ამბავი ერთი მფრინავის გასაოცარი გმირობისა და თავგანწირვისა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ამბავი ერთი მფრინავის გასაოცარი გმირობისა და თავგანწირვისა

ამბავი ერთი მფრინავის გასაოცარი გმირობისა და თავგანწირვისა

ამბავი, რომელიც მინდა გიამბოთ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ავადსახსენებელ 1943 წელს მოხდა, როცა ფაშისტებმა მიიღეს მხეცური გადაწყვეტილება - დაჭრილი გერმანელი ჯარისკაცებისათვის დონორებად პოლოცკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები გამოეყენებინათ. დაჭრილ გერმანელებს სისხლი სჭირდებოდათ, რომელიც უკვე არც ისე იოლი საშოვნელი გახდა. სად უნდა ეპოვათ ეს სისხლი?- რა თქმა უნდა, ბავშვებში და გერმანელებმა შემზარავი რამ მოიფიქრეს: საბავშვო სახლის აღსაზრდელების სისხლი დაჭრილებისათვის გადაესხათ (არ იფიქროთ, რომ ფაშისტები ბავშვების სიცოცხლეზე ზრუნავდნენ - ნავარაუდევი იყო პატარა დონორების სხეულების მთლიანად დაცლა სისხლისაგან, რაც, რა თქმა უნდა, მათ სიკვდილს გამოიწვევდა).
პირველი, ვინც ამ ვანდალური გადაწყვეტილების წინაშე ხმა აიმაღლა, ბავშვთა სახლის დირექტორი მიხეილ ფომენკო გახლდათ, მაგრამ ფაშისტებისსათვის უცხო იყო სიბრალულის გრძნობა და მათ ყურიც არ ათხოვეს ბავშვების დამცველს, მაშინ მიხეილმა სხვა ხერხს მიმართა: მან გერმანელებს უთხრა: როგორ შეიძლება მშიერმა და ავადმყოფმა ბავშვებმა მოგცეთ კარგი სისხლი, რომ ჯარისკაცებს გამოადგეს? მათ სისხლში ხომ არასაკმარისია ვიტამინები და რკინა, გარდა ამისა, ბავშვთა სახლში არაა ფანჯრები, არ გვაქვს შეშა, პატარები მუდმივად გაციებული და ვირუსიანები არიან, ავადმყოფები კი როგორ შეიძლება იყვნენ დონორები? ისინი ჯერ კარგად უნდა გამოვკვებოთ, ვუმკურნალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენოთ დონორებად (დირექტორს უნდოდა დრო მოეგო, რომ პატარების გადარჩენის გეგმა მოეფიქრებინათ)
ბევრი ფიქრის შემდეგ გერმანელები დათანხმდნენ ფომენკოს წინადადებას. მაშინ დირექტორმა შესთავაზა მათ ბავშვები გადაეყვანათ გერმანული გარნიზონით გამაგრებულ უახლოეს სოფელში, სადაც მათ უფრო კარგად მოუვლიდნენ. გერმანელები ასეც მოიქცნენ.
პირველი შენიღბული ნაბიჯი პატარების გადასარჩენად უკვე გადადგმული იყო. ამის შემდეგ კი დაიწყო ფარული მზადება გაცილებით დიდი ოპერაციისათვის: ბავშვები ჯერ უნდა გადაეყვანათ პარტიზანულ ზონაში, შედეგ კი თვითმფრინავით უსაფრთხო ადგილას.
მას შემდეგ, რაც გერმანელებმა ბავშვების დონორად გამოყენება გადაწყვიტეს, დაუწყეს მათ გაძლიერებული კვება, განუწყეტლივ ამარაგებდნენ მედიკამენტებით და საკუთარი შვილებივით ზრუნავდნენ მათ გამოჯანმრთელებაზე, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, თუ რა მზაკვრული გეგმა იმალებოდა ამ მზრუნველობის უკან. ორი თვის შემდეგ ფაშისტების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ბავშვების პირველი ნაკადი გაეგზავნათ დონორებად. დრო აღარ იცდიდა, პარტიზანები იძულებული გახდნენ დაეჩქარებინათ პატარების ევაკუაციის გეგმა. ..
და აი, 1944 წლის 18 თებერვლის ღამეს სოფლიდან საბავშვო სახლის 254 აღსაზრდელი, მათი 38 აღმზრდელი და იატაკქვეშა პარტიზანული ორგანიზაციის წევრები გამოვიდნენ.
ბავშვების ასაკი 3-დან 12 წლამდე იყო და ყველანი დუმდნენ ისე, რომ მათი სუნთქვის ხმაც კი არ ისმოდა. სამი წლის პატარებმაც კი იცოდნენ, რომ მათ სასიკვდილო საფრთხე ელოდათ და შიშისაგან ხმაგაკმენდილები მოჰყვებოდნენ გვერდით უფროსებს. სულ პატარები დიდებს ხელში აყვანილი მოჰყავდათ. იმ შემთხვევისათვის, თუ ფაშისტები ეჭვს აიღებდნენ და მდევარს დაადევნიდნენ გამოპარულებს, სოფლის გარშემო პარტიზანები დარაჯობდნენ, ტყეში კი პატარებს სანიტარული "მატარებელი" ელოდებოდა-35 ოთხთვალა. ოპერაციის შესრულებაში პარტიზანებს ძალიან დაეხმარნენ მფრინავები. ისინი გამუდმებით ტრიალებდნენ პოლოცკის თავზე, იქცევდნენ რა ამით გერმანელების ყურადღებას და ახშობდნენ რაზმის გადადგილებით გამოწვეულ უმნიშვნელო ხმაურს.
ბავშვები სასტიკად იყვნენ გაფრთხილებული-თუ ცაზე გამოჩნდებოდა მანათობელი რაკეტები, ისინი დაუყონებლივ მიწაზე უნდა დასხდარიყვნენ გაუნძრევლად. მთელი გზის განმავლობაში ასეთი ჩაჯდომა რამდენჯერმე მოხდა.
ბავშვები წარმატებულად დააბინავეს სანიტარულ ნაწილში, მაგრამ აქ მათი დარჩენა არ შეიძლებოდა, რადგან ფაშისტებმა დილითვე აღმოაჩინეს დანაკარგი და გამძვინვარებული ეძებდნენ ხელიდან დასხლეტილ პატარა დონორებს. საჭირო იყო ბავშვების სასწრაფოდ გადაყვანა ფრონტის ხაზს მიღმა.
დასახმარებლად მფრინავთა მესამე არმია მოევლინათ, მისმა მფრინავებმა სასწრაფოდ დაიწყეს ბავშვების გაყვანა ფრონტის ხაზიდან. თვითმფრინავებში 10 კაცის მეტი არ ეტეოდა, ამიტომ ფრთების ქვეშ სპეციალურ კაფსულა-აკვნებს ამაგრებდნენ დამატებითი ადამიანების მოსათავსებლად. ზოგადად ოპერაციის მსვლელობის დროს სულ გაყვანილი იქნა 500-მდე ადამიანი-ბავშვები, დაჭრილები, პარტიზანების ოჯახის წევრები...
მაგრამ მე მინდა ერთ გაფრენაზე მოგითხროთ-სულ უკანასკნელზე, რომელიც გახდა მაგალითი ადამიანის გასაოცარი სულის სიმტკიცისა და გაუგონარი გმირობისა.
საბედისწერო გაფრენა 10 აპრილის ღამეს მოხდა. ბავშვები მფრინავს, გვარდიის ლეიტენანტ ალექსანდრ მამკინს გადაჰყავდა. 28 წლის მფრინავი უკვე საკმაოდ გამოცდილი იყო-მას არაერთ საბრძოლო ოპერაციაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
ასაფრენ ზოლად ჯერ კიდევ გაყინული ტბა გამოიყენეს. თვითმფრინავში ათი ბავშვი, მათი აღსაზრდელი ვალენტინა ლატკო და ორი დაჭრილი პარტიზანი მოთავსდა.
თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ფრონტის ხაზის გადაკვეთის დროს მამკინის თვითმფრინავს გერმანელებმა ჭურვი მოარტყეს. მას ცეცხლი წაეკიდა. ფრონტის ხაზი უკან დარჩა, მაგრამ Р-5 იწვოდა. მამკინი რომ მარტო ყოფილიყო, სიმაღლეს ასწევდა და პარაშუტით გადმოხტებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას საკუთარი თავის გარდა 13 ადამიანის სიცოცხლე ებარა და მფრინავი სულაც არ აპირებდა ბავშვების დაღუპვას საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად...
და ამბავი ერთი მფრინავის გასაოცარი გმირობისა და თავგანწირვისამამკინი მიფრინავდა ცეცხლმოდებული თვითმფრინავით.. ცეცხლმა პილოტის კაბინაში შეაღწია, მაღალი ტემპერატურისაგან გადნა დამცავი სათვალეები და ის კანში ჩაეწვა მფრინავს, იწვოდა ტანსაცმელი, იწვოდა დამცავი მუზარადი, კვამლისაგან ხედვა სულ უფრო და უფრო ჭირდა, ფეხებისაგან მხოლოდ დანახშირებილი ძვლები დარჩა, მაგრამ მფრინავი, აუტანელი ტკივილის მიუხედავად, მაინც მიფრინავდა, მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა-ბავშვები უნდა გადაერჩინა.
მფრინავს ძალას აძლევდა ბავშვების ტირილის ხმა, რომელიც პილოტის კაბინის უკან ისმოდა-პატარებს ცეცხლის ეშინოდათ, მათ არ უნდოდათ სიკვდილი.
მამკინს თვითმფრინავი უკვე ბრმად მიჰყავდა, ითმენდა რა არაადამიანურ ტკივილს. ნახევრადდამწვარი მფრინავი მყარად იდგა ბავშვებსა და სიკვდილს შორის. როცა მან საბრძოლო მანქანა რაღაც სასწაულით დასვა მინდორზე, პირველი და უკანასკნელი კითხვა იყო:"ბავშვები ცოცხლები არიან?" და როცა პასუხად მიიღო- "ყველა ცოცხალია", მშვიდად დახუჭა თვალები და გრძნობა დაკარგა. მფრინავი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
ექიმები განციფრებული დასქცეროდნენ მის სხეულს და გაოცებისაგან თვალებს არ უჯერებდნენ: როგორ შეეძლო თვითმფრინავის მართვა და წარმატებულად დასმა ადამიანს, რომელსაც თვალებზე დამწვარი სათვალეების მასა ჰქონდა გადაკრული, ხოლო მისი სხეულის ქვედა ნაწილისაგან მხოლოდ ძვლები დარჩენილიყო? როგორ დაძლია მან ასეთი შოკი ისე, რომ შეინარჩუნა ცნობიერება? -კითხვაზე პასუხს ვერავინ სცემდა.
ალექსანდრ მამკინი მის მშობლიურ სოფელ მაკლოკში (სმოლენსკის რაიონი) დაკრძალეს. მის საფლავზე დღემდე იკრიბებიან ის ადამიანები, რომელთაც მან საოცარი გმირობისა და თავგანწირვის ფასად სიცოცხლე აჩუქა.

წყარო: intermedia.ge
817
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.