ტყის ხანძრის გამო, პორტუგალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ტყის ხანძრის გამო, პორტუგალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ტყის ხანძრის გამო, პორტუგალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა


პორტუგალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კონსტანცა ურბანო დე სოუზამ თანამდებობა დატოვა. მიზეზად ტყის ხანძარი სახელდება, რის გამოც წელს პორტუგალიაში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თანამდებობის დატოვებისას მინისტრმა აღიარა, რომ მის გადაწყვეტილებას "პოლიტიკური და პირადი მიზეზები" აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას Publico ავრცელებს.
უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, იგი საჯაროდ ითხოვდა გადადგომას ზაფხულში, როდესაც ტყის ხანძრის შედეგად პედროგაო გრანდეს რაიონში 64 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ის თანამდებობაზე დარჩა, რათა ტყის ხანძრის პრევენცია მოეხდინა და შექმნილი ვითარება გაეკონტროლებინა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, მინისტრი ირწმუნება, რომ მას გადადგომით "ღირსების შენარჩუნება“ სურს.
ბოლო მონაცმებით, პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა.

წყარო: ipress.ge
991
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.