ელექტროდენით და სხვა შემთხვევების დროს დაშავებულის პირველადი დახმარება » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ელექტროდენით და სხვა შემთხვევების დროს დაშავებულის პირველადი დახმარება

ელექტროდენით და სხვა შემთხვევების დროს დაშავებულის პირველადი დახმარება

-.doc [63.5 Kb] (ჩამოტვირთები: 16)

ზოგადი დებულებანი

1.ელექტროდენით დაშავებულის გადარჩენა ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გავანთავისუფლებთ მას დენისაგან და სწორად აღმოვუჩენთ პირველად დახმარებას. დაგვიანებამ და დიდი ხნის მომზადებამ შეიძლება გამოიწვიოს დაშავებულის დაღუპვა.
2.არ უნდა შევწყვიტოთ პირველადი დახმარების აღმოჩენა და არ უნდა ჩავთვალოთ დაშავებული დაღუპულად მხოლოდ იმიტომ, რომ იგი არ სუნთქავს, გული არ მუშაობს.
3.ელექტროდანადგარების მომსახურე პირადმა შემადგენლობამ პერიოდულად უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი ელექტროდენით დაშავების საშიშროების და პირველადი დახმარების შესახებ. მეცადინეობები უნდა ჩაატარონ სამედიცინო პერსონალის კომპეტენტურმა პირებმა ტექნიკურ პერსონალთან ერთად. სწავლების ორგანიზაცია უნდა დაეკისროს მეთაურთა შემადგენლობის შესაბამის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ელექტროდანადგარებიანი ტექნიკის სწორ ექსპლუატაციაზე.
4.დაშავებულის პირველადი დახმარება, რომელსაც უწევს პირადი შემადგენლობა თავისთავად არ ცვლის დახმარებას სამედიცინო პერსონალის მხრიდან და იგი ხორციელდება ექიმის მოსვლამდე.

მუხლი 2. ელექტროდენისაგან განთავისუფლება

1.თუ დაშავებული ისევ ეხება დენგამტარ ნაწილებს, აუცილებელია პირველ რიგში სწრაფად გავანთავისუფლოთ იგი ელექტროდენის მოქმედებისაგა. ამასთნ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დენის ქვეშ მყოფ ადამიანთან შეხება შესაბამისი სიფრთხილის ზომების დაცვის გარეშე სახიფათოა დამხმარეს სიცოცხლისათვის.
2.დამხმარემ პირველ რიგში სასწრაფოდ უნდა მოახდინოს დანადგარის იმ ნაწილის გამორთვა, რომელსაც ეხება დაშავებული და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
ა)თუ დაშავებული იმყოფება სიმაღლეზე, დანადგარის გამორთვამ და დაშავებულის განთავისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი გადმოვარდნა; ამ შემთხვევაში მიღებული უნდა იყოს დაშავებულის ჩამოვარდნის უსაფრთხოების ზომები.
ბ)დანადგარის გამორთვისას შესაძლოა ერთდროულად მოხდეს ელექტროგანათების გამორთვა, ამიტომ საჭიროა განათების უზრუნველყოფა სხვა წყაროდან (ფარანი, ჩირაღდანი, სანთლები, ავარიული განათება, აკუმლატორის ფარნები და ა.შ.).ამასთან, არ უნდა დაყოვნდეს დანადგარის გამორთვა და დაშავებულის დახმარება.
3.თუ დანადაგრის გამორთვა სათანადოდ სწრაფად ვერ ხერხდება, მაშინ საჭიროა დაშავებული მოვაშროთ იმ დენგამტარ ნაწილებს, რომლებსაც იგი ეხება.

მუხლი3. 1000 ვოლტამდე ძაბვისას

1.დენგამტარი ნაწილებიდან ან სადენებიდან დაშავებულის მოსაშორებლად უნდა იყოს გამოყენებული მშრალი ტანსაცმელი, ბაგირი, ჯოხი,ფიცარი ან სხვა მშრალი საგანი, რომელიც არ ატარებს ელექტროდენს. ამ მიზნებისათვის ლითონის ან სველი საგნების გამოყენება დაუშვებელია. დენგამტარი ნაწილებიდან დაშავებულის მოშორება შეიძლება მისივე ტანსაცმლით (თუ იგი მშრალია და შორდება დაშავებულის სხეულს), მაგალითად, ფარაჯის ან კიტელის კალთით, ამასთან, უნდა მოერიდოთ გარშემო მდებარე ლითონის საგნებს. თუ დაშავებულს გამოაჩოჩებთ ფეხებით, არ უნდა შეეხოთ მის ფეხსაცმელს ან ტანსაცლეს ხელებით კარგი იზოლაციის გარეშე, რადგან ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი შესაძლოა იყოს ნესტიანი და დენგამტარი.
2.თუ აუცილელებია, რომ დაშავებულს შეეხოთ ტანსაცმლით დაუფარავ სხეულის ნაწილზე, დამხმარემ უნდა ჩაიცვას დიელექტრიკული ხელთათმანები ან დაიხვიოს ხელებზე შარფი, ჩამოიცვას ხელებზე მაუდის ქუდი, ჩამოიშვას ხელზე კიტელის ან ფანჯრის სახელო, გამოიყენოს გარეზინებული ქსოვილი (ლაბადა) ან უბრალოდ მშრალი ქსოვილი ასევე, შეიძლება საკუთარი თავის ოზოლირება მშრალ ფიცარზე ან სხვა დენგაუმტარ საგანზე ( საფენზე, ტანსაცმლის შეკვრაზე და ა.შ.) დადგომით.
3.დაშავებულის დენგამტარ ნაწილებიდან მოშორებისას მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად იმოქმედოთ ცალი ხელით.
4.თუ დაშავებულის მოშორება დენგამტარი ნაწილებიდან გაძნელებულია, საჭიროა გამტარების გადაჭრა მშრალტარიანი ნაჯახით ან სხვა შესაფერისი იარაღით. ეს უნდა ჩატარდეს სათანადო სიფრთხილით (არ შეეხოთ სადენებს, თითოეული სადენი გადაიჭრას ცალ-ცალკე, აუცილებელია გამოიყენოთ დიელექტრიკული ხელთათმანები და კალოშები).

მუხლი 4. 1000 ვოლტზე ზევით ძაბვისას

1.დაშავებულის მოსაშორებლად მაღალი ძაბვის ქვეშ მყოფი ნაწილებიდან ან მიწიდან ასაყვანად საჭიროა დიელექტრიკული ხელთათმანები და რეზინის ჩექმები და იმოქმედოთ მარწუხით ან მაშით, რომლებიც გაანგარიშებულია ელექტროგადამცემი ხაზის ძაბვაზე.
2.თუ აღნიშნული ხერხით დაშავებულის განთავისუფლება საკმაოდ და უსაფრთხოდ შეუძლებელია, საჭიროა მიმართოთ მოკლე ჩართვას ყველა ელექტროგადამცემ ხაზზე( სადენის დაკიდება და ა.შ.) მათი წინასწარი საიმედო დამიწებით (ტექნიკური უსაფრთხოების ზოგადი წესების თანახმად); ამასთან, დაცული უნდა იქნას სიფრთხილის ზომები სადენის დაკიდებისას, რათა ეს სადენი არ შეეხოს დაშავებულს ან დამხმარეს.
3. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
ა)თუ დაშავებული იმყოფება სიმაღლეზე, საჭიროა თავიდან აიცილოთ მისი ჩამოვარდნა ან უზრუნველყოთ უსაფრთხო დაცემა;
ბ) თუ დაშავებული ეხება ერთ სადენს, მაშინ შეიძლება საკმარისი იყოს მხოლოდ ერთი სადენის დამიწება;
გ) მოკლე ჩართვის და დამიწების სადენი საჭიროა ჯერ შევუერთოთ მიწას, შემდეგ კი დაკიდოთ იმ სადენებზე, რომელიც მოითხოვს დამიწებას.
3.აუცილებელად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიდი მოცულობის სადენზე შესაძლოა დარჩეს სიცოცხლისათვის სახიფათო მუხტი, თუ მას არ დავამიწებთ ღრმად და საიმედოდ.

მუხლი 5.ელექტროდენით დაშავებულის პირველადი დახმარების ზომები

1.პირველადი დახმარების ზომები დამოკიდებულია ელექტროდენის ზემოქმედებისაგან განთავისუფლების შემდეგ დაშავებულის მდგომარეობაზე.
2. ამ მდგომარეობის გასარკვევად აუცილებელია სასწრაფოდ ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
ა)უნდა დააწვინოთ დაშავებული გულაღმა მყარ ზედაპირზე.
ბ)შემოწმდეს დაშავებულის სუნთქვა (მკერდის ასვლა-ჩასვლით აბ სხვა რომელიმე მეთოდით);
გ)გაესინჯოს დაშავებულს პულსი მაჯაზე ან საძილე არტერიაზე;
დ) გაირკვეს თვალის გუგების მდგომარეობა (შევიწროვებულია თუ გაფართოებული); გაფართოებული გუგები მიუთითებს, რომ ტვინში სისხლის მიწოდება მკვეთრად გაუარესდა.
3.ელექტროდენით დაშავების ნებისმიერ შემთხვევაზე ექიმის გამოძახება სავალდებულოა, მიუხედავად დაშვებულის მდგომარეობისა.
4.თუ დაშავებული იყო გულწასული და გონზე მოვიდა, საჭიროა იგი დააწვინოთ მოხერხებულ მდგომარეობაში( ქვეშ დაუფინეთ და ზემოდან დააფარეთ) და ექიმის მოსვლამდე უზრუნველლყავით სრული სიმშვიდე. მუდმივად თვალი ადევნეთ მისი სუნთქვის და პულსის მდგომარეობას. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ დაშავებულს მოძრაობის და, მით უმეტეს, მუშაობის გაგრძელების უფლება, ვინაიდან ელექტროდენით დაშავების შემდეგ მძიმე შედეგების არარსებობა არ გამოირიცხას დაშავებულის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების შესაძლებლობას. თუ ექიმის გამოძახება სწრაფად შეუძლებელია, მაშინ აუცილებელია დაშავებულის გადაყვანა სათანადო სატრანსპორტო საშუალებით ან საკაციო სამედიცინო პუნქტში.
5.თუ დაშავებული იმყოფება უგონოდ, მაგრამ შენარჩუნებული აქვს ნორმალური სუნთქვა და პულსი, იგი უნდა დააწვინოთ სწორად და მოხერხებულად, შეუხსნათ ტანსაცმელი, შეუქმნათ სუფთა ჰაერის მიწოდების პირობა, შეასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, შეასხუროთ წყალი და უზრუნველყოთ სრული სიმშვიდე. სწრაფად გამოიძახეთ ექიმი. თუ დაშავებული ცუდად სუნთქავს __ იშვიათად და კრუნჩხვით ( როგორც მომაკვდავი) მას უნდა გაუკეთოთ ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი.
6.თუ დაშავებულს არა აქვს სიცოცხლის ნიშნები (სუნთქვა და პულსი), იგი შეიძლება ჩაითვალოს დაღუპულად , ვინაიდან სიკვდილი ხშირად მხოლოდ მოჩვენებითია და თუ ამ მდგომარეობაში მყოფ დაშავებულს დაუყოვნებლივ არ გაუწევთ პირველად დახმარებას ( ხელოვნური სუნთქვა და გულის გარე მასაჟი), იგი ნამდვილად დაიღუპება . ხელოვნური სუნთქვა უნდა გაუკეთდეს განუწყვეტლივ როგორც ექიმის მოსვლამდე, ისე მის შემდეგაც. ხელოვნური სუნთქვის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ საკითხს წყვეტს ექიმი.
7.მოჩვენებით დაღუპულს პირველადი დახმარება უნდა გაეწიოს დაუყოვნებლივ და შეძლებისდაგვარად შემთხვევის ადგილზე. დაშავებულის გადაყვანა სხვა ადგილზე ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას ან დახმარების აღმომჩენ პირს კლვლავ ემუქრება საფრთხე ან როდესაც დახმარების აღმოჩენა ადგილზე შეუძლებელია.
8.ელექტროდენით დაშავებული შეიძლება ჩაითვალოს დაღუპულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია გარე მძმე დაზიანებები, მაგალითად, დაცემის დროს გახეთქილი აქვს თავის ქალა ან მთლი სხეული აქვს დამწავრი. დანარჩენ შემთხვევებში დაღუპვის შესახებ დასკვნის გამოტანის უფლება აქვს მხოლოდ ექიმს.

მუხლი 6. ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას აუცილებელი ძირითადი წესები

1.ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაშავებული არ სუნთქავს ან სუნთქავს ძალიან ცუდად (იშვიათად, სლუკუნივით, როგორც მომაკვდავი), აგრეთვე როდესაც დაშავებულის სუნთქვა თანდათან უარესდება.
2.ხელოვნური სუნთქვის ჩატარებამდე აუცილებელია:
ა) სასწრაფოდ, დროის დაუკარგავად, გაანთავისუფლოთ დაშავებული ვიწრო ტანსაცმლისაგან _ შეუხსნათ საყელო, გაუხსნათ ჰალსტუხი ან შარფი, მოხსენით ქამარი, გაუხსენით შარვალი და ა. შ.;
ბ)ასევე სწრაფად გაანთავისუფლეთ დაშავებულის პირი უცხო საგნებისა ( გამოიღეთ ჩასმული პროტეზი) და ლორწოსაგან;
გ) თუ დაშავებულის პირი მაგრად არის მოკუმული გაუღეთ ის ქვედა ყბის გამოწევით; ამისათვის საჭიროა ორივე ხელის ოთხი თითი მიადოთ ქვედა ყბის უკანა მხარეს, ხოლო დიდი თითები მის ნაპირს, გამოწიოთ ქვედა ნაწილი წინ ისე, რომ ქვედა ყბის კბილები ოდნავ იყოს წინ წამოწეული.
3.თუ ასე არ ხერხდება პირის გაღება, საჭიროა პირის კუთხიდან უკანა ( და არა წინა) ძირითად კბილებს შორის, ფრთხილად, რომ არ დაშავდეს კბილები, ჩაიდგას ლითონის ფირფიტა, კოვზის ტარი ან სხვა მსგავსი საგანი და მისი საშუალებით გაუღოთ პირი.
4.ხელოვნური სუნთქვის ყველაზე ეფექტური ხერხია _ „პირიდან პირში“, რომელიც ხორციელდება შემდეგნაირად _ დამხმარე თავისი ფილტვებიდან აკეთებს ამოსუთქვას დაშავებულის ფილტვებში სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ან უშუალოდ დაშავებულის პირში ან ცხვირში. ხორხის გაღებისათვის დაშავებულის თავი უნდა გადაწიონ უკან, კეფის ქვეშ ამოუდონ ერთი ხელი, ხოლო მეორე მიაჭირონ შუბლზე უსე, რომ ნიკაპი აღმოჩნდეს ერთ დონეზე კისერთან. თავის ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას ხორხის და ზედა სასუნთქი გზების სანათური მნიშვნელოვნად ფართოვდება და უზრუნველყოფს სრულ გამტარობას , რაც წარმოადგენს ჩატარებული ხელოვნური სუნთქვის წარმატების პირობას.
5.დაშავებულის ფილტვებიდან ჰაერის თავისუფალი გამოსვლის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად დამხმარემ ყოველი ჩაბერვის შემდეგ დაშავებულს უნდა გაუნთავისუფლოს ცხვირი და პირი.
6.ყოველ ჩაბერვაზე გულმკერდი უნდა გაფართოვდეს, ხოლო პირის და ცხვირის განთავისუფლების შემდეგ _ დამოუკიდებლად ჩაიწიოს. უფრო ღრმა ამოსუნთქვის უზრუნველსაყოფად შეიძლება გულმკერდზე მსუბუქი დაჭერით ხელი შეუწყოთ დაშავებულის ფილტვებიდან ჰაერის გამოსვლას.
7.თუ მთლიანად ვერ მოიცავთ დაშავებულის პირს, ჰაერი ფილტვებში უნდა ჩაბეროთ ცხვირიდან. ამ შემთხვევაში პირი უნდა დაუკეტოთ მჭიდროდ. პატარა ბავშვს ჰაერი უნდა ჩაბეროთ ცხვირში და პირში ერთდროუალდ ( დამხმარე თავისი პირით მოიცავს დაშავებულის პირს და ცხვირს ).
8.ჰაერის ჩაბერვა პირში და ცხვირში უნდა მოხდეს დოლბანდიდან, ხელსახოციდან ან ცხვირსახოციდან. ამ დროს უნდა მოიექცეს ყურადღება, რომ თითოეულ ჩაბერვაზე დაშავებულის გულმკერდი საკმარისად გაფართოვდეს. თუ გაქვთ ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ხელოვნური სუნთქვის სეანსის („პირიდან ცხვირში“) ჩატარების შემდეგ შეიძლება გადასვლა ხელოვნურ სუნთქვაზე აპარატის მეშვეობით.
9.დაშავებულის დამოუკიდებელი სინთქვის აღდგენისას საჭიროა კიდევ რამდენიმე ხნით გაუგრძელდეს ხელოვნური სუნთქვა, სანამ იგი სრულად არ მოვა გონზე ან ექიმის მოსვლამდე. ამ შემთხვევაში ჰაერის ჩაბერვა უნდა მოხდეს დაშავებულის ჩასუნთქვასთან ერთად..
10.ხელოვნური სუნთქვის შესრულებისას საჭიროა თავი აარიდოთ გულმკერდზე გადამეტებულ დაჭერას.
11.ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას აგრეთვე დაუშვებელია დაშავებულის გაციება ( მისი დატოვება ნესტიან მიწაზე, ქვის, ბეტონის ან ლითონის იატაკზე). დაშავებულს ქვეშ უნდა დაუგოთ რაიმე თბილი, ხოლო ზევიდან__დააფაროთ.

მუხლი7. გულის გარე ( არაპირდაპირი) მასაჟის ჩატარების წესები

1.გარე (არაპირდაპირი) მასაჟი კეთდება გულმკერდის წინა კედლიდან გულის რითმული შეკუმშვის გზით, დაწოლით გულის ფიცრის შედარებით მოძრავ ნაწილზე, რომლის უკან მდებარეობს გული. ამ დროს გული მიეჭირება ხერხემალს და სისხლი დაიდინება სისხლძარღვებში. ამგვარი დაჭერის გამეორებით. სიხშირით 60-70 ჯერ წუთში, შეიძლება უზრუნველყოთ ორგანიზმში საკმარისი სისხლმიმოქცევა,როდესაც გული არ მუშაობს.
2.გულის გარე მასაჟის გასაკეთებლად დაშავებული უნდა დააწვინოთ ზურგზე მყარ ზედაპირზე(დაბალი მაგიდა, სკამი ან იატაკი), გაუშიშვლოთ გულმკერდი, მოხსნათ ქამარი, აჭიმი და სუნთქვის შემზღუდავი სხვა ტანსაცმელი. დამხმარე უნდა დადგეს დაშავებულისაგან მარჯვნივ ან მარცხნივ და დაიკავოს ისეთი მდგომარეობა, რომ შესძლოს დაშავებულთან დახრა. თუ დაშავებული წევს მაგიდაზე, დამხმარე უნდა დადგეს დაბალ სკამზე, ხოლო თუ იგი იმყოფება იატაკზე, დამხმარე უნდა დადგეს მუხლებზე დაშავებულის გვერდით. გულის ფიცრის ქვედა მესამედზე დამხმარემ უნდა დაადოს გაშლილი ხელის გულის ზედა ნაწილი, შემდეგ ამ ხელს დაადოს მეორე ხელი და დააჭიროს დაშავებულს გულმკერდზე, ამ დროს ოდნავ დახაროს ტანი. დაჭერა უნდა აწარმოოს სწრაფი ბიძგით ისე,რომ დასწიოს გულის ფიცრის ქვედა ნაწილი ხერხემლისაკენ 3-4 სმ-ით, ხოლო თუ დაშავებული მსუქანია__ 5-6 სმ-ით. დაჭერის დროს ძალა უნდა იყოს კონცენტრირებული გულის ფიცრის ქვედა მოძრავ ნაწილზე. გულის ფიცრის ზედა ნაწილი უმოძრაოდაა დამაგრებული ნეკნებზე და მასზე დაწოლამ შეიძლება გამოიწვიოს მოტეხილობა. აგრეთვე ავიცილოთ მათი მოტეხილობა. აგრეთვე არ შეიძლება დაჭერა ქვედა ნეკნების ბოლოზე, რათა თავიდან ავიცილოთ მათი მოტეხილობა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაჭერა გულმკერდის ქვევით(რბილ ქსოვილებზე), რადგან შეიძლება დავაზიანოთ აქ განლაგებულიორგანოები, უპირველეს ყოვლისა ღვიძლი.
3.გულის ფიცარზე დაწოლა უნდა გავიმეოროთ დაახლოებით ერთხელ წამში.
4.გულის გარე მასაჟის ეფექტურობა პირველ რიგში გამოიხატება იმაში, რომ გულის ფიცარზე თითოეულმა დაჭერამ უნდა გამოიწვიოს დაშავებულის გამოცოცხლების შემდეგი ნიმუშები:
ა) სახის ფერის გაუმჯობესება;
ბ) დამოუკიდებელი სუნთქვითი მოძრაობები, რომლებიც დახმარების(გაცოცხლების) ღონისძიებების აღმოჩენის გაგრძელებისდამიხედვით თანდათან თანაბრდება;
გ) თვალის გუგების შევიწროვება.
5.თვალის გუგების შევიწროვების დონე გამოხატავს აღმოჩენილი დახმარების ეფექტურობის ყველაზე ზუსტ მაჩვენებელს. დაშავებულის ვიწრო გუგები მეტყველებენ ტვინის საკმარის მომარაგებაზე ჟანგბადით და პირიქით, გუგების გაფართოვების დაწყება მაჩვენებელია იმისა, რომ სისხლით ტვინის მომარაგება უარესდება და საჭიროა დაშავებულის გამოსაცოცხლებლად უფრო ეფექტური ზომების მიღება. ამისთვის შეიძლება დაშავებულს აუწიოთ ფეხები მაღლა დაახლოებით 0,5 მ-ზე იატაკიდან და დატოვოთ აწეულ მდგომარეობაში გულის გარე მასაჟის დამთავრებამდე. დაშავებულის ფეხების ასეთი მდგომარეობა ხელს შეუწყობს გულში სისხლის მოდენას სხეულის ქვედა ნაწილის ვენებიდან.
6.ხელოვნური სუნთქვა და გულის გარე მასაჟი დაშავებულს უნდა გაუკეთდეს დამოუკიდებელი სუნთქვის და გულის მუშაობის აღდგენამდე, მაგარამ სუსტი ჩასუნთქვების არსებობდა(თუ პულსი ისინჯება) არ წარმოადგენს ხელოვნური სუნთქვის შეწყვეტის საფუძველს, ამ შემთხვევაში, ჰაერის ჩაბერვა უნდა შეეწყოს დაშავებულის ჩასუნთქვის დაწყებას.
7.გამოცოცხლების პირველი ნიშნების გაჩენი შემდეგ გულის გარე მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა უნდა გაგრძელდეს 5-10 წუთის განმალობაში.
3990
    

კომენტარები -
2

RichardvoB 31 მარტი 2018 20:25
Наш разговор закончен, мне нечего сказать

-------


прога
JimmyInder 24 ივლისი 2018 23:19
скачать активатор для windows 10

-----

Четко, дерзко, как Андрюха чеканов)))

-----


tricolortv tv вход в личный кабинет

-----

\И добавть то ничего особо

-----


сбербанк онлайн вход

-----

ы искал вроде? вот посмотри

-----


госуслуги ру

-----

Извиняюсь за Спамеров....)

-----

http://vtb-lichniy-kabinet.ru/

-----

Как мило что сказали мне

-----


активатор windows 7 loader

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.