ყველაზე დიდი ხანძარი ფილადელფიაში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ყველაზე დიდი ხანძარი ფილადელფიაში

ყველაზე დიდი ხანძარი ფილადელფიაში

ყველაზე დიდი ხანძარი ფილადელფიაში1991 წლის 23 თებერვალს აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მოხდა ხანძარი მრავალ სართულიან შენობაში, რომელიც მდებარეობდა ქალაქის ცენტრში. ეს 38 სართულიანი შენობა, რომელიც 1972 წელს არის აშენებული მოპიკრკეთებულია ფოლადის კასკადით, რკინა-ბეტონითა და გრანიტის ფილებით. ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით აღჭურვილია პირველი სამი სართული და 30-ე, 31-ე და 34-ე სართულები. ასეთი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით შენობა მთლიანად უნდა აღჭურვილიყო 1993 წელს.
საგანგაშო სიგნალი მოვიდა 23 თებერვალს, საღამო 8 საათსა და 27 წუთზე. სახანძრო ბატალიონის უფროსი ჯორჯ იზგერი იმ დროს იმყოფებოდა სახანძრო-ტექნიკურ მეცადინეობაზე. როცა იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა, დაინახა რომ 22-ე სართულიდან გამოდიოდა კვამლი. მან მაშინვე გამოიძახა მეხანძრეთა რაზმი.
სულ იმ ღამეს დამათებითი ძალები გამოძახებული იქნა 12-ჯერ, ხანძრის ქრობისას გამოიყენეს 51 ტუმბო, 12 კიბე და 11 სპეციალური ავტომანქანა.(სასწრაფოტა ჩათვლით). მონაწილეობა მიიღო 11 ბატალიონის უფროსმა და 15-მა მაღალი რანგის ოფიცერმა.
იზგერის კვალდაკვალ შემთხვევის ადგილზე მივიდა მე-4 ბატალიონის უფროსი მაიკლ კუკოვსკი. მისი ხელმძღვანელობით მეხანძრეები ავიდნენ 21-ე სართულზე. წინასწარი დაზვერვით დადგინდა, რომ ხანძარი გაჩნდა 22-ე სართულის ერთ-ერთ ოფისში, შენობის ჩრდილოეთ მხარეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი გახლდათ ხალიჩები, რომლებიც მშენებლობის მიერ გაჟღენთილი იქნა სწრაფაალებადი სითხით.
ხანძარმა პირველი დარტყმა მეხანძრეებს მაშინ მიაყენა, როცა წყლის წნევა მეტად დაბალი იყო. გამოძახებული იქნა წყალგაყვანილობის ინჟინერი, მაგრამ მისი მისვლიდან ოთხი საათის შემდეგ, ცეცხლი ეკიდა არა ერთ, არამედ ხუთ სართულს. საჭირო შეიქმნა წყლის წნევის რეგულირება ყოველ სართულზე.განხორციელდა ყველაზე დიდი ოპერაცია ფილადელფიის ის ისტორიაში. 22-ე სართულზე სამი კიბით გაყვანილი იქნა სამი 128 მმ-იანი მაგისტრალური ხაზები.
მეორე დარტყმა მეხანძრეებმა მაშინ მიიღეს, როცა შენობაში გამოირთო შუქი, რის გამოც გაჩერდნენ ლიფტები.
მესამე დარტყმა იყო ყველაზე ტრაგიკული, ერთ-ერთმა რაზმმა მიიღო ბრძანება ასულიყვნენ შენობის სახურავზე ვერტიკალური ვენტილაციის განსახორციელებლად. 22-საათსა და 56 წუთზე კაპიტანმა დევიდ ხოლკომბმა გადასცა რადიოთი, რომის და კიდევ ორი მეხანძრე კვამლში არიან გახვეულნი და სასუნთქ აპარატებში უთავდებოდათ ჰაერი. მეხანძრეებმა, რომლებიც შენობის სამხრეთ მხარეს მდებარე ერთ-ერთ ოფისში იმყოფებოდნენ, მიიღეს ბრძანება, რომ გაემტვრიათ ფანჯარა, რათა შენობაში სუფთა ჰაერი შესულიყო.
ქვემოთ მყოფმა როჯერ ულშეიფერმა რადიოს საშუალებით ჰკითხა მეხანძრეებს, შეეძლოთ თუ არა მათ გამოსვლა კიბის საფეხურებამდე „-არა, ჩვენ ჰაერი გვითავდება“-იყო პასუხი.
რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ რადიოში გაისმა ერთ-ერთი მეხანძრის ხმა „ კაპიტანი არ ინძრევა, კაპიტანი არ ინძრევა“.მათ მისაშველებლად გაემართა რვა კაცისაგან შემდგარი ჯგუფი. უშედეგო ძებნის შემდეგ ჯგუფის წევრები იძულებულნი იყვნენ გამოსულიყვნენ სახურავზე, მაგრამ კვამლში დაიბნენ და აღმოჩნდნენ უცნობ ადგილზე.
მათ გადასარჩენად გამოძახებული იქნა ვერტმფრენი, კაპიტანი ჯეიმს მაკდერიტი და კიდევ ორი მეხანძრე ავიდნენ სახურავზე საიდანაც დაუკავშირდნენ კდიეც დაკარგულებს, მალე მაშველი ჯგუფის რვავე წევრი მშვიდობიანად დაბრუნდნენ მიწაზე.( ის სამი მეხანძრე, რომლებიც შველას ითხოვდნენ დაიღუპნენ 28-ე სართულის ერთ-ერთ ოფისში.)
იმავე დროს ქვევით მიიღეს სპეციალური ზომები, რადგან ჩამოვარდნილი მინის ნამტვრევებით ორი მეხანძრე დაიჭრა და დაზიანდა აგრეთვე ტუმბოს სახელური. გამოძახებული იქნა მაშველი ქვენაყოფები, რომლებმაც ყველა სახელური დახურეს 2-სმ სისქის ფანჯრებით.
ხანძრის დაწყებიდან 19 საათის შემდეგ, როცა ცეცხლმა მიაღწია 30-ე სართულს, სპეციალურმა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემამ გააკეთა ის, რაც მეხანძრეთა მთელმა არმიამ ვერ შეძლო. შეტყობინება იმისა , რომ ხანძარი კონტროლქვეშ იმყოფებოდა, მეხანძრეებმა მიიღეს 24 თებერვალს 15 საათსა და 01 წუთზე.
რამდენიმე დღის შემდეგ სახანძრო რაზმების ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელისათვის მიცემულ ინტერვიუში როჯერ ულშეიფერმა თქვა:“ხანძარი ითხოვდა საშუალოზე დიდ რაოდენობით ხალხს. იძულებული ვიყავით 3-ჯერ გამოგვეძახებინა დამატებითი ძალები, მხოლოდ იმასთვის მოეტანათ ბალონების გარკვეული რაოდენობა სასუნთქი აპარატებისათვის.4-ჯერ გამოვიძახეთ დამატებითი ძალები 5 დუიმიანი ხაზის გაყვანისათვის მაღალ სართულებზე. სულ მონაწილეობა მიიღო 400-მა მეხანძრემ, მათგან 80-შინიდან მოვიდა შემთხვევის ადგილზე, მაშინ როცა ისინი იმ დღეს თავისუფალნი იყვნენ სამსახურეობრივი მოვალეობისაგან.
ხანძრის ჩაქრობაში დიდი როლი ითამაშა, იმანაც, რომ გამოყენებული იქნა სრულყოფილი და ხარისხიანი ტექნიკა და აღჭურვილობა.

გაზეთი „საქართველოს მეხანძრე“ №1(6) იანვარი 1993 წელი გვ.2
1023
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.