ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები

ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები


მუხლი 5. ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული ღონისძიებები
1. ყველა ობიექტზე უნდა იყოს დადგენილი და დაცული ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგენს ადამიანის ქცევის, წარმოების ორგანიზების ან/და ორგანიზაციის, ობიექტის ტერიტორიის, შენობის, ნაგებობისა და სათავსის მოვლა-პატრონობის წესებს - სახანძრო საშიშროების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი.
2. შენობა-ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების ტექნიკური საშუალებების ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად ობიექტის თანამშრომელთაგან უნდა დაინიშნოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე, მათ შეკეთებაზე, დაცვასა და გამოყენებისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელი პირი (ასეთი სისტემების არსებობის შემთხვევაში).
3. ობიექტზე ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების ტექნიკური მომსახურების და გეგმური შეკეთების პერიოდში, რომლის დროსაც საჭიროა დანადგარების (ცალკეული ხაზები, მაუწყებლები) ან სისტემის გათიშვა, ობიექტის ხელმძღვანელმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა აუცილებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს დამატებითი ზომების მიღება შენობა-ნაგებობების, სათავსების, ტექნოლოგიური მოწყობილობების ხანძრისაგან დასაცავად.
4. შენობა-ნაგებობების ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ სათავსებში (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა), ნივთიერებებისა და მასალების ღიად შენახვის, ტექნოლოგიური დანადგარების განთავსების ადგილებში უნდა იყოს გამოკრული აბრები სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტელეფონის ნომრის აღნიშვნით. აბრები უნდა გამოიკრას ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების და შიდა სახანძრო ონკანების განთავსების ადგილებში, აგრეთვე საევაკუაციო გასასვლელებთან.
5. ობიექტის თანამშრომლები სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების შემდეგ, ამ ტექნიკური რეგლამენტის №6 დანართის მოთხოვნების შესაბამისად. სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ობიექტებზე ხორციელდება ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით, რომლის წესი და პერიოდულობა განისაზღვრება ობიექტის ხელმძღვანელის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანი და მეტი) საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის, შენობებისათვის, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აგრეთვე ხანძარსაშიში, მომეტებული აფეთქებახანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში საწარმოო და სასაწყობო დანიშნულების სათავსებისათვის (შენობა-ნაგებობები) უნდა შემუშავდეს ინსტრუქციები „სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ” (დანართი №2). შენობებისათვის, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უნდა იქნეს შემუშავებული სახანძრო უსაფრთხოების სპეციალური წესები, აღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციის სპეციფიკისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 6 იანვრის №41 საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებით.
7. ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და უშუალოდ პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებისა) და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა (ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი მოყვანილია №3 დანართში).
8. ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ობიექტებისათვის შემუშავებული უნდა იქნეს ხანძრის პირობებში ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის პერსონალის მოქმედებების ინსტრუქცია (დანართი №4). ობიექტების ხელმძღვანელებმა არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა უზრუნველყონ ხანძრის დროს პერსონალის მოქმედებების გავარჯიშება შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმების პარალელურად.
9. ობიექტებში, სადაც ღამის საათებში იმყოფებიან ადამიანები (მათ შორის, სკოლა-ინტერნატები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ხანდაზმულთა, ფსიქონევროლოგიური და სპეციალიზებული დანიშნულების საბავშვო დაწესებულებები, სააღმზრდელო დაწესებულებები, საავადმყოფოები და ბავშვთა საზაფხულო დასვენების ობიექტები) ხელმძღვანელის მიერ ორგანიზებული უნდა იქნეს მომსახურე პერსონალის სადღეღამისო მორიგეობა.
10. იმ ობიექტების ხელმძღვანელებმა, სადაც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ორგანიზება უნდა გაუწიონ თანამშრომლების მომზადებას ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მათ მიერ ადამიანთა ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის.
11. საწარმოო და სასაწყობო დანიშნულების ობიექტების სათავსების საევაკუაციო გასასვლელების კარებზე, ასევე გარე ტექნოლოგიურ დანადგარებზე უნდა იყოს გამოკრული ინფორმაცია ამ სათავსების ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში კატეგორიის, აგრეთვე ფეთქებადსაშიში ან/და ხანძარსაშიში ზონების კლასების შესახებ №5 დანართის მოთხოვნების შესაბამისად.
12. მდგრადი მშრალი, ცხელი ამინდის და ძლიერი ქარის დროს, ასევე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პერიოდში დასახლებებში და ობიექტებზე, საქართველოს მთავრობის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა და საწარმოო ობიექტების ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ დამატებითი ზომები ხანძრის გაჩენის საშიშროების შესამცირებლად, მათ შორის:
ა) აკრძალონ ღია ცეცხლის დანთება და ხანძარსაშიში სამუშაოების წარმოება განსაზღვრულ უბნებზე;
ბ) ორგანიზება გაუწიონ შესაბამისი ტექნიკის მომზადებას, დასახლებებში და მიმდებარე ტყის მასივებში პატრულირებას მოსახლეობის და მოხალისე მეხანძრეების ძალებით და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით;
გ) ორგანიზება გაუწიონ მოსახლეობასთან შესაბამისი განმარტებითი სამუშაოების წარმოებას სახანძრო უსაფრთხოების ზომებისა და ხანძრის დროს მოქმედებების თაობაზე.
13. პიროტექნიკური ნაკეთობების და ღია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეცეფექტების მოწყობისას ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ უნდა იყოს შემუშავებული და განხორციელებული ხანძრის თავიდან ასაცილებელი ზომები (მათ შორის, ფეიერვერკების მოწყობის წესი, ხანძრის ჩაქრობის საშუალებების, პიროტექნიკური ნაკეთობების განთავსების და საშიში ზონის სქემა, ხანძრის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების გეგმა).
მუხლი 6. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დასახლებებისა და ობიექტების ტერიტორიებისათვის
1. გასასვლელები და მისასვლელები უნდა უზრუნველყოფდეს სახანძრო ტექნიკის შენობა-ნაგებობებთან შეუფერხებლად მისვლის შესაძლებლობას წელიწადის ნებისმიერ დროს, ღია საწყობებთან, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყლის წყაროებსა და სახანძრო კიბეებთან. გზების ან შესასვლელების გადაკეტვის შესახებ (მათი შეკეთება ან სხვა მიზეზი, რაც ხელს უშლის სახანძრო ავტომობილის გავლას) საშემკეთებლო (სამშენებლო) საქმიანობის მწარმოებელი ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია სახანძრო-სამაშველო დანაყოფს ამ სამუშაოების ვადების შესახებ და უზრუნველყოს გზის შემოვლის მიმართულების მაჩვენებლების დადგმა ან გზის შესაკეთებელ სარემონტო უბნებზე გადასასვლელების მოწყობა.
2. აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაჩერება სახანძრო ჰიდრანტების ჭების სახურავებზე.
3. დროებითი შენობა-ნაგებობები უნდა იყოს განლაგებული სხვა შენობა-ნაგებობებიდან არანაკლებ 15 მ-ის მანძილზე (გარდა სხვა ნორმების მოთხოვნებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან ხანძარსაწინააღმდეგო კედლებთან.
4. კოცონის გაჩაღება, ნარჩენების და ტარის დაწვა დაპროექტების ნორმებით დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების ფარგლებში უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობებიდან არანაკლებ 50 მ-ის მანძილზე.
5. წიწვოვანი ტყის მასივებში განლაგებული ბავშვთა საზაფხულო გამაჯანსაღებელი ობიექტების და საზაფხულო აგარაკების ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 მ სიგანის დამცავი მინერალიზებული ზოლი, შენობა-ნაგებობებზე ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
6. ტყის მასივებში განლაგებული დასახლებისათვის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უნდა იყოს შემუშავებული და შესრულებული ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავენ ცეცხლის გადასვლას შენობა-ნაგებობებზე ტყის ხანძრების დროს (დამცავი ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა, ფოთლოვანი ხეების დარგვა, ზაფხულში ხმელი მცენარეებისაგან გაწმენდა და სხვა).
7. ხანძრის საშიშროების მომატების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის და მუნიციპალიტეტის ორგანოების გადაწყვეტილებით შესაბამის ტერიტორიებზე შეიძლება დადგინდეს განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
8. სახელმწიფო, მუნიციპალური, საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის დანაყოფებში, რომელთა ძირითადი ამოცანებია ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და ჩატარება, ხანძრის ჩაქრობის მობილური საშუალებები (სახანძრო ავტომობილები, მოტოტუმბოები) და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება უნდა იყოს გამართული და განთავსებული სახანძრო დეპოებში ან ამ მიზნებისათვის სპეციალურად განკუთვნილ ბოქსებში, რომლებსაც გააჩნიათ გათბობა, ელექტრომომარაგება, სატელეფონო კავშირი და სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის ნორმალური და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველმყოფი სხვა მოწყობილობები და დანადგარები.
9. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის დისლოკაცია ქალაქის, დაბის და სოფლის კატეგორიის დასახლების ტერიტორიებზე განისაზღვრება შემდეგი პირობიდან - პირველი დანაყოფის გამოძახების ადგილზე მისვლის დრო ქალაქისა და დაბის დასახლების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სოფლის დასახლებაში - 20 წუთს.
10. ქალაქის, დაბის და სოფლის კატეგორიის დასახლების ტერიტორიებზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის დისლოკაციის ადგილის განსაზღვრის წესი და მეთოდი დგინდება სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტებით.
მუხლი 7. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები შენობა-ნაგებობებისა და სათავსებისათვის
1. ობიექტებზე აკრძალულია მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტების შეცვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობების გაუარესება, შეაფერხოს სახანძრო უსაფრთხოების საშუალებებთან მისვლა და შეამციროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემების მოქმედების ზონა.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განთავსების ადგილიდან (შენობები, სადაც ისინი მუდმივად იმყოფებიან) სათავსების, სართულების, შენობის საევაკუაციო გასასვლელებამდე მანძილი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მინიმალური, ამასთან, მანძილი ჩიხურ დერეფანში განთავსებული სათავსების კარებიდან სართულის საევაკუაციო გასასვლელამდე არ უნდა აღემატებოდეს 15 მ-ს.
3. საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები, აგრეთვე ავტოტექნიკის სადგომები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით ამ ტექნიკური რეგლამენტის დებულებების მოთხოვნათა შესაბამისად. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების განთავსების ადგილები უნდა იყოს აღნიშნული სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნებით.
4. შენობა-ნაგებობებში ხანძარფეთქებადსაშიში მოწყობილობა და ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების შენახვის ადგილი უნდა იყოს აღნიშნული სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნებით. დაუშვებელია ხანძარფეთქებადსაშიშროების უცნობი თვისებების მქონე მასალებისა და ნივთიერებების შენახვა სხვა ხანძარფეთქებადსაშიშ მასალებსა და ნივთიერებებთან ერთად.
5. შენობა-ნაგებობების და სათავსების ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო კარები, სარქველები, ლიუკები, სხვა დამცავი მოწყობილობები ხანძარსაწინააღმდეგო კედლებსა და გადახურვებში, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები (მათი არსებობის შემთხვევაში) მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.
6. ობიექტებზე აკრძალულია:
ა) სარდაფის, სხვენის და ცოკოლის სართულებში ადვილაალებადი და წვადი სითხეების, დენთის, ფეთქებადი ნივთიერებების, პიროტექნიკური ნაკეთობების, წვადი აირის ავზების, აეროზოლის პაკეტებში დაფასოებული საქონლის და სხვა ხანძარფეთქებადსაშიშ ნივთიერებათა და მასალათა შენახვა-გამოყენება, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნორმატიული დოკუმენტებით;
ბ) სარდაფის და ცოკოლის სართულებში წვადი მასალების შენახვა, სახელოსნოების და სხვა სამეურნეო დანიშნულების სათავსების მოწყობა, თუ მათში შესასვლელი არ არის იზოლირებული საერთო კიბის უჯრედისაგან;
გ) სხვენის, ტექნიკური სართულების, სავენტილაციო კამერების და სხვა ტექნიკური სათავსების გამოყენება საწარმოო უბნების და სახელოსნოების მოსაწყობად, აგრეთვე პროდუქციის, მოწყობილობების, სხვა წვადი მასალების და საგნების შესანახად (მათ შორის დროებით);
დ) ლიფტის ჰოლებში საკუჭნაოების, ჯიხურების, ფარდულების და სხვა სათავსების განთავსება;
ე) საევაკუაციო გასასვლელების, მათ შორის კარების, აივნების და ლოჯიების ლიუკების, მომიჯნავე სექციებში გადასასვლელების ღიობების, გარე საევაკუაციო კიბეებზე გასასვლელების ჩახერგვა ავეჯით, მოწყობილობებით და სხვა საგნებით;
ვ) სათავსების ფანჯრებზე, სადაც მუდმივად იმყოფებიან ადამიანები, სარდაფის სათავსების ფანჯრებსა და ფანჯრების თანაორმოებზე ყრუ გისოსების დაყენება (გარდა უშუალოდ პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებისა), სათავსების დასუფთავება ადვილაალებადი და წვადი სითხეების გამოყენებით, აგრეთვე გაყინული მილების გათბობა სარჩილი ლამპით და ღია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ხერხებით;
ზ) საწარმოო დანიშნულების ობიექტების სათავსებში (გარდა V ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებისა) ანტრესოლების, წვადი და ძნელად წვადი მასალებისა და ფურცლოვანი ლითონისგან ჩაშენებული სხვა სათავსების მოწყობა.
7. მასობრივი თავშეყრის ღონისძიებების (საღამოები, დისკოთეკები, საახალწლო, სპორტული, საკონცერტო, თეატრალური და სხვა წარმოდგენები) ჩატარებისას შენობა-ნაგებობებსა და სათავსებში ხანძრის დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აკრძალულია:
ა) პიროტექნიკური ნაკეთობების, რკალური პროჟექტორების და სანთლების გამოყენება;
ბ) ღონისძიებების ჩატარება სათავსებში, თუ ფანჯრების გასაშლელი გისოსები ჩაკეტილია;
გ) ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარება (ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული და ელექტროსაშემდუღებლო) სახანძრო ნაკვეთურის ფარგლებში, რომლებშიც ტარდება ღონისძიება.
მუხლი 8. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საევაკუაციო გზებისა და გასასვლელებისათვის
1. საევაკუაციო გზების და გასასვლელების ექსპლუატაციისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საევაკუაციო გზების და გასასვლელების რაოდენობის, ზომების, განათების და გეგმარებით-მოცულობითი გადაწყვეტების დაცვა, აგრეთვე ამ გზებზე სახანძრო უსაფრთხოების ნიშნების არსებობა.
2. საევაკუაციო გზების და გასასვლელების ექსპლუატაციისას აკრძალულია:
ა) პროექტით გათვალისწინებული საევაკუაციო გასასვლელების (სართულების დერეფნები, ტამბურები, ფოიე, ჰოლები და კიბის უჯრედები) კარების მოხსნა;
ბ) დამატებითი კარების დაყენება ან არსებული კარების გაღების მიმართულების შეცვლა (პროექტიდან გადახვევა) ბინებიდან საერთო დერეფანში (კიბის უჯრედის ბაქანზე), თუ ეს აფერხებს ადამიანთა თავისუფალ ევაკუაციას ან აუარესებს ევაკუაციის პირობებს მომიჯნავე ბინებიდან;
გ) საევაკუაციო გასასვლელების რაოდენობის შემცირება (აჭედვა, გარედან ჩაკეტვა, ამოშენება);
დ) საევაკუაციო გზების და გასასვლელების (მათ შორის, დერეფნები, ტამბურები, გალერეები, ლიფტის ჰოლები, კიბის ბაქნები და მარში, კარების ღიობი, საევაკუაციო ლიუკები) სხვადასხვა მასალით, ნაკეთობებით, მოწყობილობებით, ნარჩენებით და სხვა საგნებით ჩახერგვა. გასასვლელების ტამბურებში (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა) ტანსაცმლის საკიდების, საშრობებისა და გარდერობების მოწყობა, აგრეთვე ინვენტარისა და მასალების (მათ შორის დროებით) შენახვა;
ე) კიბის უჯრედების, დერეფნების, ჰოლებისა და ტამბურების თვითჩამკეტი კარების ღია მდგომარეობაში ფიქსირება (თუ ამ მიზნისთვის არ გამოიყენება ხანძრის შემთხვევაში ავტომატური ამოქმედების მოწყობილობა), აგრეთვე კარების ან მათი თვითჩამკეტი მოწყობილობების მოხსნა;
ვ) სართულების დერეფნებიდან დაუკვამლიანებელ კიბის უჯრედში გარე საჰაერო ზონით გამავალი გადასასვლელების იზოლირება (შემინვა ან ამოშენება);
ზ) საევაკუაციო გზებზე არსებულ კარებზე ცეცხლმედეგობის ზღვარის მქონე შემინვის (მათ შორის, არმირებული) ჩვეულებრივით, აგრეთვე წვადი ფურცლოვანი მასალებით (ფანერა, ორგალიტი) შეცვლა;
თ) კიბის უჯრედებსა და დერეფნებში საკუჭნაოების და სამშენებლო პროექტით გაუთვალისწინებელი სხვა სათავსების მოწყობა, აგრეთვე კიბის მარშების ქვეშ და ბაქნებზე ნივთების და სხვა მასალების შენახვა;
ი) საევაკუაციო გზების მოსაპირკეთებლად იმ მასალების გამოყენება, რომელთა სახანძრო საშიშროების მაჩვენებელი აღემატება სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ მაჩვენებელს;
კ) საევაკუაციო გზებზე ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეების შემავსებლის შეცვლა მასალებით, რომლებიც ამცირებენ ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეების ცეცხლმედეგობის ზღვარს;
ლ) კიბის უჯრედებში კონდენციონერების გარე ბლოკების განთავსება;
მ) საევაკუაციო გზებზე ზღურბლების (გარდა კარების ღიობების ზღურბლისა), გასაწევი, ასაწევ-დასაწევი კარების და ჭიშკრების, მბრუნავი კარების და ტურნიკეტების, ასევე სხვა მოწყობილობების დაყენება, რომლებიც ხელს შეუშლის ადამიანთა თავისუფალ ევაკუაციას.
3. ერთი საევაკუაციო გასასვლელის მქონე სათავსში 50-ზე მეტი ადამიანის ერთდროული თავშეყრა დაუშვებელია. IV და V ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებში 50-ზე მეტი ადამიანის ერთდროული თავშეყრა დასაშვებია მხოლოდ შენობის პირველი სართულის სათავსებში.
4. საევაკუაციო გზებზე არსებული კარების გაღება გათვალისწინებული უნდა იყოს შენობიდან გასვლის მიმართულებით, გარდა იმ კარებისა, რომელთა გაღების მიმართულება ნორმირებული არ არის სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული აქტებით, ან მათთვის დადგენილია განსაკუთრებული მოთხოვნები.
5. შენობების, სათავსების საევაკუაციო გასასვლელების კარებს, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უნდა ჰქონდეთ ისეთი სახელურები და ჩამკეტები, რომლებიც იძლევიან დამატებითი ძალის გამოყენების გარეშე, ცალი ხელით კარის გაღების საშუალებას. დერეფნის ან სათავსის კუთხეებში არსებული კარის სახელურების დაშორება გვერდით კედლამდე უნდა იყოს არანაკლებ 0,6 მ.
მუხლი 9. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები შენობა-ნაგებობების ელექტროდანადგარებისათვის
1. ელექტროდანადგარებისა და ელექტროტექნიკური პროდუქტის მონტაჟი და ექსპლუატაცია, აგრეთვე ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი შენობა-ნაგებობებში უნდა განხორციელდეს საპროექტო და ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, საქართველოს სტანდარტების, სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების კრებულის, სტანდარტების) მოთხოვნების შესაბამისად.
2. ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის დროს აკრძალულია:
ა) არასტანდარტული (თვითნაკეთი) ელექტროგამახურებელი ხელსაწყოების, გადატვირთვისა და მოკლე ჩართვისაგან დამცავი არაკალიბრებული დნობადი დამცველების ან სხვა თვითნაკეთი აპარატების გამოყენება;
ბ) ელექტროფარებთან, ელექტროძრავებსა და გამშვებ აპარატურასთან წვადი (მათ შორის ადვილაალებადი) მასალებისა და ნივთიერებების დაწყობა-შენახვა;
გ) ხანძარსაშიშ და ფეთქებადსაშიშ ზონებში ელექტროდანადგარების გამოყენება, რომლებსაც არ გააჩნიათ ქარხანა-დამამზადებლის მიერ შესრულებული ხანძრისაგან ან/და აფეთქებისაგან დაცვის შესაბამისი ხარისხი;
დ) ელექტროსადენების და კაბელების გადაბმების და ბოლოების იზოლაციის გარეშე დატოვება;
ე) სათავსში ჯავშნიანი კაბელების გაყვანა წვადი საფარის მოხსნის გარეშე;
ვ) დროებითი ელექტროგაყვანილობის და ელექტროხელსაწყოების კვებისათვის დამაგრძელებელი ელექტროსადენების გამოყენება, თუ მათი დანიშნულება არ არის განპირობებული საავარიო და დროებითი სამუშაოების წარმოებით;
ზ) ელექტროქსელში ჩართული ელექტროგამაცხელებელი ხელსაწყოების, აგრეთვე სხვა საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება (მათ შორის, „მოლოდინის“ რეჟიმში), გარდა ელექტროხელსაწყოებისა, რომელთა სადღეღამისო მუშაობის რეჟიმი გათვალისწინებულია ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციით;
თ) სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ელექტროდანადგარების და საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოების ელექტროქსელში ჩართულ მდგომარეობაში დატოვება იმ სათავსებში, სადაც არ იმყოფება მორიგე პერსონალი, გარდა მორიგე განათებისა, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისა, სხვა ელექტროდანადგარებისა და ელექტროტექნიკური ხელსაწყოებისა, რომელთა მუშაობა განპირობებულია მათი ფუნქციონალური დანიშნულებით და/ან გათვალისწინებულია მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციით.
3. დაუშვებელია ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზების (მათ შორის, დროებითი და კაბელით გაყვანილი) წვადი სახურავების, ფარდულების, აგრეთვე წვადი ნივთიერებების, მასალების და ნაკეთობების (შტაბელები, ზვინები) ღია საწყობების ზემოდან გადატარება.
4. საევაკუაციო გზებზე მოწყობილი სახანძრო უსაფრთხოების თვითმანათობელი მაჩვენებლები, როგორც ავტონომიური კვებით, ასევე ელექტროქსელში ჩართული (მათ შორის, შუქმაჩვენებლები „საევაკუაციო გასასვლელი“), უნდა იყოს მუშა და გამართულ მდგომარეობაში. მაყურებელთა, სადემონსტრაციო, საგამოფენო და სხვა დარბაზებში მათი ჩართვა აუცილებელია მხოლოდ ღონისძიებების ჩატარების დროს, ადამიანთა თავშეყრისას.
5. სოფიტების მოწყობისა და ექსპლუატაციისას სამაგრ კონსტრუქციებად, შუქდამჭერ და ამრეკლ ეკრანებად წვადი მასალების გამოყენება აკრძალულია. ლინზური პროჟექტორებიდან, პროჟექტორებიდან და სოფიტებიდან წვად კონსტრუქციებსა და მასალებამდე უნდა იყოს დაცული უსაფრთხო მანძილი, რომელიც მოყვანილია ნაკეთობის ტექნიკურ დოკუმენტაციაში. პროჟექტორების და სოფიტების შუქფილტრები უნდა იყოს უწვი მასალების.
მუხლი 10. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები შენობა-ნაგებობების გათბობისა და ვენტილაციის სისტემებისათვის
1. გათბობის და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი და ექსპლუატაცია, აგრეთვე მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი უნდა განხორციელდეს საპროექტო და ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, საქართველოს სტანდარტების, სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების კრებულის, სტანდარტების) მოთხოვნების შესაბამისად.
2. თბომაგენერირებელი აპარატების წვის პროდუქტები, როგორც წესი, გაყვანილი უნდა იქნეს შენობა-ნაგებობების ფარგლებს გარეთ, ამ მიზნებისათვის სპეციალურად მოწყობილი საკვამლე მილების საშუალებით. თბომაგენერირებელი აპარატები, რომლებმაც სათავსში შეიძლება გამოყონ წვის პროდუქტები, უნდა განთავსდეს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. აკრძალულია საკვამლე მილებად სავენტილაციო არხების გამოყენება.
3. საკვამლე მილის კონსტრუქციას უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური ღიობები ჭვარტლის მოსაცილებლად.
4. მყარ საწვავზე მომუშავე თბომაგენერირებელი აპარატების საცეცხლე კარებწინა წვადი მასალის იატაკი დაცული უნდა იყოს უწვი მასალით.
5. საქვაბეებისა და სხვა თბომაგენერირებელი აპარატების ექსპლუატაციისას დაუშვებელია:
ა) სამუშაოდ იმ პირთა დაშვება, რომლებსაც არა აქვთ გავლილი შესაბამისი სწავლება;
ბ) თხევადი საწვავის შენახვა სათავსებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მიზნებისთვის;
გ) საწვავად წვადი ნივთიერებების (მყარი, თხევადი და აირისებრი) გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მოწყობილობის ექსპლუატაციის წესებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მუშაობა კონსტრუქციით გათვალისწინებული საკონტროლო და მარეგულირებელი ხელსაწყოების არარსებობის, გაუმართაობის ან გამორთვისას.
6. მყარ საწვავზე მომუშავე საქვაბე დანადგარების საკვამლე მილები უნდა იყოს მოწყობილი ნაპერწკალჩამქრობებით და იწმინდებოდეს ჭვარტლისგან.
7. ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების ექსპლუატაციისას აკრძალულია:
ა) სავენტილაციო კამერების კარების ღია მდგომარეობაში დატოვება;
ბ) გამწოვი არხების, ღიობების და ცხაურების გადაკეტვა;
გ) ჰაერსატარებში დაგროვილი ცხიმნალექების, მტვრისა და სხვა წვადი ნარჩენების ამოწვა;
დ) ჰაერსატარებზე აირის გამათბობელი ხელსაწყოების მიერთება.
მუხლი 11. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ავტომატური ჩაქრობის დანადგარების, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის სისტემებისათვის
1. შენობა-ნაგებობებში მოწყობილი სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ავტომატური ჩაქრობის დანადგარების, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ევალებათ ობიექტის ხელმძღვანელებს. დანადგარების (ცალკეული ხაზები, მაუწყებლები) ან სისტემების გათიშვა აკრძალულია, თუ ეს არ არის დაკავშირებული ტექნიკურ მომსახურების რეგლამენტით გათვალისწინებულ ან გეგმიურ სარემონტო სამუშაოების შესრულებასთან. დაუშვებელია დანადგარების გადაყვანა ავტომატურიდან ხელით გაშვებაზე, გარდა ამ დანადგარების ტექნიკური მომსახურების დოკუმენტაციაში სპეციალურად მოყვანილი შემთხვევებისა.
2. ხანძრის ჩაქრობის სისტემების ხელით გაშვების მოწყობილობა უნდა იყოს დალუქული და დაცული მათი შემთხვევით მოქმედებაში მოყვანისა ან მექანიკური დაზიანებისაგან.
3. შენობა-ნაგებობებში სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ავტომატური ჩაქრობის დანადგარების, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის სისტემების მონტაჟი, ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურების რეგლამენტით გათვალისწინებული და გეგმიური სარემონტო სამუშაოები, აგრეთვე მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი უნდა განხორციელდეს საპროექტო და ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, საქართველოს სტანდარტების, სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების კრებულის, სტანდარტების) მოთხოვნებ
193
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.