ტყე, როგორც ბუნებრივი სიმდიდრე და სასიცოცხლო ფაქტორი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ტყე, როგორც ბუნებრივი სიმდიდრე და სასიცოცხლო ფაქტორი

ტყე, როგორც ბუნებრივი სიმდიდრე და სასიცოცხლო ფაქტორი

როგორც ვიცით, ტყე ნებისმიერი ქვეყნისთვის ბუნებრივი სიმდიდრეა. მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც.
ტყე გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილია, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე - ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების
პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.
ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია,
რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის
ბალანსის დონეს.
ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. თურმე 1ჰა შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ ნახშირორჟანგს
შთანთქავს და 10-15 ტ ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქნის, ქერქის, ტოტების, ფოთლის, ნაყოფის, თესლის, სოკოს...) უმდიდრესი წყაროა.ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს ალვის ხე, ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოყოფით ასევე გამოირჩევიან მუხა და ცაცხვიც. უფრო ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენ წიწვოვანი მცენარეები ფიჭვი ნაძვი და ა.შ. უკეთ, თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და, ამასთანავე, აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა, ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს.
საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. საქართველოს მთლიანი ტერიტორია შეადგენს 6,5 მილიონ ჰექტარს, აქედან, სატყეო ფონდის ტერიტორიას 3005,3 ჰა განეკუთვნება, რომელთაგან ტყეებს 2772,4 ჰექტარზე მეტი უკავია რაც ქვეყნის ფართობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს.
საქართველოში ტყეების ასაკის მიხედვით განაწილება შემდეგნაირად განისაზღვრება: დომინირებს ზრდასრული ხეები, 33,4 % (852,3 ათასი ჰა), ასაკოვანი და ძველი ხეები კი
შეადგენს 35,4% (904,4 ათასი ჰა). ხეები ტიპების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: წიფელი – 1060 ათასი ჰა. (46,6 %), სოჭი – 161,5 ათასი ჰა. (7,1%), ფიჭვი – 91,0 ათასი ჰა. (4,0%), მუხა – 241 ათასი ჰა. (10,6%), მურყანი (თხმელა) – 125,1 ათასი ჰა. (5,5%), წაბლი – 72,8 ათასი ჰა. (3,2%), რცხილა – 220,6 ათასი ჰა 8.8 %, ნაძვი – 102,0 ათასი ჰა (4,5%) და სხვა – 220,6 ათასი ჰა. (9,7%). ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, ტყის ტერიტორიები განლაგებულია შემდეგნაირად: ზღვის დონიდან 100 მ. – 2 %, ზღვის დონიდან 101 - 500 მ. – 5 %, ზღვის დონიდან 501-1000 მ. – 20 %, 1001 - 1500 მ. – 35 %, ზღვის დონიდან 1501 - 2000 მ. – 31 %,, 2001 მ. და უფრო მაღლა – 7%. ტერიტორიების განაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია: ნაკრძალები – 168,9 ათასი ჰა, ეროვნული პარკები – 61,4 ათასი ჰა, დაცული ტერიტორიები – 12,4 მ., ტყეები მწვანე ზონებში – 276,5 ათასი ჰა, ნაკრძალის ტყეები – 119,4 ათასი ჰა, ნიადაგის დამცავი და წყლის-დამცავი ტყეები – 2366,7 ათასი ჰა.
საქართველოს ტყეების საშუალო ასაკი დაახლოებით 100-120 წელიწადს შეადგენს. აქ ფართოფოთლოვანი ტყე დომინირებს, რომელიც მოიცავს ტყის 80%-ს, აქედან 50%-მდე
წიფელია.
1083
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.