ცეცხლსაქრობები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ცეცხლსაქრობები

ცეცხლსაქრობები განკუთვნილია ხანძრის კერების ჩასაქრობად საწყის ეტაპზე, აგრეთვე სათავსოების, შენობა-ნაგებობების და მანქანა–მექანიზმების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისთვის. ცეცხლსაქრობები არსებობს ხელით გადასატანი და გამოსაგორებელი. თუ კორპუსის მოცულობა არ აღემატება 10 ლ-ს, მაშინ ისინი მიეკუთვნებიან ხელით გადასატან ცეცხლსაქრობებს.
ცეცხლსაქრობები


> ცეცხლსაქრობები განსხვავდებიან კონსტრუქციისა და გამოყენებული ცეცხლსაქრობი ნივთიერების მიხედვით: 1) ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობები და 2) ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები.
> დაუშვებელია ცეცხლსაქრობების განთავსება გამათბობელ და გამაცხელებელ მოწყობილობებთან, აგრეთვე ადგილებში რომლებიც არ არიან დაცული მზის სხივების და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან.
> ცეცხლმქრობების ჩამკეტი არმატურა (ონკანი, სარქველი, სახელური და ა.შ.) დამუხტვის შემდეგ უნდა დაილუქოს, მასთან უნდა მიმაგრდეს ეტიკეტი, რომელზეც ნაჩვენები იქნება დამუხტვის დრო და მისი გამხორციელებელი იურიდიული პირის დასახელება.
> აუცილებელია რეგულარულად დათვალიერდეს ცეცხლსაქრობები, გაიწმინდოს ჭუჭყისგან და მტვრისგან, შემოწმდეს ლუქების და ეტიკეტების არსებობა. ცეცხლსაქრობები დაზიანებული კვანძებით, კორპუსზე ღრმა შეზნექილობებით და კოროზიით უნდა მოიხსნან ექსპლუატაციიდან.
> ხანძარქრობის პრაქტიკული მეცადინეობების დროს რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას ისეთი ცეცხლსაქრობები, რომელთაც უწევს შემდგომი გადამუხტვის პერიოდი.
> დაუშვებელია ექსპლუატაციაში მყოფი ცეცხლსაქრობების 50%-ზე მეტის ერთდროულად გაგზავნა გადასამუხტად.
> ცეცხლსაქრობების ტრანსპორტირების წინ აუცილებელია მათი შეფუთვა ისე, რომ გამოირიცხოს კორპუსის კორპუსზე შეჯახება.


ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობი

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობები გამოიყენება სხვადასხვა ნივთიერებების და მასალების ჩასაქრობად, აგრეთვე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების, კაბელების და სადენების ჩასაქრობად, რომელთა ძაბვა არ აღემატება 10 კვ-ს. (საქარხნო ინსტრუქციების მიხედვით)

ცეცხლსაქრობები> ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების მუხტი იმყოფება მაღალი წნევის ქვეშ (5,7 მპა 20°C გარემო ტემპერატურის დროს), ამიტომ მათი კორპუსები აღჭურვილნი არიან დამცავი მემბრანით (მილძაბრი), ხოლო ნახშირორჟანგით მათი შევსება დასაშვებია 75%-მდე.
> აკრძალულია ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენება დამცავი მემბრანის გარეშე.
> ხელით გადასატანი ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენებისთვის აუცილებელია: მივიტანოთ ცეცხლსაქრობი ხანძრის კერასთან სატრანსპორტო სახელურის მეშვეობით, მივმართოთ მილძაბრი ხანძრის კერისკენ, გამოვაძროთ დამცავი რგოლი და გავხსნათ ჩამკეტ-გამშვები მოწყობილობა.
> ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენების დროს აკრძალულია მილძაბრის დაუცველი ხელით დაჭერა, რადგანაც ნახშირორჟანგის გამოსვლის დროს წარმოიქმნება თოვლისმაგვარი მასა ტემპერატურით - 70°C.
> ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენების დროს გასათვალისწინებელია აგრეთვე ისიც, რომ შენობაში ნახშირორჟანგის დიდი კონცენტრაციის დროს მოსალოდნელია პერსონალის მოწამვლა, ამიტომ ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენების შემდეგ აუცილებელია შენობის განიავება.

ცეცხლსაქრობები

ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობის მოწყობილობა

> ცეცხლსაქრობი ნივთიერების მუხტის მასა არ უნდა განსხვავდებოდეს ნომინალური მნიშვნელობისგან 5%-ზე მეტად, ხოლო კორპუსიდან მუხტის გაჟონვის დონე არ უნდა იყოს 5%-ზე ან 50 გ-ზე მეტი წელიწადში.
> ძაბვის ქვეშ მყოფ ელექტროდანადგარებზე ხანძრის ქრობისას დაუშვებელია ცეცხლსაქრობის მიტანა ელექტროდანადგართან ცეცხლის ალთან 1 მ-ზე ახლოს.
> ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების გადამუხტვა ხდება წელიწადში ერთხელ.


ნახშირორჟანგოვანი ცეცხლსაქრობების ტექნიკური მახასიათებლები

ცეცხლსაქრობები
















ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები

ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები განკუთვნილია მყარი, თხევადი და აირისებრი ნივთიერებების ხანძარქრობისთვის, აგრეთვე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების, რომელთა ძაბვა არ აღემატება 1 კვ–ს.

ცეცხლსაქრობები> ხელით გადასატანი ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობების გამოყენებისათვის აუცილებელია გადასატანი სახელურის მეშვეობით მიიტანოთ ცეცხლსაქრობი ხანძრის კერასთან, მოხსანათ დამცავი რგოლი, დააჭიროთ ხელი ბერკეტს და ჭავლი მიუშვიროთ ხანძრის კერას, ხოლო მისი შეჩერებისთვის საკმარისია ხელი აუშვათ ბერკეტს. მუშა მდგომარეობაში ცეცხლსაქრობი უნდა გეჭიროთ მკაცრად ვერტიკალურ მდგომარეობაში. დასაშვებია ხანძრის ქრობის პერიოდში ცეცხლსაქრობის მრავალჯერადად გაშვება – შეჩერება.
> აკრძალულია წნევის ქვეშ მყოფი ცეცხლმქრობის დაშლა წნევის შესამცირებლად.
> ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობების შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეს იმას, რომ ფხვნილი არ იყოს გაქვავებული. წნევის შემოწმების დროს ყურადღება უნდა მიექცეს მანომეტრის ისრის მდგომარეობას, რომელიც უნდა იყოს მწვანე ზოლში.
> ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობებით ხანძრის ქრობა აუცილებელია განხორციელდეს ქარის მიმართულების მხრიდან და ხანძრიდან არანაკლებ 3–4 მ-ის მოშორებით.

ცეცხლსაქრობები

ფხვნილოვანი ცეცხლმქრობის მოწყობილობა

> ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობების გადამუხტვა ხდება წელიწადში ერთხელ;
> ცეცხლსაქრობი ნივთიერების მუხტის მასა არ უნდა განსხვავდებოდეს ნომინალური მნიშვნელობისგან ±5%-ზე მეტად, ხოლო კორპუსიდან მუხტის გაჟონვის დონე არ უნდა იყოს მუშა წნევის 10%-ზე მეტი წელიწადში.


ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობების ტექნიკური მახასიათებლები

ცეცხლსაქრობები
1938
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.