ხანძარი მატარებელში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძარი მატარებელში

სარკინიგზო ტრანსპორტზე ავარიების და კატასტროფების ძირითადი მიზეზებია ლიანდაგების, შემადგენლობის, სასიგნალო მოწყობილობების, ბლოკირების და
ცენტრალიზაციის მოწყობილობების, გაუმართაობები. ასევე დისპეტჩერის შეცდომა და მემანქანების უყურადღებობა ან გულგრილობა.
ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ხანძრების მიზეზიც.

ხანძრის შემთხვევაში:
- დაუყონებლივ შევატყობინოთ გამცილებელს მომხდარი ხანძრის შესახებ. გავიაროთ ვაგონში და აუღელვებლად, პანიკის გარეშე, მკაფიოდ ავუხსნათ ხალხს
მომხდარის შესახებ, გააღვიძეთ მძინარე მგზავრები, ბავშვებს ჩავკიდოთ ხელი და დავიძრათ წინა ვაგონისკენ, რადგანაც ევაკუაციის დროს ყველაზე უსაფრთხო ადგილია შემადგენლობის წინა ვაგონები. თუ წინ სვლა არ ხერხდება, მაშინ დაიძარით შემადგენლობის უკანა ვაგონებისკენ და მჭიდროდ დახურეთ ვაგონიდან ვაგონში გასასვლელი კარები. ხანძრიან ვაგონში ყურადღებით დათვალიერეთ მგზავრების არსებობა (ტუალეტებში, ტამბურებში, კუპეებში);
- თუ ვაგონის დატოვება არ ხერხდება, მაშინ ჩაკეტეთ ყველა ფანჯარა და კარები და შეეცადეთ მგზავრებთან ერთად დაიწყოთ ხანძრის ქრობა (ცეცხლმაქრით, პირსახოცებით, საბნებით და ა.შ.). ჩაიცვით ტანსაცმელი, რაც თან გაქვთ, შემოიხვიეთ ზეწრები ან საბნები და ეცადეთ ვაგონის დატოვებას;
- თუ ხანძრის ჩაქრობა და მემანქანესთან დაკავშირება არ ხერხდება, მაშინ გააჩერეთ მატარებელი ,,STOP“ ოკანის მეშვეობით, გააღეთ კარები, გაამსხვრიეთ ფანჯრები და
შეუდექით ხალხისა და ნივთების ევაკუაციას. როცა გარეთ მოხვდებით, გამცილებელთან ერთად ეცადეთ ჩახსნათ შემადგენლობის ხანძრიანი ვაგონი დანარჩენისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ ხანძრის გადასვლა ერთი ვაგონიდან მეორეზე;
- ეცადეთ ყველა საშუალების გამოყენებით ხელი შეუშალოთ პანიკის გავრცელებას, გაიყვანეთ ხალხი ხანძრის ადგილიდან მოშორებულ ადგილას, უახლოეს დასახლებულ პუქტში გაგზავნეთ ადამიანი ან თვითონ წადით და შეატყობინეთ ხანძრის შესახებ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს. შემდგომში იმოქმედეთ მატარებლის უფროსის ან ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მითითებებით.
807
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.