სახანძრო სახელოები და მათი არმატურა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო სახელოები და მათი არმატურა

სახანძრო სახელოები და მათი არმატურა

სახანძრო სახელოები

შემწოვი სახანძრო სახელოები განკუთვნილია წყლის წყაროსთან ტუმბოს შესაერთებლად და წყლის წყაროებიდან ტუმბომდე წყლის ტრანსპორტირებისათვის. როგორც წესი, შემწოვი სახელოები მუშაობენ გაუხშოებლად. ამიტომ სახელოების კონსტრუქციაში ითვალისწინებენ სიმაგრის მქონე სპილარული ფოლადის მავთულის სახის სპეციალურ კარკასს, რომელიც იცავს სახელოს ჩაჭყლეტისაგან და აძლევს მას აუცილბელ მექანიკურ სიმტკიცეს. ჩვეულებრივად სახელო შედგება- 15-20 მმ სისქის რეზინის ორი ფენისაგან, რომელთა შორის ათავსებენ ფოლადის რამდენიმე ფენით. სახელოს რეზინის ფენა უზრუნველყოფს ჰაერ და წყალშეუღწევადობას, ხოლო მორეზინებული ქსოვილის ფენა უზრუნველყოფს მის აუცილებელ სიმტკიცეს მჭიმავი ძალდატანებისას ჰიდრანტიდან მუშაობის დროს, როცა წყალი მოედინება ჭარბი დაწოლის ქვეშ.
შემწოვ სახელოებს უშვებენ 25, 65, 75, 100, 125 და 150 მმ დიამეტრით. 75მმ დიამეტრის სახელოებს იყენებენ ჰიდრანტიდან მუშაობისას და ისინი II ჯგუფს განეკუთვნება, ხოლო 100, 125 და 150 მმ დიამეტრიანებს - წყალსატევებიდან წყლის აღებისას და მათ მიაკუთვნებენ I ჯგუფს.
სახანძრო ავტომობილზე სახელოების დალაგების პირობებთან დაკავშირებით მათ სიგრძეს ღებულობენ 2 და 4 მ. უფრო მეტად გავრცელებულია ოთხმეტრიანი სახელოები.
პერიოდულად ახდენენ შემწოვი სახელოების ჰიდრავლიკურ გამოცდას. I ჯგუფის სახელოებს გამოცდიან ხოლმე 0,5კგ/სმ2 -მდე წნევაზე 5 წუთის განმავლობაში, ხოლო გაუხეშაობას ამოწმებენ არანაკლებ 550 მმ/ვერცხ. სვ. 3 წუთის განმავლობაში. 75 მმ -მდე დიამეტრის II ჯგუფის სახელოებს გამოცდიან 8 კგ/სმ2 წნევაზე 5 წუთის განმავლობაში, ხოლო მის გაუხეშაობას - არანაკლებ 550 მმ ვერც. სვ. 3 წუთის განმავლობაში. თუ ამ დროს წნევის დაცემა არ შეიმჩნევა, ხოლო გაუხშოება დაეცემა არაუმეტეს 100 მმ ვერც. სვ. მაშინ სახელოები წესივრულად ითვლება.
შემწოვი სახელოების უფრო მეტად დამახასიათებელ უწესივრობას წარმოადგენენ: რეზინის შიგნითა ფენის აშრევება, ფოლადი ზამბარის დაჭმუჭვნა და ნახვრეტები. უწესივრობის გამოკლებისას სახელოებს ცვლიან და სარემონტოდ აგზავნიან. შემწოვ სახელოებს თან ახლავს შემაერთებელი არმატურა და შემწოვი ბადეები.
შემწოვი სახელოების გაწყობისას უნდა ვერიდოთ ბასრ საგნებს, მკვეთრ მოხვევას, გადაღუნვასა და დაკიდებას. სახელოების შეერთების წინ გულდასმით ათვალიერებენ შემაერთებელ ქანჩებს და ასუფთავებენ. დიდი სიღრმიდან წყლის აღებისას შემწოვ ხაზს განტვირთავენ საშველი თოკით. ამისათვის მის ერთ ბოლოს ამაგრებენ შემწოვი ბადის ყელს, ხოლო მეორეს - მოაჯირზე ან მეორე საყრდენზე.
ამ მიზნით თოკის გამოყენება, რომლის შემწეობითაც აღებენ შემწოვი ბადის უკანა სარქველს, რეკომენდებული არ არის, რადგან ამას შეუძლია გამოიწვიოს ბერკეტის გატეხა ან სარქველის დაზიანება.
გამდენი სახანძრო სახელოები განკუთვნილია ხანძრის საქრობად დაწნევის ქვეშ წყლისა და წყლის ხსნარების ტრანსპორტირებისათვის, სარდაფიდან და სხვა სათავსებიდან წყლის ამოსატუმბავად, გადატუმბავი სამუშაოების დროს და ა.შ.
გამდენ სახელოებს ამზადებენ ნატურალური სელისა, სინთეტიკური ბოჭკოებისა ან როგორც ერთის, ისე მეორის ერთდროულად გამოყენებით. სახელოების შიგნითა ზედაპირს ფარავენ რეზინის ან ლატექსის ფენით. ასეთ შემთხვევაში მათ უწოდებენ მორეზინებულს, ხოლო ასეთი ფენის უქონლობისას - მოურიზინებელს.
სახელოების კედლები შეგება ქსელისა და ამონაქსოვისაგან, რომლებიც ერთმანეთთან გადახლარულია სწორკუთხოვნად ან სიგრძივი ღერძის მიმართ 450 - ით. ნაქსოვისათვის იღებენ უფრო მტკიცე მასალას. ვიდრე ქსელისათვის, რადგან სითხის მოძრაობის დროს სახელოს სიგრძივ ღერძზე მიყენებული ძალა, რომელიც გასკდომას იწვევს, ორჯერ ნაკლები, ვიდრე გარდიგარდმო მიმართულებით. იმ დაჭიმოულობათა გათანაბრებისათვის, რომლებიც წარმოიქმნება ქსელში და ამონაქსოვში, მათ განალაგებენ 450 კუთხით სახელოს სიგრძივ ღერძთან.
მოურეზინებელი სახელოების კედლების ჰერმეტულობა მიიღწევა ბოჭკოების გაჟღენთვის ანგარიშზე.
გამდენ სახელოებს უშვებენ 51, 66, 77, 89 და 150 მმ დიამეტრით. ამასთანავე მოურიზინებელი სახელოების დიამეტრს იღებენ არაუმეტეს 77 მმ-ისა.
სახელოების ხელსაყრელი ექსპლოატაციისათვის მათ ჭრიან 20±1,5მ. სიგრძის ცალკე ნაწილებად.
მოურეზინებელ სახელოებს ყოფენ სამ ჯგუფად: შემსუბუქებულ, ნორმალურ და გაძლიერებულ სახელოებად. რომ განასხვავონ ისინი ერთიმეორისაგან, სახელოების სიგრძეზე აკეთებენ იმავე მასალის ზოლს. ასე შემამსუბუქებელ სახელოებს აკეთებენ უზოლოდ, ნორმალურს - ერთი ზოლით და გაძლიერებულს ორი ზოლით.
მორეზინებელ სახელოებიც სამ ჯგუფად: ნორმალურ, გაძლიერებულ და გაუმჯობესებულ სახელოებად. ნორმალურ სახელოებზე არის ერთი, გაძლიერებულზე ორი და გაუმჯობესებულზე სამი ფერადი ძაფის ზოლი.
სახელოების მასალისა და დიამეტრის მიხედვით ადგენენ შესაბამის სამუშაო და საცდელ წნევას. ასე, მოურიზინებელი სახელოებისათვის ადგენენ 2-12 ატა სამუშაო წნევას, მორეზინებულისათვის 5-10 ატას, გამოსაცდელ წნევას ადიდებენ დაახლოებით 25% -ით.
ექსპლოატაციის ვადისა და ტექნიკური მდგომარეობიდან დამოკიდებული გამდენ სახელოებს ყოფენ ოთხ კატეგორიად.
პირველ კატეგორიას მიაკუთვნებენ ახალ სახელოებს, აგრეთვე ისეთებს, რომლებიც არანაკლებ 3 წელი იმყოფებიან ექსპლოატაციაში.
მეორე კატეგორიას მიაკუთვნებენ სახელოებს, რომლებიც ექსპლოატაციაში იმყოფებიან 3-დან 5 წლამდე.
მესამე კატეგორიას მიაკთვნებენ სახელოებს, რომლებიც ექსპლოატაციაში იმყოფებიან არანაკლებ ექვსი წლისა.
მეოთხე კატეგორიას მიაკუთვნებენ სახელოებს, რომლებმაც ვერ აიტანეს მესამე კატეგორიის სახელოების საგამოცდო ნორმები.
სახელოების ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასაყვანად განმსაზღვრელს წარმოადგენენ ჰიდრავლიკური გამოცდის შედეგები.
სახანძრო სახელოების ტექნიკური მომსახურება სახანძრო სახელოების დათვალიერებსას, გამოცდას, დეფექტების გამოვლინებასა და აღმოფხვრას ახორციელებს მორიგე ყარაულების პირადი შემადგენლობა და სახელოების ოსტატი. თითოეულ სახანძრო ნაწილში ახედენენ სახანძრო სახელოების მოძრაობის აღრიცხვას, ქმნიან მოწყობილობას მათ გასარეცხად, საშრობად და წვრილმანი რემონტისათვის. სახელოების ცენტრალიზებულ შრომისა და რემონტს აწყობენ აგრეთვე საგარნიზონო სახელოსნოებში.
სახელოების შენახვა წესივრულობაზე მეთვალყურეობას ეწევიან არამარტო სახანძრო ნაწილში, არამედ ხანძარზე და პრაქტიკული მეცადინეობის დროს.
სახელოებს რეცხავენ ხელით ჯაგრისების შემწეობით, აგრეთვე სხვადასხვაგვარი მოწყობილობისა და სახელოს სარეცხი მანქანების გამოყენებით.
ყველაზე მეტად გავრცელებული ხერხია სახელოების კოშკური გარეცხვა. სახელოების ასაწევ და დამშვებ შრომატევად სამუშაოთა მექანიზაციისათვის კოშკებს აწყობენ მექანიზმებით - ჯალამბრებით და ელექტროამძრავებით.
შემწოვი და გამდენი სახელოების მიმდინარე რემონტს, აგრეთვე თავების დამაგრებას აწყობენ თითოეულ სახანძრო ნაწილთან.
მრავალ ნაწილში გავრცელებულია გამდენი სახელოების რემონტის შემდეგი ხერხი: მორეზინებული ან მოურეზინებელი სახელოების (რომლებიც დამზადებულია ბამბის ნართისა, ლაფნისა ან სინთეტური ბოჭკოებისაგან) გახვევის ადგილებს შეაკეთებენ, ისევე, როგორც ვულკანიზაციის რემონტის დროს. სახელოს ასუფთავებენ, ნახევს გაკერავენ ჯვარედინად, ახალი მოურეზინებელი სახელოდან ამოჭრიან გახვევის ადგილის 20-30 მმ უფრო გრძელ და ფართო ზომის საკერებელს. შემდეგ სპეციალური ქსოვილიდან გამოჭრიან ზუსტად საკერებლის ზომის შუასადებს. გახვევის ადგილისა და საკერებელს უხვად ასველებენ ტექნიკური აცეტონით. დაქლორილი ქსოვილისაგან დამზადებულ შუასადებს ადებენ გახეულ ადგილზე და მასაც უხვად ასველებენ აცეტონით, სანამ ქლორილებული ქსოვილი გახსნას არ დაიწყებს და ცივ მასად არ გადაიქცევა. გახსნილ შუასადებზე ადებენ საკერებელს და დააკრავენ მას სახელოზე სტრუბცინებით ან სპეციალური მოსაჭერებით. ასეთ მდგომარეობაში სახელოს აშრობენ დღე-ღამის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.
შემაერთებელი არამატურა

შემაერთებელი არამატურა განკუთვნილია სახანძრო სახელოების ერთმანეთთან და ტუმბოსთან შესაერთებლად. სახელოს არმატურას მიეკუთვნება: შემწოვი სახელოების შეერთებანი, გამდენი სახელოების შემაერთებელი თავები, შემაერთებელი გარდამავალი თავები, შემწოვი და განშტოების ბადეები.
შემწოვი სახელოების შეერთებანი განკუთვნილია შემწოვი სახელოების ერთმანეთთან. ტუმბოსთან და შემწოვ ბადესთან შესაერთებლად შეერთება შედგება მილყელისა, ნიპელისა და წანამატი ქანჩისაგან. შეერთების ჰერმენტულობას ახორციელებენ ნიპელის კონუსური ზედაპირისა და მილყელის მჭიდრო დამთხვევით წანამატი ქანჩის შემწეობით. როგორც წესი შემწოვ სახელოებს აერთებენ შეხვევით.
წანამატი ქანჩების მოსაჭერად იყენებენ სპეციალურ გასაღებებს. შემწოვი სახელოების შეერთებებს ამზადებენ ალუმინის შენადნობებისაგან.
გამდენი სახელოების შემაერთებელი თავები განკუთვნილია სახელოების ერთმანეთთან, ტუმბოსთან, სვეტთან, განშტოებასა და ლულასთან შესაერთებლად. ამჟამად სტანდარტული თავები შედგება შემამჭიდროებელი რეზინის რგოლიანი ორი მილისა და ეშვებიანი ორი მჭიდისაგან, რომლებიც თავისუფლად ეცემის შესაბამის მილს.
სერიულ შემაერთებელ თავებს უშვებენ 50, 70, 80, 110 და 150 მმ დიამეტრით. მათი ჩამოსხმა ხდება ალუმინის შენადნობიდან.
გარდა სახელოების თავებისა უშვებენ შემაერთებელ გარდამავალ თავებს, ჩამხშობ-თავებს, მუფთისებრ და მჭიდე თავებს. მათ კუთხვილების მეშვეობით აყენებენ ტუმბოების დასაწევი მილყელების ბოლოებზე, სახანძრო სვეტებზე, განშტოებებზე, ლულებზე, შიდა სახანძრო ონკანებზე. სახანძრო სახელოებზე თავების მიბმა ხდება ფოლადის რბილი მავთულით მარტივი მოწყობილობის მეშვეობით.
შემწოვი ბადე განკუთვნილია წყალსატევებიდან შემწოვი სახელოს ხაზის მეშვეობით გარეშე საგნების მოხვედრისაგან ტუმბოს დასაცავად, აგრეთვე შემწოვ ხაზში წყლის სვეტის შესაკავებლად ტუმბოს მოკლე დროით შეჩერებისას ან შემწოვ ხაზში და ტუმბოში ჩასხმისას, როცა ვაკუმ აპარატი უწესივროა. ბადე შედგება კონუსისებური კორპუსისაგან, რომელსაც საფუძველთან აქვს გვერდითი ნახვრეტები და კუთხოვანი მილყელისაგან - შემწოვ სახელოსთან ქანჩით შესაერთებლად; უკუსარქველისაგან; ბერკეტის მოწყობილობისაგან სარქველის ასახდელად და დამცავი ცხაურისაგან, რომელიც მიმაგრებულია ბადის კორპუსის გვერდით კედლებში. ნახვრეტებისა და დამცავი ცხაურის ფართობი არ უნდა იქნეს შემწოვი სახელოს ხაზის განივი კვეთის ფართობზე ნაკლები. ბადეს ჩამოასხამენ ალუმინის შენადნობებისაგან. შემწოვ ბადეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ გამოცდიან ჰიდრავლიკურად. ამისათვის ბადის სარქველზედა ნაწილზე ქმნიან 2 ატა წნევას, რომელსაც ინარჩუნებენ 3 წუთის განმავლობაში. წესივრულმა ბადემ არ უნდა გაუშვას წყალი სარქველების შეერთებებში.
განშტოებანი განკუთვნილია წყლის იმ ნაკადის გასაყოფად, რომლებიც გადის სახელოს ხაზებში და მათი რეგულირებისათვის.
განშტოებანი შედგება კორპუსისაგან, რომელსაც აქვს ერთი შესაკავებელი და სამი-ოთხი გამოსავალი მილყელი, და გადასატანი სახელურებისაგან; აგრეთვე ვენტილის ტიპის საკეტი მოწყობილობებისა და მუფთური შემაერთებელი თავისაგან.
განშტოების კორპუსის ჩამოსხმა ხდება ალუმინის შენადნობისაგან. განშტოებას უერთებენ ყველა დიამეტრის გამდენ სახელოებს. წყლის ნაკადი ყოველთვის უნდა შევიდეს განშტოების მიმღებ მილყელში.
ხანძარზე განშტოების საიმედობას უზრუნველყოფენ მოხერხებული ექსპლუატაციით და მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე მუდმივი მეთვალყურეობით. დაბალი ტემპერატურის დროს განშტოებას დგამენ სათავსოს შიგნით ან ფარავენ თბოსაიზოლაციო მასალებით. ყოველი გამოყენების შემდეგ განშტოებას გულდასმით ათვალიერებენ, აუცილებლობისას მოუჭერენ ვენტილების ჩობალურ შემჭიდროებებს. ვენტილებს აღებენ ნახევრად შებრუნებით ისე, რომ არიდებულ იქნეს შუასადენების დეფორმაცია. პერიოდულად არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ახდენენ განშტოების ჰიდრავლიკურ გამოცდას 12-18 ატ-ზე 3 წუტის განმავლობაში, ამ დროს გამოვლინებულ დეფექტებს აღმოფხვრიან ან ცვლიან განშოებას.
2436
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.