ნოდარ გურგენაძე » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ნოდარ გურგენაძე

ლევთერ ჭოჭუა


ნოდარ გურგენაძე სრულიად ახალგაზრდა ჭაბუკი იყო როდესაც ქალაქის სახანძრო დაცვაში რიგით მეხანძრედ ჩაირიცხა.
მან ადრე აითვისა პირველადი მომზადების პროგრამა და ადრევე გახდა თვალსაჩინო მებრძოლი. ხანძარზე სწრაფად და უშეცდომოდ მოქმედებდა, თუმცა ხშირად რისკზე მიდიოდა, მეტად სახიფათო ზონაში შეიჭრებოდა ლულით ხელში და იქიდან აქრობდა ხანძარს.
ნოდარი სახანძრო გამოყენებით სპორტშიც მონაწილეობდა, გამოდიოდა საქართველოს პირველობაზე იყო სპორტის ოსტატი.
საქართველოს პირველობაზე იყო გაზკვამლდაცვის სამსახურებს შორის პირველად გამართულ შეჯიბრებაზე თანაგუნდელებთან ერთად პირველი ადგილი დაისაკუთრა. მინიჭებული ჰქონდა პროფესიაში საუკეთესოს წოდება.
ერთერთ მსხვილ ობიექტზე გაჩენილი რთული და მნიშვნელოვანი ხანძრის ქრობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისათვის უმაღლესი პრეზიდიუმის ბრძანებულებით ნოდარი დაჯილდოვდა მედლით ხანძარზე მამაცობისათვის.
აი ასეთი თავდადებული მეხანძრეები იცავდნენ სახელმწიფო და კერძო საკუთრების ქონებას ხანძრით განადგურებისაგან.
2559
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.