ხანძარი მეტროს ვაგონში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძარი მეტროს ვაგონში


სატრანსპორტო საშუალებებიდან გადიდებული საშიშროებით ხასიათდება მეტროპოლიტენი. თქვენ რისკის ქვეშ იმყოფებით, როცა მოძრაობთ ესკალატორზე, პლატფორმაზე მატარებლის დალოდებისას და ვაგონით მგზავრობისას. მეტროში საშიშროების ზონებია შესვლა-გამოსვლის ადგილები, ესკალატორი, გვირაბი და ბაქანი.

მეტროპოლიტენში ხანძრის წარმოშობის მიზეზები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ;
- გაუმართავი ლექტრო მეურნეობის ექსპლუატაცია;
- ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი წესებისა და ნორმების დარღვევა ან უგულებელყოფა;
- ტერორიტული აქტები (აფეთქებები);
- განზრახ წაკიდება.

მეტროს ვაგონებში ხშირად პოულობენ თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს.
ამასთან დაკავშირებით ყურადღება მიაქციეთ ვაგონში, ბაქანზე დატოვებულ ჩანთებს, პორტფელებს, პლასტმასის პაკეტებს;
!!! აღმოჩენის შეემთხვევაში შეატყობინეთ მატარებლის მემანქანეს ან მეტროპოლიტენის თანამშრომლებს;

მეტროს ვაგონში ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში ვიმოქმედოთ შემდეგნაირად:
1. შეიგეძნობთ თუ არა კვამლის სუნს, ვაგონის სალაპარაკო მოწყობილობაზე თითის დაჭერით შეატყობინეთ მემანქანეს და შეასრულეთ მისი ყველა მითითება. ეცადეთ არ
დაუშვათ პანიკის წარმოქმნა ვაგონში, დაამშვიდეთ მგზავრები, მოჰკიდეთ ხელი ბავშვებს და დაამშვიდეთ ისინი, ძლიერი დაკვამლიანების შემთხვევაში დახუჭეთ თვალები და ცხვირზე აიფარეთ ცვირსახოცი (სასურველია დასველებული);
2. სანამ ვაგონი გვირაბში მოძრაობს დარჩით ადგილზე. სადგურზე მისვლისას და კარების გაღების შემდეგ გაუშვით ბავშვები, ქალები და მოხუცები, შემდეგ გამოდით თქვენ,
გამოიჩინეთ სიმშვიდე. შეამოწმეთ ხომ არ დარჩა ვაგონში ვინმე, დაეხმარეთ მათ გამოსვლაში, შეატყობინეთ სადგურის და ესკალატორის მორიგეებს მომხდარის შესახებ.
დაეხმარეთ მეტროს თანამშრომლებს, გამოიყენეთ ცეცხლმქრობები და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები ვაგონში ცეცხლის ჩასაქრობად;
3. მოძრაობის დროს ვაგონში ღია ცეცხლის გამოჩენისას აიღეთ სკამებსქვეშ მოთავსებული ცეცხლმაქრი, დააკვირდით ეტიკეტს მოხსენით პლომბი, ბუნიკი მიუშვით ცეცხლის
კერისაკენ. ან სხვა ხელთ არსებული საშუალებებით ჩააქრეთ ცეცხლი. შეძლების მიხედვით გადადით ვაგონის ცეცხლისაგან თავისუფალ მხარეს (სასურველია წინ) და
შეაჩერეთ ხანძრის გავრცელება, ჩააქრეთ ალი ტანსაცმლით ან ნებისმიერი არაწვადი სითხით (წყალი, ლიმონათი, რძე და ა.შ.); არ ეცადოთ გვირაბში ვაგონის მოძრაობის
გაჩერება ,,STOP” ონკანით. ეს გააძნელებს დროში ხანძრის ჩაქრობას და ადამიანთა ვაგონიდან ევაკუაციას;
4. გვირაბში ვაგონის გაჩერებისას მემანქანის ნებართვის გარეშე არ გამოხვიდეთ ვაგონიდან; არ შეეხოთ ვაგონის ლითონურ ნაწილებს მთელ უბანზე მაღალი ძაბვის (-800 ვ, )
გამორთვამდე. ნებართვის შემდეგ კარების გაღებით ანდა ფანჯრის მინების ფეხით ან სხვა საშუალებებით ჩამტვრევით გამოდით გვირაბში. გადაადგილდით სადგურის
მიმართულებით, იმოძრავეთ რელსებს შუა ერთმანეთის მიყოლებით, რელსების გვერდით დენგამტარ სალტეებს არ შეხებით, რათა არ აღმოჩნდეთ ძაბვის ქვეშ მისი ჩართვის შედეგად. იყავით ფრთხილად; გახურების შედეგად შესაძლებელია სადენების იზოლაციის დამცავი ფენის დაზიანება და ვაგონის სალონის ლითონის ნაწილებზე ძაბვის გადადინება;
5. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ გვირაბების გადაკვეთის ადგილებში, შესაძლებელია შემხვედრი მატარებლის გამოჩენა. გიახლოვდებათ თქვენს მიერ დატოვებული მატარებელი, მიიწიეთ გვირაბის კედლის ნიშაში;
753
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.