ხანძარი საჰაერო ტრანსპორტზე » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძარი საჰაერო ტრანსპორტზე

ყოველი მეხუთე საავიაციო ავარიას თან სდევს ხანძარი, ამიტომ აუცილებელია ფრენის ინსტრუქციის დაცვა.

თვითმფრინავები აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით. ხანძრის გაჩენისას, სათანადო ნაკვეთურში ჩართავენ ხანძრის ჩასაქრობ ავტომატურ სისტემას. დაუშვებელია ადვილადაალებადი წვადი და ფეთქებადი ნივთიერებების სალონში და საბარგო ნაკვეთურში შეტანა;
საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ნორმატივები მეტად მკაცრია, ვიდრე მიწაზე. წვის დამატებითი სტიმულატორია ატმოსფეროს გაუხშოება,. ძლიერდება სითხეების აორთქლება.
საკმარისია მიკრობზარები ავზზე, მოცვეთილი საცობი, დამატებით მიკრონაპერწკალი, რათა წარმოიქმნას აფეთქება.
ხანძრის შემთხვევაში:
სასწრაფოდ მოვიცილოთ წვადი და დნობადი სინთეტიკური ტნსაცმელი. (კოლგოტკა,სვიტრი და ა.შ.). ძნელად წვადი მასალის და სხვა ნივთების დახმარებით დავიცვათ თავი სიცხისაგან;
იყავით მაქსიმალურად მობილიზებული და არ ჩავარდეთ პანიკაში. ეკიპაჟის წევრებს გაუწიეთ დახმარება დაზარალებულების ევაკუაციასა და ხანძრის ქრობაში;
შეეცადეთ ხანძრის ჩაქრობას სალონში განლაგებული ცეცხლმაქრებით (რომელთა ადგილმდებარეობა წინაწსარ უნდა დააზუსტოთ);
დაიცავით სასუნთქი ორგანოები წყალში, რძეში, წვენში დასველებული ცხვისახოცით. ძლიერი დაკვამლიანების დროს გადადგილდით იატაკზე ცოცვით (იქ კიდევ არის სუფთა ჰაერი) გასავლელის დაბლოკვის შემთხვევაში გადაცოცდით გადაკეცილ სავარძლებზე;
არ გახსნათ სათადარიგო ლუქი, თუ მის გარეთ მოჩანს კვამლი და ცეცხლი. ღია კარებიდან სალონში შემოვა დიდი მოცულობის ტოკსიკური გაზები და მაღალი ტემპერატურის მქონე კვამლი;
ევაკუაციის დროს არ ეცადოთ ხელბარგის და ნივთების გადრჩენას და წაღებას, არამედ იფიქრეთ სიცოცხლის შენარჩუნებაზე;
თვითმფრინავიდან გამოსვლის შემდეგ მოცილდით მას რაც შეიძლება შორ მანძილზე და დაწექით მიწაზე, ხელებით დაიცავით თავი, რადგანაც შესაძლებელია აფეთქება და საწვავი სითხის და სხვა აალებული საგნების გადმოტყორცნა შორ მანძილზე;
სტატისტიკით, იძულებითი დაშვებული თვითმფრინავის ასი ადამიანიდან, სამოცდაათი გადარჩენილა.
ჰაერში დაჯახებისას ან აფეთქებით გამოწვეული ხანძრის დროს, სამწუხაროდ, გადარჩენის ალბათობა ნულს უტოლდება.
828
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.