ხანძარი ავტომობილზე » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძარი ავტომობილზე


ხანძარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შედარებით ნაკლებად წარმოიქმნება ვიდრე ავტო საგზაო შემთხვევა. თუმცა არა ნაკლებ დამანგრეველი შედეგებით.

ავტომობილებზე ხანძრის წარმოშობის მიზეზებია:
- მოუწესრიგებელი ელექტრო გაყვანილობა;
- საწვავის ავზისა და დამაკავშირებელი მილაკების ჰერმეტიულობის დარღვევა;
- საწვავი სითხის და ზეთის დაღვრა, გამოდინება ძრავის მექანზმებზე;
- ცუდად ჩამაგრებული აკუმულატორი;
- ავტო-საგზაო შემთხვევა (ავარია);
- მგზავრის ანდა მძღოლის დაუდევრობა;
- საწვავით გამართვის დროს თამბაქოს მოწევა;
- წლის ცივ პერიოდში ძრავის გათბობა ღია ცეცხლის გამოყენებით აუცილებელი ნივთები რომელებიც ყოველთვის უნდა იყოს ავტომობილში:
- სამედიცინო აფთიაქი მედიკამენტებით;
- ცეცხლმაქრი;
- არა სინთეტიკური გადასაფარებელი (ნაჭერი);
- სასიგნალო (სამკუთხედი)

დღეისათვის ავტომიბილებისათვის განკუთვილ ცეცხლმაქრებს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:
- მსუბუქი ავტომობილებისთვის საჭიროა ფხვნილისებრი ან ნახშირმჟავიანი ცეცხლმაქრი 2 ლიტრი ტევადობით;
- სატვირთო ავტმობილებისათვის საჭიროა ფხვნილისებრი ან ნახშირმჟავიანი ცეცხლმაქრი 5 ლიტრი ტევადობით, ხოლო ბენზინმზიდებისთვის 2 ცალი 5 ლიტრიანი;
!!! ფხვნილისებრი ცეცხლმაქრებისათვის ექსპლუატაციის ვადაა 1,5 წელი, ხოლო ნახშირმჟავიანისთვის 5 წლამდე !!!

როგორც, წესი, ავტომობილზე ხანძარი იწყება უეცრად. წვიდან დანახშირებამდე გადის სულ რამოდენიმე წუთი. ასე, რომ დამახასიათებელი ნიშნების (დამწვრის სუნი და კვამლი)
გაჩენამდე ხანძრის აღმოჩენა შეუძლებელია. ამ დროს კი ხანძარი აღწევს ისეთ მასშტაბს, რომ ხელის ცეცხლმაქრის ხმარება შეიძლება დაგვიანებულიც აღმოჩნდეს.
ავტომობილის სალონი წამებში იწვება, მაქსიმუმ 2-3 წუთში, ხოლო 10 წუთში მანქანა მთლიანად იწვება. აქედან გამომდინარე სახანძრო გათვლის მოსვლას არ უნდა დაველოდოთ.
ქონების გადარჩენის ერთადერთი შანსია - ჩვენ თვითონ შევეცადოთ ხანძრის ჩაქრობას. საწყისი სტადიისთვის ეს შესაძლებელია (როგორც ვთქვით, გრძელდება 2-3 წუთი), თუ მძღოლს ხელმისაწვდომ ადგილას აქვს ხელის ცეცხლმაქრი. ამიტომ რეკომენდირებულია ცეცხლმაქრი გარდა საბარგულისა, მოთავსებული იყოს სალონში, თუ კონსტრუქცია ამის საშუალებას იძლევა.
ავტობუსებში ერთი ცეცხლმაქრი მოთავსებულია მძღოლთან, ხოლო მეორე მგზავრების სალონში.

ცეცხლმაქრის შეძენისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
- ფხვნილოვანი წარმოქმნის ფხვნილის ,,ღრუბელს” მხედველობის შესამჩნევი შემცირებით;
- ნახშირორჟანგიანი- დაბალი ტემპერატურის პირობებში ნაკლებად ეფექტიურია;
- ჩვეულებრივი, პორტატული ცეცხლმაქრი მოსახერხებელია სალონში დასმონტაჟებლად ცეცხლმაქრის შეძენისას გარეგანი დათვალიერებით დააკვირდით:
- კორპუსზე, მართვის კვანძებსა და თავაკზე არ უნდა ჰქონდეს ნაჩხაპნები და ჩაღრმავებები;
- კორპუსზე უნდა ჰქონდეს მკაფიო ინსტრუქცია, ხოლო დამცავ მოწყობილობაზე პლომბი;
- მანომეტრის ანდა ინდიკატორის არსებობის შემთხვევაში ეს მოწყობილობები უნდა აჩვენებდეს დამუხტვის ხარისხს;
- მოქნილი შლანგის მდგომარეობას;
- სახანძრო უსაფრთხოების, ჰიგიენურობის სერტიფიკატის და ტექნიკური პასპორტის არსებობას

ავტომობილზე ხანძრის შემთხვევაში
გააჩერეთ ავტომობილი და გასაღებით გამორთეთ ანთების სისტემა;
დააყენეთ მანქანა მუხრუჭზე, დაბლოკეთ ბორბალი (არამდგრადი მდგომარეობა გააძლიერებს ინციდენტს);
გზაზე დააყენეთ გაფრთხილებელი სამკუთხედი;
დაეხმარეთ დაზარალებულებს;
გამოიძახეთ დახმარება: სამედიცინო, და ტექნიკური ( სახანძრო-სამაშველო, პოლიცია);
დაჭრილები გადაიყვანეთ უსაფრთხო მანძილზე;
ბენზინის გაჟონვის შემთხვევაში პატარა ქვის ხახუნმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი;
გაზზე მუშაობისას გადავკეტოთ ორივე ონკანი საწვავის (პროპანი, ბენზინი) ავზზე ;
მიმართეთ ცეცხლმაქრის ჭავლი ალის ძირზე. ეფექტიურია ხელთარსებული საშუალებების გამოყენება (ქვიშა, მიწა, გადასაფარებელი, ტანსაცმელი, ნასროლი წყლიანი პაკეტი);
თუ ხანძარი მხოლოდ კარბიურატორშია, ჩართეთ ძრავი მაქსიმალურ ბრუნზე, რასაც შეუძლია ხანძრის ჩაქრობა;
თუ ხანძარმა მოიცვა მანქანის უკანა ნაწილი სადაც განთავსებულია ბენზინის ავზი, სასწრაფოდ მოცილდით ავტომობილს უსაფრთხო მანძილზე;
თუ ხანძარმა მოიცვა ავტომობილის სალონი, რომელიც შესრულებულია სინთეთიკური წვადი მასალებით, ხანძარი ძალინ სწრაფად ვრცელდება (2-3 წუთი), ეცადეთ დროულად
დატოვოთ სალონი;
252
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.