზის კონცენტრაციის ამაღლების და მოქალაქეთა სიცოცხლისთვის სახიფათობის გამო 1984 წლიდან მათი გადასახლება დაიწყეს.

1933 წელს რაიხსტაგში მომხდარი ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ ( რომელიც , როოგრც ჰიტლერი ამტკიცებდა, კომუნისტებმა მოაწყვეს), გერმანიამ ახალი რაიხსტაგი აირჩია, ნაცისტური. და მაშინ და ეხლაც ბევრი მიიჩნევს, რომ ხანძარი თვითონ ნაცისტებმა მოაწყვეს.

ხოჭოს Melanophila acuminate-ს გამრავლებისთვის ტყის ხანძარი ჭირდება. როდესაც ის პოულობს აალებულ ტყეს, იქ კვერცხებს დებს. ასეთი მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ მომენტში მის ბუნებრივ მტრებს მისთვის ხელის შეშლა არ შეუძლიათ, რადგან თავად ცდილობენ ხანძრისგან გადარჩენას. ხოლო ხანძრის რამდენიმე კილომეტრის დისტანციაზე აღმოსაჩენად მოცემულ ხოჭოს მინიატურული ინფრაწითელი რეცეპტორი გააჩნია.

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც ხანძრის გაჩენისთვის დასაჯეს გაი ფოქსია, "საფანტის შეთქმულების" მონაწილე ინგლისის მეფის იაკობ პირველის წინააღმდეგ. სწორედ ფოქსს ევალებოდა ფითილის აალება, რომელიც საფანტით სავსე სათავსოს უერთდებოდა ლორდთა პალატის ქვეშ ლონდონში. ის სწორედ იქ დააკავეს. "გაი ფოქსის ღამე" ბევრ ინგლისურენოვან ქვეყანაში დღემდე აღინიშნება 5 ნოემბერს.

გინესის წიგნშია შეტანილი ორი ჩხირის ხახუნით ცეცხლის გაჩენის სისწრაფის რეკორდი. ასეთი საშუალებით ცეცხლის გაჩენა 39.7 წამშია შესაძლებელი.
1588
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.