ახალი გამოგონება: ცეცხლის ჩაქრობა ხმოვანი სიგნალებით » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ახალი გამოგონება: ცეცხლის ჩაქრობა ხმოვანი სიგნალებით

ახალი გამოგონება: ცეცხლის ჩაქრობა ხმოვანი სიგნალებით

ახალი გამოგონება: ცეცხლის ჩაქრობა ხმოვანი სიგნალებითჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის სტუდენტებმა ვეიტ ტრანმა და სეთ რობერტსონმა ახალი ცეცხლმაქრობი გამოიგონეს. აპარატი ცეცხლის ჩასაქრობად დაბალი სიხშირის ხმოვან ტალღებს იყენებს. სტუდენტებმა ახალი, რევოლუციური მოწყობილობის პატენტი უკვე გაიფორმეს.
ცეცხლმაქრის იდეა სტუდენტებს სადიპლომო ნაშრომის თემის მოფიქრებისას გაუჩნდათ და მუშაობაც დაიწყეს. აღნიშნული პროექტით მათი საბოლოო ნიშანი განისაზღვრება.
სტუდენტების აწყობილი პროტოტიპი 10 კილოს იწონის. მისი ტრანს და რობერტსონს პროექტის აწყობა 600$ დაუჯდათ. ხმოვანი ცეცხლმაქრი არც ერთ ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთსა და ელემენტს არ იყენებს და ჩვეულებრივი ცეცხლმაქრებისა და წყლისგან განსხვავებით ხანძართა ბრძოლისას ქონების ან სხვათა სიცოცხლის დაზიანების რისკებს არ შეიცავს. სტუდენტების აზრით, ამ სისტემის მართვა დრონებით შეიძლება, რის შედეგადაც მეხანძრეთა უსაფრთხოება უფრო გაიზრდება, რადგან ტყეებისა თუ უბრანული ხანძრების ჩაქრობა მათ დისტანციურად შეეძლებათ.
ვიეტ ტრანის აზრით, მათი გამოგონება კოსმოსშიც გამოსადექი იქნება. ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში, ჩვეულებრივი ცეცხლმაქრი სხვადასხვა მოსწყობილობებზე და აპარატურაზე უკონტროლოდ იფანტება და დამატებით პრობლემებს ქმნის, ამ შემთხვევაში კი ხანძართან ბრძოლა 100%-იანი სიზუსტით და გვერდითი მოვლენების გარეშე შეიძლება.

წყარო:myworld.ge
1436
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.